↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭორიკანა ჭრიჭინები

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7225 ნახვა

—
ოხ, ეს ჭორიკანა ჭრიჭინები რა დღეში არიან,ყოველ საღამოს მთელი დღის ამბებს განიხილავენ...თურმე ამ ქვეყანას ციცინათელები შემოსევია,და ბნელ კუთხეში ჩახუტებული ლამაზი წყვილი შეუმჩნევიათ...
და ჭრიჭინებმა მოსდეს ქვეყანას მათი ამბავი...
ყოველ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ,ციცინათელები ძველ ლამპიონებში აძვრებოდნენ და ჩამსხვრეულ ნათურებში იბუდებდნენ...მერე მოუთმენლად ელოდნენ მათ გამოჩენას...ჭრიჭინები კი ჭორაობით ართობდნენ ღამეს...
იმ საღამოს კი ხმაში სევდა შემოეპარათ,ვერ გაარკვიეს რატომ გამოჩნდა მხოლოდ ერთი;ამაოდ ელოდნენ...დღეს ჩურჩულები არ გაუგიათ...ჩუმად წავიდნენ და დაიძინეს...
ციცინათელები ჩამოძვრნენ ლამპიონებიდან და თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ...მათ ხომ არ უყვართ ცრემლები...
ეს ჭორიკანა ჭრიჭინები კი ისევ ხმაურობენ...ახლა შვილებს ზღაპრებს უყვებიან...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი