↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც უფრო შორს ხარ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი99716 ნახვა

—
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,ხელუხლებელი- როგორც მზის სხივი,მიუწვდომელი- როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნებისთეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა,და სიყვარულის დღესასწაული...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი