პოეზია · ლირიკა
საამო მოგონება
დილის ცვარი, ია-ვარდიშევაზავე მელნად ყველა,საწერელად ცის ლაჟვარდი,ქაღალდათ თვით ცისარტყელა,კალმათ მოვჭერ სხივი მზისა,კალმის ტარად შუქი მთვარის,მოვიპოვე მადლი ცისა,ტკბილნი ჰანგნი მხიბლავ ქნარის,რომ ალბუმში გულ-ამძგერილექსი ტრფობით ჩამეწერა,რომ ქებითა მშვენიერისნორჩი გული ამეძგერა,არ მოვსტყუვდი - რაც დავსწერეაღტაცებით წაიკითხა,მომიბრუნდა პირ-მცინარე,“გიყვარვარ?”-ის დამეკითხა,ვერ დავსძარი ენა, ვერა,ამ კითხვამა გამაოცა,“გმადლობს-მითხრა-შენი ვერა,”მომეხვია და მაკოცა!..
1901 წ.