პოეზია · ლირიკა
* * * ეს უდაბნოა
ეს უდაბნოა ძველზე ძველი დაუსრულებლივდა აქ მეუფედ მხოლოდ ქვისა და ჰაერია,გაოცებულნი გადუფრინენ საუკუნონი(ითვლის უდაბნო, სათვალავი თუ აერია?!).კაცთა მოდგმიდან მას არ ახსოვს უკვე არავინ,მაგრამ უეცრად სული განაბა;უგრძეს მოუძღოდა გრძელი არაბი,გრძელი არაბი ღმერთის ანაბარ.მაშ შორეული გაახსენა, როგორც ზმანება...
1952