პოეზია · ლირიკა
მოდი
წვიმა როგორ მოვა -ცაა ცარიელი,დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა,მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს -დამაწყდება,სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,მჯერა,მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი,გეხვეწები,ასე ბანალურად გთხოვ და -ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი,თორემ სისხლი დადის ვარაუდით,ჰაერს ვეღარ ვხედავ,ისე ჩაიხუთა,თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,თუნდაც გამებუტე,მოდი,ჩამეხუტე.