↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდი

ჩერქეზიშვილი ნიკა

2001-04-131 წთ საკითხავი4589 ნახვა

—
წვიმა როგორ მოვა -ცაა ცარიელი,დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა,მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება,სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,მჯერა,მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი,გეხვეწები,ასე ბანალურად -გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი,თორემ სისხლი დადის ვარაუდით,ჰაერს ვეღარ ვხედავ - ისე ჩაიხუთა,თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,თუნდაც გამებუტე,მოდი,ჩამეხუტე.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი