↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მისი თითები

ჩერქეზიშვილი ნიკა

2018-08-121 წთ საკითხავი10562 ნახვა

—
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია,ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,ვხვდები,თუ დავეცი -ყელსაც გამომჭრიან.მაგრამ არაფერი,სხვა რამ მედარდება,მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე -დღეში თითო დარდი მაინც მემატება,ყელში ამოვიდა,ჰოდა,დავიჯერე,რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა,ჩემთვისმხოლოდ მისი თბილი თითებია,მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.ჰოდა,მოდით,ძმებო,თავი დამანებეთ,თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,მე კი...მას მოვძებნი მთელი გამალებით,სულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი,ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი