პოეზია · ლირიკა
* * * დღისით არაბი
დღისით არაბი უკურნავმა დასწვა წყურვილმა,აქლემის ყელზე დაკიდულა ზარის წკარუნი,კუზნი მაღალნი აზიდულან და აწურვილან,ზარის წკარუნი სულს ეღვრება - ცხელი წყარონი.
არსად იმედი... ამომშრალთა თვალთა წვალებადა უდაბნოში გათანგული გველი ისვენებსდა ირგვლივ ქვიშა, როგორც მიწის გარდაცვალებადა სადღაც მიწა, მცენარენი - მიწის სისველე.
მიდის არაბი... ბოლოს ქვიშას ბინდი ეცემა,მერე არაბიც დაეცემა ქვიშას ბინდივით,დაეცემა და დაქანცული ძილს მიეცემა,აქლემის კუზნი - წაქცეული პირამიდები...
დაღლილ თვალებში დაიბუდა უცხო სიზმარმა;ეზმანა მთები და მდინარე ღუის ლომივითდა მერე ბარად ჩამოვარდა და გაიზმორა,გაექცა ველებს ლომის ბრდღვნინვით და ნახტომებით.გათენდა ბოლოს... გაიღვიძა მზემ უწინარეს,ლომი ღუოდა კაცის ძვლებზე, როგორც მდინარე...
1957