↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრის ბლუზი

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3247 ნახვა

—
ნიკას
როცა ქუჩაში მიდიხარ, ვერ გრძნობ, შენი ჩრდილი მოგყვება თუ - არა.როცა ყველა კაფე ფარაონის აკლდამაა, ისე გვიანაა.
რომ არ შეგიძლია, ამ ღამის სიგვიანე რომელიმე ბარის ბლუზში ჩააპირქვავო.რა მნიშვნელობა აქვს, სად არის შენი ფიქრი მაშინ, როცა გძინავს,შენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იმავე ადგილას ხარ -იქ, სადაც შენი ნერვების მთავარი ნიშნულია -და როგორც ქარბორბალა - დადიხარ და ბობოქრობ!

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი