პოეზია · ლირიკა
ევგენი ონეგინი
სარჩევი 294
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- XI
- XII
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XXXVIII
- XL III
- XLIV
- XLV
- XLVI
- XLVII
- XL VIII
- XLIX
- L
- LI
- LII
- LIII
- LIV
- LV
- LVI
- LVII
- LVIII
- LIX
- LX
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XXXVIII
- XXXIX
- XL
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- ტატიანას წერილი ონეგინს
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XXXVIII
- ქალიშვილთა სიმღერა
- X
- XI
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI. XXXVII
- XXXVIII. XXXIX
- XL
- XLI
- XLII
- XLIII
- XLIV
- XLV
- XLVI
- XLVII
- XLVIII
- XLIX
- LX
- LI
- II
- III
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXV
- XXXVI
- XXXVII, XXXVIII, XXXIX
- XL
- XLI
- XLII
- XLIII- XLIV
- XLV
- თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე
- II
- III
- IV
- V
- VI
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XL
- XLI
- XLII
- XLIII
- XLIV
- XLV
- XLVI
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII. IX. X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XXXVIII
- XXXIX. XL
- XLI
- XLII
- XLIII
- XLIV
- XLV
- XLVI
- XLVII
რომანი ლექსად
პატივმოყვარეობით შეპყრობილი, განსა-კუთრებულად ამაყიც იყო, ამიტომაც ერთ-ნაირი გულცივობით აღიარებდა თავსი რო-გორც კეთილ, ასევე უგვან საქციელს -ასე ჩაგვაგონებს უპირატესობის გრძნობა,თუნდაც იგი მოჩვენებითი იყოს.პ ი რ ა დ ი წ ე რ ი ლ ი დ ა ნ (ფრანგ.)
არ ვფიქრობ ამაყ წრის შესაქცევად,ვეტრფი გულისხმას ტოლ-მეგობართა,მსუს საწინდარი, პატივისცემად,შენი ღირსების სწორი მოგართვა.ღირსსწორი სულის მშვენიერების,ამხდარი ნატვრის წმინდა სათავის,ცოცხალ და ნათელ ლექსის ფერების,მაღალი აზრის და სისადავის.მაშ ასე იყოს, ჩემგან თვალღებადმიიღე ფერად თავთა კრებული -ხან სასაცილო არის ნახევრადდა ხან ნახევრად დარდმორეული,სრულქმნილ და სადა ხალხურ ჰაგებადთავშექცევისას შთაგონებული,უძილობისას სწრაფად ნაწერი,უმწიფრად დამზრალ წლების ნაფიქრი,ცივი გონების თვალით ნაზვერიდა მწუხარებად გულზე ნატვიფრი.
თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი
ცხოვრება ჩქარობს დაისწრაფვის კიდეც შეიგრძნოს.პ. ა. ვ ი ა ზ ე მ ს კ იI
"ბიძაჩემს, განთქმულს აღზრდით, ღირსებით.როცა ძალღონე აღარ შესწევდა,წასვლა ენება პატივისცემითდა უკეთესად რაღას შესძლებდა.მის ქცევას ბევრი სიბრძნედ იწამებს,მაგრამ, ღმერთმანი, გულს გაგიწყალებს -ავადმყოფს დღე-ღამ ეჯდე საწოლთან,არ შორდებოდე წამით საცოდავს!მონებდე მზაკვრულ ძალას უმდაბლესს,მომაკვდას სიკვდილს აღარ აცლიდე,ართობდე, ჭმუნვით წამალს აწვდიდედა უსწორებდე თავსასთუმალებს.ოხრავდე და თან გულში ამბობდე:ეშმაკი ლაგამს როდის ამოგდებს!"
II
ცეტი ჭაბუკი ასე ფიქრობდადა მტვერს აფენდა ეტლი კელ-მინდვრებს,ანდერძად ზევსის ლოცვა მიჰქონდანათესავებში ყვლას მემკვიდრს.ვინც ლუდმილას და რუსლანს აღმერთებთ!ჩემი რომანის გმირსაც აგრეთვე,თქვენი ნებართვით, უწინასიტყვოდ,ახლავე, ამავ წუთში გაიცნობთ.ონეგინია ჩემი ძმობილი,ნევის ნაპირთან დაბადებული,ეგებ ბავშვობა თქვენც იქ გეგულვით,ანდა ბრწყინავდით ქვეყნად ცნობილი,ჩემო მკითველო, მეც ის შორეთიმალხენდა, მაგრამ მწყენს ჩრდილოეთი.
III
სინდისიერად, წრფელად იღწვოდა,ვალით ცხოვრობდა მისი მშობელი,ბალს წელიწადში სამჯერ იწვევდა,ბოლოს გაკოტრდა კეთილშობილი.ევგენის ბედის ერთობ სწყალობდა,ჯერ Madame-სგან ანბანს სწავლობდა,მერმე მან Mansieur-ს გადააბარა,თავნება, მაგრამ სათნო პატარა.Monsieur l’Abbe, ფრანგი ღატაკიარ აწუხებდა ბავშვს და თამაშითიოლად წვრთნიდა ყველა საგანში,თავს არ აწყენდა მორალ-არაკით,ცელქობისათვის ოდნავ ძრახადადა საზაფხულო ბაღში დაჰყადა.
IV
ჟამი ჭაბუკურ ვნებათაღელვისროცა ევგენის ენთო სამხილად,ჟამი იმედის, ტკბილი ნაღველის,მაშინ გააგდეს Mansieur სხლიდან.შევებამ აქცია კაცად ყმაწვილი,ახლა მოდაზე თმადავარცხნილი,ლონდონელ dandy-ს მსგავსად ჩაცმულიდა ბოლოს უკვე ხალხში გასული.სრულად, უნაკლოდ დაუფლებოდფრანგულ ენაზე წერას, საუბარს;ლაღად ცეკვავდა იგი მაზურკას,პირზე ღიმილი არ უქრებოდა;მეტი რა გნებავთ? დიდებულებმაუქეს სიბრძნე და ზრდილი ბუნება.
V
ცოტა რაღაცას ყველა ვსწავლობდით,როგორც შეგვეძლო, სახელდახელოდ,ჩვენში არა ჭირს, ღმერთის წყალობით,თავი იოლად რომ ისახელოთ.ევგენი იყო (ბევრი მათგანისმოურიდებელ, მკაცრი ნათქვამით)განათლებული, ოღონდ პედანტი,მომადლებული ჰქონდა ტალანტი -შეეძლო ლაღად სიტყვის თამაში,ყოველ საგანზე სხარტად მსჯელობა; -მცოდნეს იერით ემარჯვებოდაბრძნული დუმილი ნამდვილ კამათში,უცბად იწვევდა კეთილ დამებისღიმილს ცინცხალი ეპიგრამებით.
VI
დღეს ლათინური გადის მოდიდანდა მართალს გეტყვი, ჩემი გაგებით,მას ძველი ენის ცოდნა ყოფნიდა,რომ გაერჩია ეპიგრაფები,ეხსენებინა იუვენალი,წერილის ბოლოს დაესვა Vale,-ენეიდადან ენის წვალებითზეიპრად ეთქვა ლექსის ბწკარები.ქვეყნის წარსულზე მცირეოდენიცოდნის წყურვიიც კი არ ებადა,ქრონოლოგიურ მტვერს არ ქექავდა,მაგრამ მას ძველი ანეკტოდები -რომულის დროდან დმღედე ნათქვამი,კარგად ახსოვდა ყველა მათგანი.
VII
დიდი განცდები არ აწამებდა,რომ მიეტანა მსხვერპლად ლექსამდე, -იამბს ქორესგან ვერ ანსხვავებდა,თუმცა სწავლებას ბევრჯერ ვეცადე.ჰგმობდა ჰომეროსს, თეოკრიტესაც,მაგრამ ადამ სმიტს ჩაჰკირკიტებდა,ეკონომიკას კარგად იცნობდა,მან ესე იგი განსჯა იცოდა:ქვეყანა რარიგ, როგრო მდიდრდება,რითი არსებობს, რატომ ან რა გზითაღარ სჭირდება ოქროს მარაგი,როცა პროდუქტით არ ღარიბდება. -მამას უჭირდა ამის გაგებადა მიწებს ვალში აგირავებდა.
VIII
რაც უსწავლია კიდევ ევგენის,უცბად ჩამოთვლა არ შემიძლია,მაგრამ რა მადლიც ეცხო გენიის,უბადლო ცოდნად რაც შეიძინა,რასაც წამოზრდის დღიდან მონედა,რაც რჯიდა, სწვავდა, სიამოვნებდა,რასაც სწირავდა მთელ დღეს მოცლილი,რა ნაღველითაც იყო მოცული -მეცნიერება იყო ტრფიალის,ნაზონმა ხოტბა რასაც შეასხა,რითაც არყოფნად გარდაესახაჟამი ბრწყინვალე, ქარიშხლიანი -შორს, მოლდავეთის ყრუ ტრამალებში,იტალიაზე კვნესა-კაეშნი.
IX
. . . . . . . . .
. . . . . . . . .
. . . . . . . . .
X
რა ადრე შესძლო მან მაცდურობა,გამჭვალვა იჭვით, ფარულ იმედით,გადარწმუნება და დარწმუნება,განგებ მოღუშა ძალუმ მიბნედვით.რა გულქვაობა იყო და რა მორჩილი,რა ქედმაღალი და რა გულჩვილი,ხან სდუმდა იგი, როგორც კედელი,ხან ქადაგებდა, ვით მჭევრმეტყველი;უსტარს თამამად წერდა ტრფიალზე,მაგრამ ერთ ბარათს გულზე იწერდა,რარიგ შეეძლო თავდავიწყება!მის მკვირცხლ მზერაში ენთო სინაზე,კდემა, მორცხოვა, კადნიერება,ხან ძალად ცრემლი და ცბიერება.
XI
მან რარიგ შესძლო ფერისცვალება,ხუმრობით ყმაწვილ ქალთა დათრობა,სასოწარკვეთის შიშით წვალება,ქათინაურით მათი გართობა,და გულჩვილობის წამის ჩავლებით,გრძნობის, გონების ბასრი ბრჭყალებითუნდობ უმანკოს როცა დასძლევდა,ალერსს ელოდა, ხან აძალებდა,ხან სთხოვდა გულწრფელ აღიარებას,მოსმენას გულის პირველ ჩქამისას,კვალდაკვალ სდევდა ტფიალს ქალისას,ბოლოს იდუმალ დაიბარებდადა ყუჩ ადგილას სუნთქვაგაკმენდილსდაასწავლიდა ჩუმად გაკევეთილს.
XII
რა ადრე შესძლო მან აღელვებაკეკლუცად ცნობილ ლამაზმანების!როცა სურვილი გაახელებდამას მოლქიშპეთა დასამარების,რა გესლს ატანდა ლანძღვა-ძაგებასრარიგ ცდილობდა მახის დაგებას!თქვენ კი, ნეტარო ქმრებო, განცხრომითმასთან მეგობრულ სმას განაგრძობდით:ფობლასის ძველი ნამოწაფარითავს ევლებოდა ჭაბუკს ცბიერი,დეჭვებული ქმარი ხნიერიდა თვით რქოასნთა დიდი მთავარი,მუდამ აღსავსე კმაყოფილებით,სადილისა და ცოლის იმედით.
XIII. XIV
. . . . . . . . .
XV
ზოგჯერ საწოლში დილაადრიანშემოუტანდნენ ჩემს გმირს ბარათებს.რაო? მიწვევენ? დიახ, ნამდვილად.სამგან ნადიმი? თავს ვინ გაართმევს?ერთგან ბალია, სხვაგან ძეობა.პირველად რომელ სახლს ეწვეოდა?სულ ერთი იყო საით გასწევდა.ყველგან ასწრებდა იგი დასწრებას.და ჯერჯერობით, რომ მოირგებდადილის სამოსთან ფართო ბოლივარს,ჩაუყვებოდა ბულვარს თოვლიანს,უყვარდა ცხენით გასეირნება,ვიდრე ბრეგეტის ზარი ხმატკბილიარ მოუხმობდა: "გიცდის სადილი".
XVI
შებინდდა: მიჰქრის იგი მარხილით,"გასწის" ძახილი შვენის პეწიანსდა მის საყელოს ფიფქი დაყრილიავერცხლისფერებს თახვის ბეწვიანს.Talon-თან მიდის, სჯერა ნამდვილადმას კავერინი უცდის ნადიმად.შედის: საცობი ჭერში შეხტება,მოჩქეფს "კომეტას" ღვინო შხეფებად,ორთქლავს როსტ-ბიფი სისხლით ნაცვარი.დევს ტრიუფელი - ყრმობის ოცნება,რითაც ფრანგული სუფრა ცოცხლდება,და სტრასბურგული ცხენი ნამცვარიშუაში შვენის, როგორც ამალას,ლიმბურგულ ყველს და ოქროს ანანასს.
XVII
წყურვილი ისევ სასმისს მოითხოვს,ცხლად რომ ჩარეცხოს ქონი კატლეტის,მაგრამ ბრეგეტის ზარი მოიხმობს, -ვინც ტრფიალია ახლა ბალეტის.სცენის ბოროტი კანონმდებელი, აზრცვალებადი მადიდებელიმსახიობ ქალთა, მათი გულისთქმადა საპატიო წევრი კულისთა -ჩვენი ევგენი მიჰქრის თეატრში,სადაც თავს იშვებს დიდიც, პატარაც,უსტვენენ ფერადს და კლეოპატრას,enterchat-ს1 ნთქავენ ტაშის გრიალშივიღაც მოინას უხმობს (ეგებისმზერა მიიპყროს მაყურებელის).
XVIII
ზღაპრული მხარე! სადაც ადრიანთავისუფლების ოდა წარმტაცითქვა ფონვიზინმა - მეფემ სატირთა,და კნიაჟნინი წერდა წაბაძვით.სად ოზეროვი, ვით ხარკს უნებურს,ცრემლებს ხალხისას, ტაშს გახურებულსსემიონოვის ქალთან იყოფდა;სად კატენინის ღვაწლით გვიპყრობდადიდი კორნელის აღორძინება,სად შახოვსკოის ენაგესლიანკომედიათა გუნდი გვესია,სად ვნახეთ დიდლოს ამობრწყინება,მეც იმ კულისთა ჩრდილში სიამითვქროდი ყმაწვილი ხალისიანი.
XIX
ჩემო ქლღმერთო! სად ხართ? როგორ ხართ?ყური დამიგდეთ სევდით ანავსებს,კვლავ ნაზები ხართ? არ გამოცვლილხართ?ვერ შეუცვლიხართ სულ სხვა ლამაზებს?თქვენი გუნდის ხმას ისევ მოვისმენ?რუს ტერფსიქორებს ვნახავ როდესმე -მათ სულჩაბერილ მაღალ აფრენას?თუ სევდით მზერა დამეზაფრება,ოდეს ვერავის გპოვებთ სცენაზე,ცივად მივაპყრობ ლორნეტს უცნობებს,დავემსგასები ლხენაუგრძნობელს,არც შევირხევი მე მათ ცეკვაზედა განხიბლული, ჩუმი მთქნარებითისევ წარსულში გავემგზავრები?
__________1 ნახტომი (ფრანგ)
XX
ელავს ლოჟები სავსე თეატრში;ზღვა დუღს პარტერის და სავარძლების;ქანდარის სულსწრაფ ტაშის გრიალშიისმის ხმაური ფარდის აწევის.ბრწყინვალე, როგორც ლაჟვარდსმოჭრილი,გრძნეულ ქამანის მონა-მორჩილი,ნიმფების გუნდით გარემოსილი,დგას ისტომინა ანგელოსივით.ცალ ფეხს ეყრდნობა ცეკვით სულდგმულიდა მეორეთი ბრუნავს ოცნებად,უცებ ნახტომჯით სცენას მოსწყდება,ვით ეოლისის ბაგეს ბუმბული.ტანს ხან მოსალტავს, ხან ტანგაშლილიფეხს ფეხზე სწრაფად დაჰკრავს ტაშივით.
XXI
ხალხი არ ცხრება. შედის ევგენი,სავარძლებს შორის ფეხებს აწყდება,ლორენტის ცივი თვალი შევლებითუცნობ დამების ლოჟებს გასცება.ყველა იარუსს უმზერს შესვლისას,ყველას ტანსაცმელს, სახეს შენიშნავს,უკმაყოფილო და უსაშველომიესალმება კაცებს გარშემო.დაბნეულ მზერას აპყრობს ევგენი.ასწონ-დასწონის სცენას თვალებით,წამს მობრუნდბა, იტყვის მთქნარებით"შესაცვლელია ყელა ევგენი;ბალეტი რაღა სანახავია,დიდლოც მომბეზრდა კარგახანია".
XXII
ჯერ კიდევ სცენა ქუხს დამათრობლად,ახტუნებს ქაჯებს, გველებს, ამურებს,ჯერ კიცევ სძინავთ სადარბაზოსთანქურქში გახვეულ, დაღლილ მსახურებს,დარბაზს ჯერაც სძრავს ციებ-ცხელება;ცხვირის მოხვინვის ხმა და ხველებაგაისმის ტაშის ხმაში ნარევი,ჯერ შინ და გარეთ კრთიან ფარნები;ჯერ შეციებულ ცხენებს ათრთოლებს,ლაგამ-მოსართავს ვეღარ ითმენენ,ჯერ მეეტლენი ხელებს იფშვნეტენდა აგინებენ ცეცხლთან ბატონებს.ამ დროს სჩვევია ჩვენს გმირს გამოსვლადა ტანსაცმელის სახლში გამოცვლა.
XXIII
თუ შევძლებ ცხადად დავასურათომყუდრო ოთახი ძვირფასნივთება,სადაც მოდების პირმშო უბადლოირთვება, იხდის და კვლავ ირთვება?რაც ზღვა სურვილის გამო საღდება,რასაც ლონდონი წვრილმან საგნებად,ჩვენი ხე-ტყს და ქონის წამღEბი,გვაწვდის ბალტიკის მღელვარ ტალღებით,პარიზის ეგზომ ხარბ გემოვნებას,რაც სასარგებლო შვენის ნაწარმი,სიამოვნების მგვრელი რაც არის,რაც ეამება სულს და გონებას,რაც ფუფუნების საგნად ფოლორცობს -ჰქონდა თვრამეტი წლის ფილოსოფოსს.
XXIV
ქარვა სტამბოლურს ამკობს ჩიბუხებს,მოჩანს ბრინჯაო და ფაიფური,ფაქიზ გრძნობათა მგვრელად იგუბებსსუნამოს ბოლოს თლილი ჭიქური.ძევს მაკრატლები: სწორი, გახრილიდა ჯაგრისები დგამზე დაყრილი:ზოგი ფრჩხუილების, ზოგი კბილების,იქვეა რვალის წვრილი ქლიბებიც.რუსოს უკვირდა - როგორ გაბედა.მასთან (აღვნიშნავ გაკვრით, ზოგადად)ენაბასრ გიჟთან, დაუზოგავთანზვიადმა გრიმმა ფრჩხილის გაწმენდა.მცველი სიმართლის, თავისუფლებისსწორი არ იყო მაშინ სრულებით.
XXV
საქმიან კაცსაც შვენის, როდესაცარ ავიწყდება მოვლა ფრჩხილების,რად გვინდა კიცხვა ჩვენი დროისა?ჩვევებს მონურად ვემორჩილებით.ჩადაევს ჰგავდა ჩვენი ევგენიცდა მოშიშარი მწარე ენებისთავს აჩვენებდა ხალხს პედანტივით,როგორც ამბობენ - ხახვის ფრანტივით.იგი სამ საათს მაინც არსაითსარკეს, ტუალეტს არ სცილდებოდა,გამოსვლა გვიან ახსენდებოდა,თავქარიანი ვენერასავით;საოცრად ჰგავდა ქალღმერთს გამოცვლილსსამასკარადო ვაჟურ სამოსით.
XXVI
ბოლოდროინდელ მოდურ ჩაცმაზეთქვენს მწყურვალ მზერას რომ ვაჩერდები,სწავლულთ წინაშე გმირის ტანსაცმელსაღვწერდი კიდეც მთელი მშვენებით.შემწევდა ძალა, გაბედულება,მაგრამ რუსულში არ მეგულებაფრაკი, ჟილეტი და პანტალონი, 'არ გვაქვს სიტყვანი სხვა საბადლონი,ვხედავ და წრფელად გებოდიშებით,ენითაც ღარიბს ეს მენაღვლება -ლექსი არ მომდევს უფრო ნაკლებადაჭრელებული უცხო სიტყვებით;აკადემიურ სიტყვარს ადრევეთვალყური თუმცა დიდხანს ვადევნე.
XXVII
ახლა სხვა რამე მინდა ჩავითქვა:გვიჯობს ბალისკენ თუ ავჩქარდებით,ჩვენი ევგენი უკვე საითაცმიჰქრის იამსკის სწრაფი კარეტით.ბნელსახლებიან, მთვლემარ ქუჩაზეფარნები წყვილად კრთიან შუქსავსე,ერთურთს მიჯრილი კარეტებიდანცისარტყელები თოვლზე ბნდებიან.და გარეშემო სახლი ლამაზიშემოურკალავს მბრწყინავ კანდელეს.დიდი სარკმლების მიღმა ლანდებისმიმოსვლას აფენს ფართო დარბაზი,აჩენს პროფილებს ნაზ ქალებისასდა ახალზნიან კავალრებისას.
XXVIII
დაიძრა ჩვენი გმირის კარისკენ;შვეიცარს გასცდა თავმოწონებით,გრძელ მარმარილოს კიბეს აიფრენს,ისარზე სწრაფად, თმების სწორებით;შედის, დარბაზი სავსე დახვდება,უკვე დაღლილი უკრავს მუსიკაც,ხალხი ხმაურში როკავს მაზურკას,სიმჭიდროვეში ტყდება ტალღებად;მხედართ დეზების ისმის წკრიალი,ფრენენ ფეხები ლამაზმანების.მიისწრაფვიან მან ნაკვალევზეთვალები - მწველი ცეცხლით მზირალი;ქალთა ჩურჩულში ჭორად რაც თქმულა -ვიოლინოთა ხმაში ჩანთქმულა.
XXIX
ბალებს ვეტრფოდი გადარეული,ქცეული ლხენად და გატაცებად,მსგავსი ადგილი არსად მეგულვისსიტყვის, წერილის გადასაცემად.ო, მეუღლენო, პატივსაცემნო!თქვენი შველაა საქმე საჩემო;გთხოვთ შეისმინოთ შეგონებანი:გირჩევთ, ფრთხილობდეს ყველა თქვენგანი.დედიკოებო, თვალი ფხიზელიქალიშვილთაკენ გეპყრათ ყოველთვის,სწორედ გეკავოთ თქვენი ლორენტი!თორემ. . .ო, თორემ. . . ღმერთო გვიხსენი!ამას რატომ ვწერ, საკითხავია?არ შემიცოდავს კარგახანია.
XXX
ვაი რომ, დღეებს შეუბრალებლადლხინს და გართობას ვანაცვალედი,თუმცა, ზნე-წესთა შეუბღალველად,მეყვარებოდა ახლაც ბალები.ვუმხელ დამთხვეულ ყრმობას სიყვარულს,დიდ სიახლოვეს, ბრწყინვას, სიხარულს,და ლაზათიან ქალთა სამოსსაც;ვეთაყვანები ფეხეს საოცარს;თუმც მთელ რუსეთში ვერსად შეხვდებით,ვერ ნახავთ სამ წყვილს სწორ ფეხს ქალისას.ეჰ, მხოლოდ ერთმა გამიხალისადუნე სიცოცხლე თლილი ფეხებით.არდავიწყება მათი მაწვალებსდა სიზმარშიაც გულს მიფანცქვალებს.
XXXI
რა დრო, რა მხარე, ან რა უდაბნოგადაგავიწყებს შენსავ გადამრევს?ნაზო ფეხებო! რომელ უბადლოველის ყვევილებს თელავთ ნაადრევს?გასათუთებდათ აღმოსავლეთიდა ჩრდილოეთის თოვლში არც ერთინაფეხურიც კი არ დაგრჩენიათ,ლბილ ხალიჩებზე გავლა გჩვევიათდა ფიანდაზად მათი გაგება.თქვენს გამო მქონდა მივიწყებულიქების, დიდების ჟინი გრძნეული,ჩემი მამული, დატუსაღება?გაფრენილ იმ წლებს ვინღა შეჰყურებს,ვით ველზე წაშლილ თქვენს ნაფეხურებს.
XXXII
ო, მეგობრებო, მშვენიერიადიანას მკერდი, ღაწვნი ფლორასი,მარგამ რატომღაც მათ მირჩევნიათლილი ფეხები ტერფსიქორასი.მზერას წინასწარ იგი უბედბსზღაპრულ საჩუქარს ფასდაუდებელსდა სურვილების გუნდი თავნებამომხიბვლელთაკენ მიექანება.ჩემო ელვინა, ის მაქვს იმედადგრძელი სუფრის ქევშ და გაზაფხულისბიბინა ველზე ნაზად გართხმული,ზამთარში - ბუხრის თუჯის კიდესთნა,ძვირფას პარკეტის მბწყინავ სარკეზედა ზღვის ნაპირას, ფიქალ სალ კდეზე.
XXXIII
მახსოვს ზღვის ღელვა გაავდრებამდე;რარიგად მშურდა შმაგი ტალღების:ნეტავ მის ფერხთა ახლოს ვბედავდეგაწოლას ტრფობით და გალაღებით.რარიგ მეწადა ერთად შხეფებთანწარმტაც ფეხებზე ბაგის შეხება.არა, აროდეს, იმ ცხრა წუთებში,ჩემს დაუდუღარ სიჭაბუკეში,არ მსურვებია მსგავსი განცდებითარც ბაგეები ნორჩ არმიდების,არც მკერდი - სავსე კოცნის იმედითდა არც ვარდები მწველი ღაწვების,არა, ასეთი ღელვა ვნებათასულს არასოდეს არ მიბნევდავდა.
XXXIV
ვიხსენებ სულ სხვა დროი სიამეს!ზოგჯერ სანუკვარ, ტკბილ ოცნებებშიეგზომ ბედნიერ უზანგს ვაკავებ. . .და ვგრძნობ იმ ფეხის სითბოს ხელებში,ისევ დუღილმა წამოსახვისამ,ისევ შეხებამ ერტი ქალისამაღმიგზნო ჩამქრალ გულში ალმური,მასვა ვარამი და სიყვარული.მაგრამ მეყოფა ყველა ქედმაღლისქება და ყბედი ჩანგის ჟღერება,მათგან შთანაბერ წრფელ სიმღებადდა გატაცებად ერთიც არა ღირს.გრძნეულთა მზერა, სიტყვა, დასტურიმათ ფეხთა მსგავსად არის მაცდური.
XXXV
ევგენი რას იქმს? . . . ეტშლი მთვლემარესლოგინი ელის. ბალი დამთავრდადა სანკტ-პეტერბურგს მარად მღელვარესუკვე აღვიძებს დაფი დაფთადფთა.დგება ვაჭარი, მიდის ბაყალიც,მეეტლე ბირჟის გზით მიყანყალებს, 'ოხტელი ქალი ქოთნით იჩქარის,ფეხქვეშ უხვნეშის თოვლი ცისკარის,ისმი სიფხიზლის ხმები ხალასი,დარაბებს ხსნიან, კვამლი მილიდანლილისფერ სვეტად ამოლივლივდა.და გერმანელი ზუსტი ხაბაზი,რომ არ იცილებს ქუდს ქაღალდისას,ისევ აღებდა თავის "ვასისდას".
XXXVI
ბალის ხმაურით, ცეკვით დაღლილიდა შუაღამედ დილის მსწორებიიწვა საამო ჩრდილში ბალღივითპირმშო განცხრომის, ლაღი ცხოვრების.ნაშუადღევზე გაიღვიძებდა,იგი დილამდე ასე იწყებდაკვლავ ერთფეროვან და ჭრელ ცხოვრებას,დღეს გუშინდელის განმეორებას.მაგრამ ევგენის ანეტარებდათავისუფლებით დანამშვენებიწლები, ბრწყინვალე გამარჯვებები,ყოველდღიური დროის ტარება?მას ღრეობებში ეცნო ნასაციცდაუდევრობის და სიჯანსაღის?
XXXVII
არა: ვნებათგან ადრე განელდა,ადრე მოსძაგდა ქვეყნის გაგანი,ლამაზებს განა დიდხანს დანებდამისი ჩვეული ფიქრის საგანი.ბევრგზის ღალატმა დაამუნათა,მობეზრდა ძმობა ძველ მეგობართა,რადგან სუფრაზე თავგაბრუებულსცხელი ბივშტექსის და სტრასბურგულინამცხვრის შემდეგ ზოგჯერ უჭირდაშამპანიურის ბოთლის გამოცლადა პილპილიან სიტყვის გამოცრა,თუმც ფიცხი იყო, მკლავიც უჭრიდა.მაინც მობეზრდა ბოლოს ტიალიდუელი, ტყვია და ხმლის ტრიალი.
XXXVIII
ავადმყოფობის ერთი სახეა,რომლის მიზეზის უჭირთ მიგნეა,ინგლისელების სპილნს ეძახიან,რუსულად მოკლესდ "ხანდარ" იქნება.მას სენი იგი ნელა ადნობდა,და თავის მოკვლა, უფალს მადლობა,ვერ გადაწყვიტა და მოხუცივითცხოვრებისადმი გახდა გულცივი.Child -Harold-ის მსგავსად მიბნედილდა ფერმილეულ სტუმარს ქალებიცჭორებით, ცეკვით და ვერც თვალებისნაბვით და ოხვრით მოურიდებლითვეღარ ართობდნენ, სევდა დასჩემდა.ირგვლივ ვერაფერს ვეღარ ამჩნევდა.
XXXIX. XL. XLI. . . . . . . . .
XLII
თქვენც, მაღალი წრის ბანოვანებო!იგი ყველაზე ადრე მოგცილდათ;გითხრათ სიმართლე, ჩვენს დროს, საერთოდ,ეგზომ მაღალი ტონი მოსწყინდა;კიდევ ნახავ დიაცს მშვენიერს,სეის და ბენტამს რომ იშველიებს;მათი მსჯელობა თუმცა წრფელია,საერთოდ დიდი სისულელეა.რარიგ არიან უბიწოები,რა ჭკვიანები, რა დიადები,რა წმინდანები, რა ზვიადები,რარიგ ფრთხილები, რარიგ სწორები,რა მიუწვდომლად ჩანან კაცებთან,ნახავთ და სპლინი შემოგაწვებათ.
XL III
თქვენც, ახალგაზრდა ლამაზმანებო,გვიანღამ ეტლით გაფრენილებივინც ლაღობთ, ვისაც საასპარეზოდგაქვთ პეტერბურგის ქვაფენილები,ჩემმა ევგენიმ თქვენც მიგატოვათ,დასთმო მშფოთქვარე ლხენა, გართობა,შინ ჩაიკეტა დრონატარები,ხელი მოჰკიდა კალამს მთქნარებით,წერა ეწადა, მაგრამ ეძნელა,სძაგდა სირთულე, შრომა ალალი,ვერაფერს ქმნიდა მისი კალამიდა მათ ამქარში ვერ ჩაეწერა,რომელთა მიმარტ აბა რა მეთქმის,თანამზრაველნი ვართ ერთმანეთის.
XLIV
კვლავ უსაქმობა დასდევს ლანდივით,ატკივებული სულით იცლება,და ჯდება იგი - წფელი წადილითსხვათა აზრების სურს მითვისება.წიგნებს თაროზე აწყობს დასტებად,კითხულობს, კითხვით უქმად გაცდება:ზოგის მოსაწყენ ბოდვებს, სიცრუეს,ზოგის სინდისს და აზრს არ ირწმუნებს.ყველას თავისი სძლევს ბორკილები,სიძველეს ძალავს ძველთაძველობა;სიძველით ბოდავს დღევანდელობა;მან ქალებივით დათმო წიგნებიდა თაროს, მტვრიან ტომთა სამარეს,სამგლოვიარო თამთას აფარებს.
XLV
როს შევიცვალე წესი ცხოვრების,ფუსფუსი მისებრ როს აღვიკვეთე,დავუმეგობრდი მაშინ ონეგინს,მომწონდა მისი ბევრი სიკეთე:ოცნების მონაც ვცანი და მწამდა,უცნაურობით სხვას არ ბაძავდა,უჭრიდა მკაცრი, ცივი გონება;მე რაც მამღვრევდა - მას აღონებდა;ვნებათ თამაში ერთად მოვლიეთ,საწუთრომ ორთავ მწარდ გვაცხოვრა,ორთავეს სისხლმა გვიწყო დაცხრომადა დაგველოდა გესლი ორივესბრმა ფორტუნის და ადამიანთა,როდესაც ჩვენმა დილამ ინათა.
XLVI
ვინც სცნო საწუთრო, ის ვერ შეიძლებსადამიანთა არშეზარებას,ვინც განიცადა ისევ შეიგზნებსდაუბრუნებელ დღეთა ზმანებას.გრძნობა ხიბლისა აღარ ებადა,სძრავდა მას გველი გახსენებათა,გულს სინანულის კვნესა უღრღნიდადა ყოველივე ეს საუბრიდანგამოსჭვიოდა მთელი მშვენებით.ჯერ მიცბუნებდა მასთან კამათი,მერე მომნუსხა თავისთავადიმახვილი ენით, მჭევრმეტყველებით,ლაღ ხუმროაში გესლის გარევითდა ღვარძლიანი ეპიგრამებით.
XLVII
ხშირად, როდესაც ძალზე ნათელიდა გამჭირვალე ღამე ზაფხულისიდგა ნევაზე ათინათებით,როცა არ იყო გამოსახულიდიანა წყალის მცინარ მინაზე,ჩვენ ძველ რომანთა სითბო, სინაზეგვახსენდებოდ ტრფობად, წარსულად,ისევე ვთრთოდით ახალგაზრდულადმგრძნობიარენი და მოლხენილნი,სუნთქვა ღამისა ჩუმად გვატკბობდა,და ვით ტუსაღი სატუსაღოდანსიზმრად ხშირ ტყეში გადმოფრენილი,ოცნებით ასე ბევრჯერ ჩავეშვითჩვენი სიცოცხლის ლუჯრ სათავეში.
XL VIII
სასოწარკვეთით, შუაღამისასფიქალ გრანიტზე მკლავდაყრდნობილიიდგა ევგენი, როგორც თავისთავსერთი პიიტი ხატავს ცნობილი.ყრუ სიჩუმეში, მხოლოდ ხანდახანღამის გუშაგნი ერთურთს ხმამაღლაგადასძახოდნენ და შორს დღოშკებიცარღვევდნენ დუმილს დროგამოშვებით.ბაიდა ობლად, ნიჩბების რხევითმიუყვებოდა მთვლემარე ნევას,შორს იტაცებდა ჩვენს ყურთასმენასსალამურით და ლაღი სიმღერით. . .და მაინც ღამის ჰაგთა მოთავესვეტრფეთ ტორკვატოს ხმატკბილ ოქტავეს
XLIX
ადრიატიკა ცისფერტალღება,ო, ბრენტა! არა, გნახავთ როდისმედა შთაგონება კვლავ მეახლებაოდეს ჯადოსნურ თქვენ ხმას მოვისმენ.წმინდად რაცხს მოდგმა მას აპოლონის,ვუმადლი ამაყ ჩანგს ალბიონის,ის რო გამაცნო, ვით მსობლიური.და იტალიის ღამე ღვთიურიამავსებს ტრფობით, ამიხდენს სურვილს, -ნორჩ ვენეციელ ქალთან დავტკბები,მის ბაასს და მის დუმილს გვყვები,გავწევთ იდუმალ გონდოლის ცურვით:ამიმღერდება მისგან ბაგენიპეტრარკას ენით - ტრფობის ჰანგებით.
L
თავისუფლება არ მეღირსება?დროა მომხედო - მას ვეხვეწები;ფიქრით ხომალდთა აფრებს ვიზიდავ,დარს ველი, ზღვისპირ დავეხეტები.გრიგალმოსხმული, ტალღებსშებმული,ზღვის მებოძირში გადაშვებული;განავარდებას როსღა მოვასწრებ?როსღა გავშორდე ნაპირს მოსაწყენს,დავთმო სტიქია - ჩემი მოძულედა შუადღის ზღვის ფრონვით ვილაღო,ჩემი აფრიკის ცისქვეშ ვინაღვლორუსეთი - მრუმე მწუხრით მოცული,სადაც ვცან ტრფობა და სივაგლახე,სადაც ტანჯული გული დავმარხე.
LI
ეწადა ჩემთან ერთად ონეგინსნახვა, გაცნობა მრავალ ქვეყნისა,მაგრამ გაგვყარა ბედმა ტოლები.შეხვედრა დიდხანს აღარ გვეღირსა,მაშინ მოუკვდა მამა მშობელი,და მის გარშემო გაუძღომკელიმევახშეების შემოკრბა რაზმი,ყველამ გამოთქვა თავისი აზრი;ევგენი მათთან კი არ დაობდათავისი წილ-ხვედრის იყო ყაბული,დასთმო სამკვიდრო ადგილ-მამული,დანაკლისს დიდად ან არ დარდობდაან წინათგრძნობის ამცნეს წამებმამოხუცი ბიძის გარდაცვალება.
LII
და უცებ, მართლაც, ბიძის ამბავიმოურავისგან მოსდის ონეგინს,რომ ბერიკაცი წევს მომაკვდავი -ნატრული მასთან დამშვიდობების.გადაიკითხავს წერილს მწუხარესდა ჩემი გმირი ელვის უსწრაფესსაფოსტო ეტლით გაემგზავრება,წინასწარ თანგავს გზაზე მთქნარება.ფულის გულისთვის ელის დღეიდანოხვრა-კვნესანი, თვალთმაქცობანი,(რითაც დავიწყე ჩემი რომანი)მაგრამ სოფელში როცა შევიდა,მან მაგიდაზე ცხედარს ბიძისასდახედა, ვით ხარკს დედამიწისას.
LIII
მას სამზადისის დახვდ სახლკარი;ცხედრისკენ მძიმედ გამოემარტამტერ-მოყვრეთა მთელი ლაშქარი -ტრფიალი სხვათა განსვენებათა.როცა დაკრძალეს მიცვალებული,ხალხი სმა-ჭამას მიძალებულიდა მღვდლები ბოლოს ისე წამოდგნენთითქოს საქმეზე მიისწრაფოდნენ.ჩვენი ევგენი გახდა სოფლელი;ტყეთა, მიწათა, ტბათა, მინდორთასრული მფლობელი. ერტ დროს ვიდოდაამრევ და მფლანგველ კაცად ცნობილი,და სიხარულით იყო აღსავსე,ძველ გზას რომ სცლიდა სხვა რაღაცაზე.
LIV
ორ დღეს სიახლედ ეჩვენებოდამყუდრო მინდვრები ცვრით გალუმპული,მუხნარში გრილი მწუხარი ჩეროთადა ნაკადულის წყნარი ჟღურტული.მესამე დღესვე მთის და ჭალაკთანახვის სურვილი გაუჩანაგდა.მერე ძილს გვრიდა მათკენ მიხედვა,და ბოლოს იგი მწარედ მიხვდება:თუმცა აქ სევდის, მოწყენის გარდა,არც ქუჩებია, არც პალატები.არც ბანქო, არც ბალმასკარადები.არც ლექსებია და ძველი ხანდრადაჰყვება უკან ადევნებული.ვით ლანდი ანდა ცოლი ერთგული.
LV
დავბადებულვარ, რომ მშვიდ ცხოვრებას,სოფლის სიყუჩეს ვთვლიდე ედემად,სადაც ჩანგის ხმა უფრო ცხოვლდება,სიზმრებს მიცოცხლებს შემოქმედებად.ყოვლად უცოდველ მოცლას ვნებდები,უდაბურ ტბისპირ დავეხეტები,Far niente1 -ს კანონს კი არ ვივიწყებ,და ყოველ დილით მისთვის ვიღვიძებ,რომ ვიტკბო შვება, თავისუფლება.ცოტას ვკითხულობ - ძილი მინდება,არ ვდევ წარმავალ სახელ-დიდებას.და განა ასე სულ უზრუნველად,სულ უმოძრაოდ ჩრდილში შემდგარნიარ გაქრენ ჩემი დღენი ნეტარნი?
LVI
სულით მოგბარდით ტრფიალს, განცხრომას,სოფელს, ყვავილებს, მინდვრებს, ბაღნარებს!ჩემს და ონეგინს შორის სხვაობასროცა ამჩნევენ, მუდამ მახარებს,რომ არც მკითხვეილმა გესლის მთხეველმა,არც რომელიმე გამომცემელმაცილისმწამებელურ შედავებისას,ჩვენთან სახეთა შედარებისას,არა თქვას უღვთოდ და ირონიით,თითქოს ვჯღაბნიდე პორტრეტს საკუთარს.ვიმეორებდე პოეტს სანუკვარს,რომ გულგოროზი ბაირონივით,თითქოსდა ვერ ვწერთ სხვაზე პოემასდა ვხატავთ მხოლოდ ჩვენს პიროვნებას.
LVII
აქვე შევნიშნავ: ყველა პოეტიშორით ტრფიალის მეგობარია.ზოგჯერ საყვარელ საგანს ვპოვებდისიზმრად და მალულ შემომპარვიასულში იდუმალ სახედ წვეული.შემდეგ მუზისგან გაცოცხლებული.რა უზრუნველად ვწერდი ყველაზე:მთიელ ასულზე, ჩემს იდეალზე.სალგირისპირელ ტყედქმნილ ქალებზე.დღეს მოყვასთაგან ხშირად ჩამესმის:________1 უსაქმურობა
"ვისი მონა ხარ, ვისი ალერსის,შენი წუხილი ვისთვის გალექსეს?ეჭვიან ქალთა დუნგში რომელისცან ღირსად შენი საგალობელის?
LVIII
ზეშთაგონება ვინ აგიღელვამზერით და ნაზი მოალერსებით?ვის აღმერთებდი შენი ლექსებით?"ვის აღმერთებდი შენი ლქესებით?ო, მეგობრებო, არვის, ღმერთმანი!ტრფიალის შმაგი ვნებათკვეთანიგამომიცდია გაუხარებლად.ნეტარ არს იგი, ვინც უხამებდასიყვარულს რითმებს და გაიორამან სიყვარულის წმინდა ბოდვები;პეტრარკას კვალზე თავგამოდებითდაგვა გულისა გაიიოლა,და თან დიდება სცნო სასურველი;მე ტრფობით ვიყავ მუნჯი, სულელი.
LIX
ტრფიალი გაქრა, მუზა მოფრინდა,ბნელი გონება მისგან განათდა.მოცლილს თავშეყრა ისევ მომინდაგრძნეულ ბგერათა, ფიქრთა, განცდათა;ვწერ და არ გმინავს გული გვემული,შეწყვეტილ ლექსთან აზრდაბნეულიაღარ ახატავს წვერი კალმისაარც ფეხებს, აღარც სახეს ქალისას.და ვნაღვლობ, ვნაღვლობ ცრემლებგამშრალი;ჩამქრალი ფერფლი ვეღარ იალებს,მალე ნაკვალევს ნაქარიშხალევსსულმთლად წარიშლის სული მაშვრალი:მაშინ დავიწყებ დაუყოვნებლადოცდახუთ ჰანგად ახალ პოემას.
LX
ვიდრე გირს სახელს დავანათლავდიდა გეგმა ვაგე დამაფიქვრელი,ჩამოვათავე კიდეც მანამდეჩემი რომანის კარი პირველი.გადავიკითხე მკაცრად მაშინვე,მრავალი ნაკლი აღმოვაჩინე,მაგრამ სწორება არ მომესურვა.გავუსწორდები თვითონ ცენზურას;ჟურნალისტებსაც დარჩი საკვებად,ნაყოფო, ჩემო ნაღვაწ-ნაშრომო,გასწი ქმნილებავ, ახალნაშობო,ნევის ნაპირებს გაჰყევ საქებადდა მომიხვეჭე ღირსი დიდება;მითქმა-მოთქმა და ლანძვა გინება!
თ ა ვ ი მ ე ო რ ე
O rous!Hor.ო, სოფელო! . .ჰ ო რ ა ც ი უ ს ი (ლათ.).
I
ევგენის სადაც ლევდა მოწყენა,ულამაზესი გახლდათ სოფელი;ვინც უწყინარი ლხენის მოძმეაღმერთს იქ შესწიროს სამადლობელი.ბატონის სახლი განზე გამდგარი,რომ იფარავდა მთა ქარსაფარი,გადასცქეროდა მაღლით მდინარეს,ველებს ფესანგად ანაბრდღვიალებს.შორს ოქროსფერი ენთო ყანები,კრთოდნენ სოფლები და ფშან-მინდორთამწვანეზე ჯოგი ძოვით ვიდოდა,და ხშირი ჩრდილის შემომღამებიჩანდა ვერანი, ვრცელი ბაღნარი,მწუხარ დრიადთა თავშესაფარი.
II
ციხე-დარაზი პატივსადები,როგორც სჩვეოდათ ერთდროს შენება.მკვიდრად და დინჯად იყო ნაგები,ბრძნული სიძველის ეცხო მშვენება.სავანეები ერთობ მაღლები,სასტუმრო ატლასშემონავლები,ყველა კედელზე მეფე უფალი,ღუმელი ჭრელად ნაჩუქურთმალი.ეს ყოველივე უკვე დაძლევდა,არ ვიცი მაინც რისი ბრალია;და ჩემს მეგობარს, რაც მართალია. . .არ ეპიტნავა მათთან გაძლება.იგი მთქნარებით ერთად აავსებსძველსა და ახალ მოდის დარბაზებს.
III
მან ჭერად მისი ბინა ინება,სოფლად ცხოვრება ვინც გამოსცადა,ორმოც წელს ფარეშ ქალს აგინებდა,მზერდა სარკმელს და ბუზებს ხოცავდა.სადას და მუხის იატაკიანსოთახს, ბუმბულა დივანს, მაგიდასდა წყვილ კარადას, რაც თვალს ხვდებოდა,მელნის წინწკალიც არ შეხებოდა.ერთ კარადაში ხარჯის რვეული,სხვაში მან ნახა ბლომად სასმელი,სურები ვაშლის წვენით სავსენიდა კალენდარი რვაწლისეული:ბიძა ოჯახზე ზრუნვას გადაჰყვა,სხვა წიგნის აღარ სურდა დანახვა.
IV
მამულში მარტო რომ დაემკვიდრა,გართობის გარდა, რას დაგიდევდათ,და მან პირველად ეს მოიფიქრაახალი წესის დასამკვიდრებლად:ვით უდაბნოში ბერად შემდგარმაბრძენმა ძველი და მძიმე ბეგარაშესცვალა იოლ გადასახადით,ბედზე ალოცა მონა ღაღადით;სამაგიეროდ ის მტრად იხდიდაგულმწყრალ მეზობელს, ანგარიშიანს,ვინც მის საქციელს ავად ინიშნავს,ზოგმა მზაკვრულად ჩაიხითხიტა,და იგი ერთხმად, შეთანხმებულადჩასთვალსეს საშიშ შექანებულად.
V
ჯერ ხშირად ჰყავდა სახლში სტუმრები,მაგრამ შინაყმებს მისგან ებარათ,უკანა კართან მათ ჩვეულებრივდონური რაში რომ მოეგვარათ,რაწამს შარაზე დროგის ხმაურისხმას შეიცნობდნენ შორით მსახურნი, -ნაწყენი ასეთ შეურაცხყოფით,განზე გაუდგა ყველა ნაცნობი.- ვიღაც ბრიყვია, გადარეული,სულ წითელ ღვინოს სვამს ფარმაზონი,მარტო ჭიქაა მისი ამფსონი.ხელზე არ კოცნის ქალებს ველური;"დიახს" ვერ ამბობს "ხოს" იმეორებს.ერთხმად აღმოხდათ ყოფილ მეგობრებს.
VI
სწორედ იმ ხანად თავის სოფელშიეტლით მოჭენდა სხვა მებატონეც,და მისი ქცევაც სამეზობლოშიგანსჯის გარეშე არ მიატოვეს.ვლადიმირ ლენსკი მათთან სახლდება,გეტინგენელის სრლი სახება,ლამაზი, თითქმის დაკაცებული,პოეტი, კანტით გატაცებული.მან გერმანეთით, ნისლით ნაბურით,წამოიმძღვარა სიბრძნედ რუსეთშილაღად ოცნება, რწმენა, ნუგეში,სული ფიცხი და თან უცნაური,სიტყვა - მგზნებარე გულის ძახილიდა შავი თმები მხრებზე დაყრილი.
VII
საწუთროს ცივი, ბილწი შხამგესლითჯერ არ მოესწრო ყრმაკაცს დაზრობა,მოძმის სალამით, ასულთ ალერსითგაეთბო სულის ახალგაზრდობა.იყო სათუთი და გაუწვრთნელი,ასულდგმულებდა რწმენა გულწრფელი;ქევყნის ბრჭყვიალს და ხმაურს მონებდაჯერ კიდევ მრწემი მისი გონება.და დაეჭვებას გულის მომცარავსიქრობდა იგი ტკბილი ოცნებით,მისთვის მიზანი ჩვენი ცხოვრებისჰგავდა მიმზიდველ, რთულ ამოცანას,მისთვის იტეხდა თავს განსწავლული,და მით იეჭვა მან სასწაული.
VIII
მტკიცედ სჯეროდა, სულით ნათესავსშეიერთედა კეთილ სულივით,სწამდა - იწოდა წმინდა არსებამისი ყოველდღე ნახვის სურვილით.მისი ღირსების გამო ბორკილთადებას ირჩევდა გული ძმობილთა,არ შეკრთებოდა მათი მარჯვენაცილისმწამებლის მძიმე სასჯელად.სწამდა, რომ დგანან ხვედრით რჩეულნიადამიანთა წმინდა თავდებად,რომ მათი კერა, ვით უკვდავება,თვალისმომჭრელად გაჩაღებულისხივეს ოდესმე ჩვენც მოგვაშუქებსდა მთელ სამყაროს შვებას აჩუქებს.
IX
მას აღშფოთებამ და სიბრალულმა,სიკეთისადმი წმინდა ტრფიალმადა განდიდების ტანჯვამ სალბუნმასისხლი ადრევა აუჩქრიალა.ჩანგით მოხეტეს მაშინ ეღირსაცა გოეთესი და შილერისათავს დახურვოდა მათთან საერთო,სული პოეტურ ცეცხლით აენთოდა ხელოვნება სვებედნიერმაარ შეარცხვინა დიად მუზათა:შემოუნახავს ზვიადს უზღვავადმარად მაღალი განცდის სიმღერა.ძალა სპეტაკი ნატვრით ქროლებისდა ბრწყინვა ზვიად უბრალოების.
X
ტრფიალს უმღერდა ყმა სიყვარულისდა მისი ლექსი იყო ნათელი,როგორც ფიქრები სათნო ქალწულის,როგორც სიზმრების გზა ყრმობამდელი,როგორ მშვიდ ცაზე მთვარე ფერმკრთალიხვაშიადის და ოხვრის ღემრთქალი.უმღერდა იგი გაყრას ნაღვლიანს,რაღაც ბუნდოვანს, სივრცეს ჯანღიანს.რომანტიკული ვარდის ტრფიალიუმღერდა იგი ქვეყნებს შორეულს,სადაც ხანგრძლივად ცრემლეს მორეულსყრუ სიჩუმეში ღვრიტა მტირალი;სიცოცხლე მჭკნარად ესახებოდა,ოდეს თვრამეტი წლისა ხდებოდა.
XI
იმ უდაბნოში მარტო ონეგინსშეეძლო მისი ყადრი სცოდნოდა,ლენსკის ბუნება ახლო სოფლებისბატონთა სუფრებს ვერ ეწყობოდა.არ დარჩენილა მათთან საუბრად,ბრძნული ბაასი როცა გაუბამთთიბვაზე, მწევრთა სადგომ-ბაგებზე,ღვინოზე, ახლო ნათესავებზე.და, რა თქმა უნდა, მათი მსჯელობაარც პოეტური აზრით ცხოველით,არც ხელოვნებით ერთად ცხოვრების,არც სიმახვილით განირჩეოდა,მაგრამ ბაასში მათი ცოლებიიყვნენ მით უფრო საბრალოები.
XII
მდიდარ და ლამაზ ლენსკის იწვევდა,როგორც სასიძოს, ყველა ხალისით;სოფელი ადათს არ ივიწყებდა;ყველას ასული სწამდა თავისინახევრად რუს კაცს რომ გაჰყვებოდა;მისი შესვლისას ეხერხებოდათსიტყვის წარმართვა სულ სხვა რამეზე,ცალად ცხოვრების სივალალეზე:სუფრა უხმობდა მათ სამოვარით;დუნია როცა სასმისს უვსედა"მიჰხედე!" - ვიღაც ჩასჩურჩულებდა.ბოლოს გიტარას გასათხოვარიზედ დაჰკნავლებდა (ჰოი გამჩენო!):"წამოდი, ოქროს კოშკი გაჩვენო!. . ."
XIII
მაგრამ არ სურდა, ცხადზე ცხადია,ლენსკის ცოლქმრული ლაგმის მორგება,გულწრფელი გრძნობით მოიწადინამან ონეგინთან დამეგობრება.შეხვდნენ ერთმანეთს. ტალღა ტანისგან,ლექსის პროზისგან, ცეცხლი ყინვისგანარ იყო მათებრ განსხვავებულიდა ჯერ სხვაობის ზღვარგავლებულნი,ერთურთისათვის მოსაწყენები,ძლივს შეეთვისნენ, მერე ურყევად,განუშორებლად და განუყრელადდასეირნობდნენ ერთად ცხნებით:და ასე (ცოდვა ახლაც მანაღვლებს)ხალხს უსაქმობა აამხანაგებს.
XIV
ის მეგობრობა, რაც მათ გააჩნდათ,დავგმეთ ცრურწმენად, ძველ ჩვეულებად,ნულებად ვნათლავთ ყველას აშკარად,და მარტო ჩვენს თავს - ერთეულებად.თვალს ნაპოლეონს ყველა ვუსწორებთ, 'მილიონობით ორფეხს ვუწოდებთპირუტყვებს და ვთვლით ერთ იარაღად,დავცინით ნამდვილ გრძნობას ამაყად.ევგენი იყო ბევრზე ფაქიზი,თუმცა იცნობდა კაცთა სიავეს,ზიზღით უმზერდა ადამიანებს,მაგრამ (კანონს აქვს გამონაკლისი)იცოდა ზოგის ყარდი, ღირსებადა სხვისი გრძნობის პატივისცემა.
XV
ლენსკის უსმენდა იგი მღიმარი.მგოსნის მსჯელობა ალმოდებული,გონება ჯერ აზრდაუღვინარი,და მზერა მუდამ შთაგონებული -ონეგინისთვის იყო სიახლე;და არ უნდოდა მისი სილაღეპირსმომდგარ ცივი სიტყვით ჩაექრო.ფიქრობდა: ფუჭად რად ვაპაექრო,არ გავუმწარებ წუთს დალხინების;ჟამი მოუვა მას უჩემოდაც,ვიდრე ცოცალი არს, დაე სჯეროდესქვეყნიერების სრულყოფილების,შერჩეს, ყრმა ვიდრე დავაჟკაცდება,ყრმული ბოდვები და აღტაცება.
XVI
ცხარე კამათის გასაჩაღებლადმათ საფიქრალი ჰქონდეთ სამყოფი;ძველ ტომთა ზავი, გაჩანაგება,ღვარძლი, სიკეთე, ცოდნის ნაყოფი.ცრუ რწმენა ბნელი და ასწლოვანი,საბედისწერო სამაროვანისიდუმალება, ხვედრი, საწუთრო,არ ელეოდათ ზღვა სასაუბრო.პოეტი გზნებით, თავდავიწყებით,აზრში ურთავდა ზოგჯერ ვნებიანთავებს ჩრდილოურ პოემებიდან;ჩვენი ევგენი, მცოდნის ღირსებით,მის ნათქვამს თუმცა ცოტა უგებდა,ყურს მაინც მთელი გულით უგდებდა.
XVII
მაგრამ მწველ ვნებებს უფრო მონებდაგონება ორი მეუდაბნოვის.და ონეგინი მათ იგონებდანიშნად მშფოთვარე დღეთა გამოვლისუნებურ ოხვრით და დანანებით;ნეტარ არს, ვისაც მათი ალებისწვადა და ბოლოს გვიან გაშორდა;უნეტარეს არს, ვინც მათ არს სცნობდა,ვინც ანელებდა ცეცხლს განშორებით,მტრობას - ძაგებით, თან ამთქნარებდა -ცოლთან და თავის ამხანაგებთან,ეჭვი არ კლავდა აღმაშფოთებიდა კაპიტალი მამა-პაპათაბედოვლათურად არსად გაფანტა.
XVIII
როდესაც ალამს შევეფერებითკეთილგონივრულ დასვენებისას,როცა ჩაქრება ცეცხლის ალებიდა გაგვაცინებს გახსენებისასვნება-თავნება, ნაგრიგალევიდა მასზე ბჭობა ნაგვიანევი, -სიმშვიდეს ვპოვეთ ბევრის მომსწრენმა,ახლა ხანდახან გვიყვარს მოსმენა,მღელვარედ მეტყველ სხვათა განცდების,მაშინ გვერხევა გული დაცლილი.ის ხეიბარი ბერიკაცივით,ვინც ულვაშმწვანე ახალგაზრდებისმონათხრობს უსმენს პირდაბჩენილი,თავის ძველ ქოხში მწირად შთენილი.
XIX
მაგრამ მგზნებარე ახალგაზრდობაცვერასგზით შესძლებს რამის დამალვას,ტრფიალს, სიხარულს, დარდს, ავკაცობასუცებ გაამხელს, წამში დალალავს.ტრფობის ხეიბრად გადაქცეული,იჯდა ზვიადად თავაწეული,მშვიდად უსმენდა პოეტს ევგენი;ვით აღსარების მღაღადებელი.ჭაბუკი წრფელად და გულახდილადსხვას ახედებდა თავის ნამუსში,ევგენიმ მალე მის ნაამბობშიგრძნობათ სიუხვით იცნო ადვილადტრფობის ამბავი ახალგაზრდული,ჩვენთვის ძველი და ჟამგადასული.
XX
ეჰ, მას უყვარდა, რომლის შემცვლელიდღეს სიყვარული აღარსადაა,რომლის სამსხვერპლოდ ერთი შეშლილისულის პოეტი ახლაც მზადაა.ყველგან, მარადმჟამს ერთი ოცნება,ერთი სურვილის შესისხლხორცება,ერთი სჩვეოდა სევდა ყოველთვის.ვერც გამთოშავმა სუსხმა შორეთი,ვეერც უცხოეთის მშვენიერებამ,ვერც განშორების წლებმა ხანგრძლივმა,ვერც მუზებისთის დროის განწირვამ,ვერც ლხინმა და ვერც მეცნიერებამშესცვალა მისი მიუსაფარისული - სპეტაკი ცეცხლით გამთბარი.
XXI
ჯერ გულუნაღვლო, გამოუცდელიმოხიბლა იგი ოლგამ ყრმობისას,თან ახლდა ასულს სათნო, გულწრფელიმოწმე ბალღური ონავრობისას.მუხნარის ჩრდილში მასთან დარბოდა,მასთან ლაღობდა, დანავარდობდა,მათთვის მეზობლეს, მამებს ენებათმალე სწვეოდნენ ბედნიერებას.კდემამოსილი და სხივოსანიკრთოდა უღრანის წყნარ სავანეში,ჰყვაოდა ოლგა მშობლის თვალებში,ვით ხშირ ბალახში ნაზი სოსანიჩუმად, მალულად, შუქის მჩენელი,პეპლის და ფუტკრის შეუმჩნეველი.
XXII
პოეტს მან უძღვნა ყრმობის საამოპირველი სიზმრით აღფრთოვანება,მან შთააგონა მგოსნის სალამურსპირველი კვნესით ახმოვანება.და ჰა, ბავშვობის წყდება თამაში!შეუყვრდება ყრმას ხშირ ჭალაშიგანმარტოება და სიჩუმეშივარსვლავების და მთვარის ნუგეში.მთვარის, უსაზღვრო ზეცის კანდელისშუქს მივუძღვნით ღამის მრავალიგასეირნება და ის ალალიცრემლი - იდუმალ დარდის მფანტეველი. . .ახლა ჩვენს თვალში მთვარე რა არის?მხოლოდ შემცვლელი მკრთალი ფანარის.
XXIII
ამკობდა კდება და სათნოება,დილასებრ იყო სავსე ხალისით,გულღია, როგორც მგოსნის ცხოვრება,ვით სიყვარულის კოცნა ხალასი.ლაჟვარდისფერი ლურჯი თვალები,ხმა, სელისებრი ზილფ-დალალები,მიმოხვრა ტანის ჰარეოვანიამკობდა ოლგას, მაგრამ რომანიჯერ არ შექმნილი, მისი იერისქალი რომელმაც არ დაგვიხატა;მეც ის პორტრეტი ძლიერ მიყვარდა,მაგრამ, მკითხველო, იმ მშვენიერისვტოვებ მოსაწყენ დასურათებასდა ვუთმობ უფროს დას ყურადღებას.
XXIV
ერქვა მის უფროს დას ტატიანა. . .და ამ სახელით პირვესლ უხდებაჩემი რომანის ფურცლებს ფრიალას,როგორც მწადია ისე კურთხევა.რა უშავს? არის კეთილხმოვანი,მაგრამ მას, ვიცი, ერთვის ხსოვნანიშორი წარსულის ან სიქალწულის!უნდა გამოვტყდეთ, რომ დასაწუნიგვაქვს სახელებიც და გემოვნებაც,(ლექსები რაღა სახსენებია):ჯერ განათლება არ შეხებიაკვალდასამჩნევად ჩვენსავ გონებას,და მისგან დაგვრჩა ავად საცქერიპრანჭიაობა, - სხვა არაფერი.
XXV
ამრიგად, ერქვას მას ტატიანა,იგი რც წითელ ღაწვთა ხასხასით,არც სიხალისით იყო დისთანა,არ მოგტაცებდათ თვალს სილამაზით,მორცხვი, სევდასთან მარტოდ შთენილი,უტყვი, მშიშარა, მფრთხალი შველივით,მშობლიურ სახლშიც ფიქრად წასულიგეგონებოდათ სხვისი ასული.დედ-მამას ტკბილად ვერ უფერებდა;'არ გაჰყოლია ბავშვებს არასდროსარც სათამაშოდ, არც სანავარდოდ;ბავშვი ბავშვობას ვერ იფერებდა.და ხშირად ტოლებს გრიდებულისარკმელთან იჯდა გარინდებული.
XXVI
ფიქრიანობა მას აკვნიდანვეარ შორდებოდა, როგორც დობილი,სოფლის ცხოვრება უქმად მდინარეახლდა ოცნებით შემამკობელი.უფაქიზეს, ნასათუთევი,ნემსსშუჩვევი მისი თითებივერ აცოცხლებდა სახლში შრომისასტილოზე ნაყშებს აბრეშუმისას.ბავშვს მბრძანებლურინ ყათა ემჩნევა,როდესაც თავსი მორჩილ ტიკინასთამაშით აჩვევს ქცევებს რიგიანს,მაღალ წრის წესებს მასთან ეჩვევა,მას ზვიადურდ, ენაგაკრეფითასწავლის დედის ყველა გაკვეთის.
XXVII
მაგრამ ტანიას ბალღურ ასაკშიტიკინა ხელში არ ჰკავებიაარ უმართავდა ბაასს: ქალაქშირა მოდები და რა ამბებია.ბავშვურ ცეტობას ვეღარ უძლებდა;გაფაციცებით, ხარბად უსმენდასაშინელ ამბებს ღამით, ზამთარში,გული რჩებოდა ნათქვამ ზღაპარში. . .როცა ოლგასტან სოფლის ბავშვობასშეკრებდა ძიძა ფართო მდელოზე,იგი სტოვებდა ტოლ ანგელოზებს,დაჭერობანას არ თამაშობდა,თავს აბეზრებდა ბავშვს მხიარულიმათი ხმაურიდა ჟრიამული.
XXVIII
რარიგ უყვარდა მას აივანზემზის შეგებება აღმომავალის,როცა ფერმკრთალი დასალიერზეწყდება ფერხული ვარსკვლავ ამალის,როცა ნათელი ხმელეთს შემოსავს,ქარი გვაუწყებს დილის შემოსვლასდა დღე თანდათან დაიბადება.ზამთარში, როცა ჩრდილი ადგებანახევარსფეროს შავად ნაღვენთი,ქვეყნის ნაწილი თვლემს სიწყნარეშიდა ნისლმოხვეულ მთავარის არილშიისვენებს ზანტი აღმოსავლეთი.ჩვეულ დროს, ძილში უცებ კრთებოდა,იგი სანთლების შუქზე დგებოდა.
XXIX
ადრე იწონებს იგი რომანებსდა სხვას არაფერს აღარ ისურვებს,თავს შეაყვარებს, აღფთოვანებასრიჩარდსონის და რუსოს სიცრუეც,მამამისს კეთილს, სანთო გულისასდა მძევალს წარსულ საუკუნისას,წიგნეზე ცუდი არ დასცდენია,თუმცა დრო კითხვით არ გასცდენია,მათ სათამაშოდ თვლიდა ბავშვთათვისდა არც ეძებდა, თავის ქალიშვილსრა საიდუმლო ედო ბალიშქვეშმთვლემარე ტომი გარიჟრაჟამდის.ცოლი მეუღლეს სულაც არ ჰგავდა,რიჩარდსონისთვის ჭკუას კარგავდა.
XXX
შეჰყვარებია ქალს რიჩარდსონი,არა მისთვის რომ კითხვით გარჯილადა არა მისთვის, რომ გრანდისონირამე ღირსებით ლოვლასს არჩია,არა! მოსკოვის მკვიდრმა ალვინამ -თავადის ქალმა დეიდაშვილმამათი გარები ბევრჯერ გაბუქა,როცა ჯერ კიდევ ქმარი არ ერქვამის ძალად საქმქროს, როცა თავის დროსოხრავდა სხვაზე, როცა გონებადა გული მისი სხვას იწონებდა,შორით ეტრფოდა იგი გრანდისონს -გვარდიის სერჟანტს განთქმულს ფრანტობით,ბანქოს თამაშით, დარდიმანდობით.
XXXI
სატრფოს ბაძავდა მოდურ სამოსით,მუდამ მშვენივრად, კოხტად ჩაცმული,მაგრამ არც უთქვამს აზრი თავისი,დააქორწინეს ხვაზე ქალწული.მისი წუხილის განსაქარვებლადცოლითურთ მალე გამეგზავრებაჭკვიანი ქმარი თავის სოფელში,სადაც დასჩემდა ქალს უცნობებშიცხარე ქვითინი, მოთქმა პირველად,გაყრა არჩია მეუღლეობას,ბოლოს მიხედა მეურნეობას,შეჩვევით იგრზნო კმაყოფილება.ჩვენც ზენაარის მადლით შეგვრჩებაბედნიერების ნაცვლად - შეჩვევა.
XXXII
შეჩვევა - მისი სევდის მკურნალიმოურჩენელსაც შესძლებს მორჩენას,და დამშვიდდება ქალი სულ მალე,როცა მიაკვლევს დიდ აღმოჩენას:უსაქმობის და საქმის შუახანსცოლს რაღაც ფანდი გამოუნახავს,რითაც ესურვა ქმარზე ემეფადა აღისრულა, რაც მას ენება:სამუშაოებს მხნედ უძღვებოდა,ამარილებდა სოკოს ზამთრისთვის.თავს იცხელებდა ხარჯის დავთრისთვის,შაბათს აბანოს უნდა სწვეოდა,მოახლეთ სცემდა გაანჩხლებული,ქმრის უკითხავად განსჯას ჩვეული.
XXXIII
ნაზ ქალწულებთან ერთ დროს ჰქონიაალბომში სისხლით წერის უნარიდა პრასკოვიას ხმობდა პოლინადამღერებული ხმით მოუბარი. . .კორსეტსი იყო გამოკვართულიდა რუსულ H -ს მსგავსად ფრანგულიN-ის გამოთქმა ცხვირით ძალუძდა,მაგრამ სულ მალე ყადრი გაუწყდა:კორსეტს, თავადის ასულს ალინას.ალბომს, ვნებიან ლექსთა რვეულსაცივიწყებს იგი და ძველებურადისევ აკულკად ნათლავს სელინას,და ბოლოს, თუმცა დიდხანს ინახა,ჯუბა და ჩაჩი ძლივს განიახლა.
XXXIV
მაგრამ ქმარს ცოლი წრფელად უყვარდა,ქალს გასაქანი მისაც ხალვთი,მისი ყოველმხრივ სწამდა უნაღვლოდ,თვითონ ჭამა-სმად იჯდა ხალათით.სდევდა დინებას მშვიდი ცოვრებისდა ხშირად მათთან საღამოებიცუტარებიათ კეთილ მეზობლებს,ცერემონიას უჩვევ მეგობრებს;დარდს იქარვებდნენ, დროს აძაგებდნენ.სხვათა კილვაში და მასხრობაშივიდოდა ჟამი, ამსობაში,"ოლგა, დაადგი ჩაი", - ბრძანებდნენ,და ვახშმის შემდეგ, ძილნატრულებიგადაივლიდნენ ეზოს სტურები.
XXXV
წყნარი ცხოვრების გზაზე მშვენიერ 'წარსულის წესებს ვერ ელეოდნენ,ისინი ყოველ მსუყე ყველიერსრუსულ ბლინები ეგებებოდნენ;ყოველ წელს ორჯერ მარხვის ერთგულნისუფრულ სიმღერებს ცვლიდნენ ფერხულით,უყვარდათ მრგვალი საქანელები;და სამება დღეს მათსოფლელებიროცა უსმენდნენ წირვას მთქნარებით,ისინი სხივებს განთიადისასდააპკურებდნე სამ ცრემლს ფაქიზად;ბურახს ხაფავდნენ მსგავსად ჰაერის,და მოყვარულნი სტუმართ მიღებისკერძებს აწვდიდნენ ჩინის მიხედით.
XXXVI
სიბერეს ნახეს მათ ერთმანეთისდა ბოლოს ის დღეც დადგა რიგივით,ქმრის წინ გაიღო კარი შავეთის, 'იხილეს იგი ახალ გვირგვინით.მან სადილისწინ დასთმო ქვეყანადა მეზობლებთან ერთად შეყარაქალიშვილები, ცოლი ერთგული -ყველაზე წრფელად ატირებული.ბატონი იყო გულსმინდოილიდა სადაც მისი ნეშტი ისვნებს,საფლავის ძეგლი ასე იხსენებს:ამა ქვის ქვეშე, მწირი ცოდვილიმონა უფლისა და ბრიგადირიარს სასუფეველს დმიტრი ლარინი.
XXXVII
თავის მამულში დაბრუნებულივლადიმირ ლენსკი ძეგლს მეზობლისასმოინახულებს და უნებურიოხვრა დასცდება ნიშნად გლოვისა.დიდხანს უკვნესდა გული ტკივილით,ბოლოს Poor Yorick - თქვა სიმძიმილით,ბევრჯერ ვჭერივარ ხელში, როდესაცმის მკერდზე მედალს ოჩაკოვისსვათამაშებდი ბალღი პატარა;მე მიბედებდა ოლგას ნეტარი,მოვესწრებიო იმ დღეს ნეტავი?. . .და უწმინდესი სევსის ამარალენსკი იმავე წუთში ნაფიქრალსსაფლავის ქვაზე დასწერს მადრიგალს.
XXXVIII
და იგი იქვე ცრემლით დაღარულწარწერას უძღვნის დარდით აღსავსემშობლების სამარხს პატრიარქალურს. . .ვაჰ, რომ საწუთროს ნაკვალ-ნახნავზეწუთით იმკება ყველა თაობა,რომ იდუმალი გარდუვალობამათ ზრდას, მწიფობას, კვდომას აგვარებს,სხვები მისდევდნენ ძველთა ნაკვალევსდა ჩვენი მოდგმაც ქარიფანტიაიზრედება, ღელავს, დუღს და წრიალებს,კუბოსკენ ხიზნავს ცოცხალ წინაპრებს.მალე ჩვენი დროც მოვა, ცხადია.და შვილთაშვილთა დაიმედებითწუთისოფლიდან განვიდევნებით!
XXXIX
ჯერ რიგიანად, ტკბილად შეირგეთ,ძმებო, მსუბუქი ჩვენი ცხოვრება!არარაობა მისი შევიგნედა შეგუება მეუცხოება:ჩვენებებს ვდევნი თვალდახუჭული,მაგრამ იმედის შორი ჩურჩულიგულს მიფრთხიალებს ზოგჯერ უჩვევად.წუთისოფლიდან კვალდაუმჩნევლადწასვლაზე ფიქრი მავსებს ნაღველით.ვცოცხლობ, ვწერ განა განდიდებისთვის,მაგრამ მე ჩემი მწარე ხვედრისთვისმეწადა, ვგონებ, მეტი სახელი,რომ მხოლოდ ერთი ბგერა წარმტაციდამრჩეს ხსენებად, როგორც ძმაკაცი,
XL
ვიღაცას გულზე მაინც მოხვდებადა ქვეყანაზე ბედად შთენილი,ალბათ, ლეთეში არ აღმოჩნდებასტროფი ლექსისა ჩემი შექმნილი.ალბათ (იმედად ესეც ბევრია!),შემდეგ მოსული იტყვის ხევრია,შემყურე ჩემი ცნობილ პორტრეტის:ჰო, მაგრამ მადლი სცხია პოეტის!მიიღე ჩემის სამადლობელიტრფიალო წყნარი ანოიდების,ვის ხსოვნაშიაც ამოვიზრდებიჩემი ფრთამალი საგალობლებით,ვინც გადაუსვამს ხელს და დაიცავსგვირგვინებს ერთი ბერიკაცისას!
თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე
ქალწული იყო, შეყვარებული (ფრანგ.)
მ ა ლ ფი ლ ა ტ რ ი"საით? ჰო, რა ხართ, თქვენ პოეტებო!" -"ნახვამდის. დროა, წავალ, ონეგინ". -"არ გიჭერ, მაგრამ თქვი, სად გეძებო,სად გილხინდება საღამოები?""ლარინებთან ვარ". - "ძალზე კარგია,მაგრამ, გეთაყვა! მძიმე ხარკიაყველა საღამოს იქ დაღამება?" -"ოდნავაც არა" - "მიჭირს გაგება.აქედან მათკენ რომ ვიყურები,ცხადად ჩანს (გჯერა ჩემი ნათქვამი?)უბრალო რუსულ ოჯახთაგანი,სადაც ძალიან უყვართ სტუმრები,მურაბა, ბჭობა სოფლის ამბებზე,წვიმაზე, სელზე, ძროხების ბაკებზე. . ."
II
"ეგ ჯერ სიგლახედ არ მიმაჩნია" -"ძმაო, მოწყენა არის სიგლახე" -"შემძულდა თქვენი ხალხი მანჭია,შინაური წრის ვარ მეინახე.იქ შემიძლია. . ." - "ისევ ეკლოგა!უფალს გავედრებ, კარგი, გეყოფა!რა ვუყოთ, მიხვალ, გული მეწვება,მისმინე, ლენსკი, თუ შეგეძლებაშენი ფილიდა რომ ვინახულოთ,საგანი სენი ფიქრის, კალამის,ცრემლის, რითმების და სხვა მრავალი.მიმგვარე". - "ხუმრობ" - "არა, არ ვხუმრობ"."წავიდეთ" - "როდის? - "თუნდაც ახლავეჩვენი მიღება მათ გაახარებს.
III
გავწიოთ".ორნი ქროლვით ფიცხელითმიიჭრენ, სადაც ქეიფს გიძნელებსზოგჯერ უზომო გამასპინძლებითსტუმართმოყვრული ჩვენი სიძველე.იცავენ სუფრის ცნობილ ადათებს:დგამენ მურაბით სავსე ლამბაქებს,ტკბილს - გასანთულული, სავსე ხელადამოცვის ნაყინით შემოემატა.. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .
IV
ყველაზე მოკლე გზაზეც ძალუმადშინ მიაქროლებს ეტლი მეგობრებს,ახლა დავუგდოთ ყური მალულად,რას ეუბნება ერთი მეორეს:"რაო, ამთქნარებ უკვე, ონეგინ?""დამჩემდა, ლენსკი". "უფრო ღონდებიახლა, რატომღაც", - "ვარ სულ ერთგვარად,თუცა ველს ბინდი გადაეფარა;ჩქარა, ანდრუშკა, გასწი, მოკურცხლე!ეს ადგილები რა ვერანია!მართლაც უბრალო არის ლარინა,ძალზე კეთილი, კარგი მოხუცი,მაგრამ მაშინებს მოცვის ნაყენითარ შემეყაროს რამე საწყენი.
V
რომელი იყო იქ ტატიანა?" -"აი სწორედ ის, სევდით მოცული,დადუმებული, როგორც სვეტლანა,სარკმელთან დაჯდა გვიან მოსული" -"ნუთუ ორთაგან გიყვარს უმცროსი?" -"რაო?" - "მერჩივნა მასზე უფროსი,შენებრ მგოსნად მქნა, მისთვის ვილოცებ.აკლია ოლგას სახეს სიცოცხლე,ვით ვან-დეიკის ნახატ მადონებს:პირმრგვალი არის, ღაწფვებწითელი,ვით ეს უაზრო მთვარე ყვითელიამ სულელური ცის კაბადონზე".ჯერ პასუხობდ ლენსკი უნდილად,მერე მთელი გზა იქცა დუმილად.
VI
და ონეგინის სტუმრად მიღებამლარინებისას შექმნა საერთოდაუვიწყარი შთაბეჭდილება,სამეზობლოშიც ყველა გაერთო.ვარაუდს მოჰყვა ვარაუდები,ჩუმად მსჯელობდნე და გამუდმებითხუმრობდნენ, ბჭობდნენ ენითმცოდველნი,ვით ტატიანას ბედის მცნობელნი.ზოგი იძახდა არაეჭვებით,რომ ქორწინების საქმე მზადაა,მაგრამ გადასდეს, რადგან მზადაა,მათთვის ახალი მოდის ბეჭდები.ხოლო ხალხისგან ლენსკის ქორწილიადრევა იყო სვედალოცვილი.
VII
უსმენდა ამგვარ ჭორს ტატიანა,სწყინდა კიდევაც, მაგრამ ფარული,შეუცნობელი გრძნობა ეამა.ანაზდეული სცნო სიხარული.გაღვივდა ფიქრი გულსჩავარდნილი,დრო დადგა - მოჰყვა ტრფობა ნამდვილი,ასევე მარცვალს ხნულში ნასვენესგაზაფხულის მზე აღმოაცენებს.დიდი ხანია მის წარმოსახვას,რომ სწვავდა სევდა, ნნებიერება,საბედისწერო საზრდო ენება;და განიცდიდა განა ცოტახანსიგი სათუთი გულის გმინასაც.დიდხანს ელოდა სული. . . ვიღაცას.
VIII
და, ჰა, ეღირსა. . . თვალთ აეხილა,ქალწულს აღმოხდა: სწორედ ის არის!მაგრამ მის გულში დღეღამ ცეცხლიადა მარტოობის მწველი სიზმარიცმისით ევსება, მისთვის ღონდება,მისნური ძალით ის აგონდება;ბეზრდება ტკბილი სიტყვის ლამუნი,მზრუნველ მოახლის მზერა მალული,ნებდება ნაღველს, დარდით წამებას,სევდიანდება ნაზი ასული,სტუმრებს არ უსჯმენს ფიქრში წასულიდა სწყევლის იგი მათ მოცალობას,მათ მოულოდნელ, უცბად სტუმრობას,მათ ჩამოსხდომას უსასრულობას,
IX
კითხულობს ახლა რა გატაცებითიგი ტკბილ რომანს გამაბრუებელს,რა მომხიბლავად, რა დაწაფებითსვამს ტყუილს ლამაზს და მაცდუნებელს!ბედნიერ ძალით ლაღმა ოცნებამსული შთაბერა გასაცოცხლებლად -სიყვარულისთვის შექმნა ვოლმარი,მალეკ-ადელი და დე ლინერი,ვერტერი შმაგი, გაწამებული,და გრანდისონი, გმირი, რომელიცგახლავთ უბადლო,ძილის მომგვრელი, -ნაზ მეოცნებეს მათი კრებულიყველა ერთ სახედ ექცა მთლიანად,ერთ ონეგინში გაერთიანდა.
X
ქალიშვილს თავი შეყვარებულიმწერლების გმირად წარმოედგინა,მის სულთან იყვნენ შეხამრებულითვით იულია, კლარა, დელფინა.საშიში წიგნით ტყვედ ეხეტება,წიგნში დაეძებს, წიგნში შეხვდებათავის იდუმალ წვას და სურვილებს,გულის სისავსეს ნაყოფს უტკბილესს,ოხვრით და კვნესით თვისად მიითვლისსხვის აღტაცებას, სხვის აცრემლებასდა იზეპირებს შეუსვენებლადწრილს მისაწერს ძვირფას გამირთათვის. . .მაგრამ ის, გმირი მას ვინც ჰგონიანამდვილად განა გრანდისონია.
XI
ერთდროს მგზნებარე მგოსანს ემართა -მთავარი გმირი მისივ ქმნილებისმაღალფარდოვან ენით ეხატა,ვითარც ნიმუში სრულყოფილების.იგი ტრფიალის საგანს უბადლოსგვაცნობდა, როგორც დევნილს უმართლოდ.ჭკვიანად, სახესანდომიანად,სათუთი სულის ადამიანად.და უწმინდესი განცდით დაზაფრულსგმირს აღტაცება ძალას მატებდა,მუდამ მზად იყო თავდასადებად,და მუდამ ბოლო თავის დასასრულსბოროტს ხვდებოდა ხვედირ ძლეულის,კეთილს - გვირგვინი გამარჯვებულის.
XII
დღეს ბურუსშია ყველას გონება,ძილს გვგვრის მორალი და განცხომაშიბიწიერება გულს ეფონება,უფრო დიდ ზეიმს მართავს როანში.ბრიტანულ მუზის იგავ-ზღაპრებმაქალწულს დაუფრთხო ძილი-ზმანებადა ახლა მისგან კერპადხმობილიან ვამპირია გულჩათხრობილი,ან მელმონტია გზად მოწრიალე,ბრძენი ურია, ანდა კორსარიან ხვაშიადით სავსე სბოგარი.ლორდ ბაირონის ჟინი ბრწყინვალედრომანტიზმისვე ურვას მოასხამსთვით ეგოიზმის უსასობასაც.
XIII
ძმებო, რას ვპოვებთ აქ სასიკეთოს?ეგებ მიპირებს ზეცა მაღალი,რომ პოეტობა მთლად აღმიკვეთოს,სულს ჩამისახლოს ეშმა ახალი,და ფების ზავთთა არადჩამგდები,მდაბალ პროზამდე რომ დავმდაბლდები,ძველი ყაიდის რომანს ხალისითგანავრცობს დღეთა ჩემთა დაისი.არა მრისხანე საოცრებანიდა ავკაცობის ტანჯვა ფარული.მსურს სადად გამცნოთ ჟამგარდასულირუსული კერის გადმოცემანი,ჯადო-სიზმარი ძველთ სიყვარულისდა წეს-ადათნი ჩვენი წარსულის,
XIV
მამის ან მოხუც ბიძის ნაუბარსმოგვითხრობთ ახლა ერთობ უბრალოს,შვილებს შეხვედრის ადგილს დავუთქვამთ,სადაც ბერცაცხვეს წყარო უგალობს;აღვწერ ბედითი ეჭვის კირთებას,გაყრას, ცრემლიან მათ შერიგებას,ჯერ წავაჩხუბებ, ბოლოს წყვილებიშეერთდებიან დაქორწინებით.ისევ სიამით გამახსენდებამწველი სიტყვები ძველი ტრფიალის,მათ წარმოვთქვამდი გულის ფრიალით;უმშვენიერეს სატრფოს ფეხებთანუთქმელად ერთიც არ დამრჩენია,ახლა კი ყველას გადავჩვევივარ.
XV
შენსავით დამდის ცხარე ცრემლები,შენთან ვტირივა, ო, ტატიანა!შენივე ნებით, შენი სვე-ბედიხელ იპყრო ახლა მოდის ტირანმა.და განწირული, ჯერ იმედებისდამაბრმავებელ ძალით, ვედრებითუხმობ სიძნელით მოცულ განცხრომას,სოფლის სიამის ლამობ გაცნობას,შხამს სვამ ჯადოსნურს და გსიამოვნებს,ყველგან ოცნება დაგდეს ნებიერსდა წარმოდგენა ყველგან ბედნიერმასთან შეხვედრი ადგილს გაგონებს;ყველგან ის ჩნდება შენთან უცვლელად,საბედისწერო შემაცდუნებლად.
XVI
ტრფიალის სევდა ძრავს ტატიანას,და სადარდობლად ბაში შესულმაუცებ დახარა თვალნი მტირალმა,ნაბიჯის წადგა აღარ ესურვა.მკერდი აზიდა - ნაღვლით აღევსო,ღაწვნი უეცარ ალით აღეგზნო,სმენა დაეხშო, თვალთ გაუბრწყინდა,სუთქვაშეკრული ღამეს უცდიდა. . .ღამეც დადგება, მთვარე გაჰყვებაცის დასალიერს, როგორც ებგური,და ბნელ ბაღნარსი გახელებულიბულბულის ლაღი სტვენა ჩაღდება,ტატიანასაც ძილი უკრთებადა ძიძას ჩუმად ესაუბრება:
XVII
"არ მეძინება: ოჰ, რა ღამეა,მცხელა, გააღე, ძიძა, სარკმელი.გვერდზე მომიჯექ". - "რა გჭირს, ტანია?""წარსულზე თქვი რამ დარდის წამგვრელი" -"რა ვთქვა, გეთაყვა? ძველთა ნათქვამიბევრი მახსოვდა ტყუილ-მართალი,ამბებს ვყვებოდი ხან ავსულებზე,ხან ალქაჯებზე და ქალწულებზე;რაიც ვიცოდი, წარსულს მივანდე,ახლა რას ვხედავ, გარდა სიბნელისდა ჩემი ჯერი სადღაც მიმელის,დაჩაჩანაკდი". . . - "ძიძა, მიამბე,თქვენდროინდელი, ძველი რაც არის:მაშინ ტრფიალით იყავ დამწვარი?"
XVIII
"რა თქვი, ტანია, რას გავბედავდითიმ დროს ტრფიალის წამით ხსენებას;რომ გაეგონა საწყალ დედამთილს,წუთისოფლიდან გამაძევებდა". -"ვით მოხდა შენი დაქორწინება?" -"უფალმა, ალბათ, ასე ინება.ვანია იყო ჩემზე პატარა,მე კი - ცამეტი წლის კაფანდარა.ორ კვირას ვლიდა ჩვენთან მაშვალი,ბოლოს საშველი როცა არ მოგვცაჯვარდასაწერად მამამ დამლოცა.ცხარედ ვტიროდი შიშით გამშრალი,ჩამომიშალეს ბავშვ ნაწნავებიდა საგალობლით საყდარს წავედით.
XIX
და აი, უცხო ოჯახს მიმგვარეს. . .გატყობ, მოსმენა აღარ გწადია. . ." -"ოხ, კარგო, ვარამს რა განმიქარვებს,გული მელევა, ჩემო გადია.ქვითინი მინდა, მზად ვარ სატირლად"."ავად ხარ, ჩემო ბალღო, ნამდვილად.ღმერთო, მოხედე და შეივრდომე.რა გინდა შვილო? რამე ინდომე. . .კარგია წმინდა წყალის პკურება,ერთიან იწვი. . ." "არ ვარ სნეული,ჩემო ძიძა, ვარ. . . შეყვარებული" -"ღმერთმა გარიდოს უბედურება!" -გამდელი მის წინ იქცა ღაღადადდა მიმჭკნარ ხელით პირჯვარს სახავდა.
XX
"მიყვარს", - კვლავ ესმის ძიძას ჩურჩულიდა თვალნი ასულს ცრემლით აღევსნენ."ჩემო ნუგეშო, გთანგავს უჟმრუი". -"შეყვრებული ვარ და დამეხსენ".ამ საუბრისას დისკო მთვარისააღვრიდა მიმკრთალ ნათელს ქარვისასნაზ ტატიანას ფერმკრთალ მშვენებას,მხრებზე ჩამოშლილ თმების ჩქერებსაცწვეთებს ცრემლისას და სკამ-სავარძელსდა იმ ყმაწვილი ქალის პირდაპირჭაღაროსანი, თავსაფრიანიბებრის დაბამბულ და გრძელ ტანსაცმელს;ყოვილმომცველი თვლემდა სიწყნარეშთამაგონებელ მთვარის წინარე.
XXI
და ტატიანა მთვრის ცქრისასგულსმინდობილი ცხრა მთას გადევლო. . .უეცრად, აზრის გაელვებისას,იტყვის: "დამტოვე მარტო, გამდელო.მაგიდა ახლოს მოდგა წასვლამდის,მომეც კალამი, სუფთა ქაღალდიც.მალე დავწვები. ახლა ნახვამდის".და, ჰა, მარტოკა მთვარე დაჰნათი. . .წერს მაგიდაზე მკლავდაბჯენილი,თავს დასტრიალებს ფიქრით ონეგინს,ქალწულურ ტრფობის უმანკოებითნაუცბათევი სუთქავს წერილი.კეცავს, ბარათი უკვე მზადაა.თქვი, კარგო! ვისდა ალერსადაა?
XXII
ვიცნობდი ტურფებს - ხელუკარებლებს,ცივებს, ვით ზამთარს, და უბიწოებს.უანგროებს, შეუბრალებლებს,ჩვენი გონების თვალმიუწვდომლებს.მათი მოდური უხიაკობადა ბუნებრივი გულღიაობაკიდეც მაფრთხობდა, გამოგიტყდებით,მათ შუბლზე შიშისმგვრელი სიტყვებითჯოჯოხეთური დამღა მაკრთობდა:"სამარადისო დასთმე იმედი".სიყვარულს გმობდნენ ავბედითები,შვებას მატებდათ ხალხის დაფრთხობა.ნევის ნაპირას მათი მსგავსები,ალბატ, გინახავთ თქვენც ლამაზები.
XXIII
პირმშვენიერთა თაყვანისმცემელთწრეშიც ვხდებოდი ქალებს უცნაურს, -თავმოწონებით, ცივად ისმენდნენვნებიან ოხვრას და ქათინაურს.და რა შევნიშნე მათ გაოცებით?ისინი გულგრილ, მკაცრი მოქცევითჯერ აშინებდნენ სათუთ სიყვრულს,მერე, თითქოსდა გრძნობდნენ სინანულს,ხმაგანაზებით, ლამაზ სიტყვებითშეეძლოთ გულის მონადირება,მოჩვენებითი მონანიება.და ყრმა მიჯნური თავდავიწყებით,ბრმად აყოლილი მათ სათნოებასმისდევდა წარმტაც ამაოებას.
XXIV
რა არის ცოდვა ტატიანასი?ის, რომ არაა ტყუილს ჩვეულიმისი ბუნება ნაღდი, ხალასიდა სწამს ოცნებით გულის რჩეული?რომ ფანდს ვითარსი სიყვარულისასარ ცნობს, მორჩილად მისდევს გულისხმას,რომ არის იგი ასე მიმნდობი,ღვთისგან აღსავსე მიამიტობით,წარმოსახვათა ამძვინვარებით,გონებისა და ნების სილაღით,თავისებური აზრის სიახლით,სულის სინაზით და მგზნებარებით?მას განუსჯელი ეს აღტყინებანუთუ არც თქვენგან ეპატიება?
XXV
კეკლუცი ქალი განსჯის გულცივად,წრფელია ტრფობა ტატიანასიდა მინდობია უხმოდ, უძალოდსიყვარულს, როგორც ბავშვი ხალასი.იგი არასდროს იყტვის: გადავდოთ,სიყვარულს მეტი ფასი დავადოთ,ხლართში რომ უფრო ნაღდად გაებას,ჯერ გავუკენწლავთ თავმოყვარებასიმედით, მერე სასოწარკვეთითგულზე წამებად აღვებეჭდებით,კვლავ გავაცოცხლებთ ამოდ ნათენთიდა ბორკილების მონა მზაკვრიგამოსასხლტომად მუდამ მზად არი.
XXVI
სხვა სიძნელეთაც ვხედავ წინასწარ:ქვეყნის ღირსება დაუმცირებლადუნდა დავიცვა და ტატიანასწერილი ვთარგმნო აუცილებლად.რუსულის ცუდად მცოდნე ქალიშვილსარც ჩაუხედავს ჩვენს ჟურნალებში,ძალზე უჭირდა მას წინაპართაენაზე სწორად აზრის გამართვა.დიახ, ფრანგულად წერდა ტანია. . .რა ვქნა! გახსენებთ კვლავ დანანებით:ჯერაც რუსულად ტრფობა დამებისარ გამოთქმულა, რაც მართალია. . .ჯერ სიზვიადე ჩვენი ენისასაფოსტო პროზას ვერ შეეთვისა.
XXVII
ვიცი: ბანოვანთ ძალით აჩვევენრუსულად კითხვას. აი საშველი!მაგრა ვინაა მათში, მაჩვენეთ,"Благонамеренный-ს" გამშლელი.ჩემო მგოსნებო! დამემოწმებით:ხომ მართალია, თქვენი ოცნებისსაგანთ შესწირეთ ჩუმად ოდები,რომ წაგეშალათ ლექსით ცოდვები.მათ მიუძღვენით გული სამადლოდ,მათგან მსჯელობდა ყველა რუსულად,მაგრამ რა ტანჯვით, რა უსუსურადამახინჯებდნენ ენას საამოდ,და უცხო ენა მათდა ბაგეთგანმშობლიურ ენად არ გადაკეთდა?
XXVIII
ღმერთს ვთხოვ, ბალზე ან ხალხის დაშლისასჩემთან შეხვედრა არ გაეფიქროსსემინარიელს ყვითელშალიანსან თალფაქიან აკადემიკოსს.როგორც ლალისფერ ბაგეთ - უღიმართ,მე გრამატიკის წესდაურღვევლადარ ავირჩევდი რუსულს ტრფიალადდა შეიძლება ჩემდა ტიალადახალთაობის ლამაზმანებმაც -ჟურნალთ მუდარის ხმა შეიწყალონ,რომ გრამატიკა მათგან ვისწავლოთ;ლექსმა ივარგოს გასახმარებლად.მე კი. . . მე აბა რა მენაღვლება?მე და. . . წარსულზე ხელის აღება?!
XXIX
სიტყვა უსწორო, გაუმართავიდა დაუდევრად ატიკტიკებაუწინდებური გულის ფართქალითმკერდში წარსულად ამიტირდება.მონანიებით ვერ ვიღაღადებ, -გალიციზმებსაც ვერ ვუღალატებ,ყმაწვილურ ცოდვებს ვერ გავექცევით,ვერც ბოგდანოვიჩს - ტავის ლექსებით.მაგრამ დამაცათ, ჯერ სათარგმნელადჩემი ლამაზის მელის უსტარი,პირობა დავდე, ახლა უარიმზადა მაქვს სიტყვის გადასათქმელად.ვიცი: კალამი ნაზი პარნისაახალმა მოდამ იუკადრისა.
XXX
ლხინის და სევდის მგოსნად ცნობილო,ახლოს რომ მყავდა დღეს სანუკვარი,შეგაწუხებდი, ჩემო ძმობილო,მოურიდებელ ხვეწნა-მუდარით.ეგებ შეგეწყო ჰანგი გრძნეულივნებათაღელვად გადაქცეულიქალწულის უცხო ენით ვალალთან.სადა ხარ? მოდი მინდა სალამთანერთად გამდმოგცე ცემი უფლება. . .მაგრამ მწუხარე კლდეებს ეულიუმზერს შექებას გადაჩვეული,თავზე ფინეთის ცა ექუფრება,დაეხეტება, და მის დაღვრემილსულს არ ჩაესმის ჩემი ნაღველი.
XXXI
ხელთ მაქვს წერილი ტატიანასი;ვივალე მისი წმინდად შენახვა,ვკითხულობ მალულ დარდით აღსავსედა გადაკითხვა მინდა ხელახლა.მან ეს სინაზე ვიშ შეითვისაან ეს სილაღე ზარიფ სიტყვისა?ვინ შთაუნერგა როტვა საამო,გულსი ღაღადი შეუსაბამო -ეგზომ წარმტაცი და უკუღმართი?ვერ გამიგია, მაგრამ მთავრდებასუსტ და არასრულ ნათარგმანებადფერმკრთალი ასლი ცოცხალ სურათის,ამ მფრთხალ მოწაფე ქალთ დაკარგულიფრეიშიცივით ხმადაკარგული.
ტატიანას წერილი ონეგინს
წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?სხვა რა სათქმელი მრჩება საშველად?ახლა კი ვიცი, ნება გეძლევათ -ზიზღი მოიღოთ ჩემს დასასჯელად.მაგრამ თუ წამლად მოგეძევებათსულ მცირე ცვარიც სიბრალულისა,არ მიმატოვებთ ბედშავს უღირსად.თავიდან ჩუმად მოცდა მეწადა;მერწმუნეთ: ჩემს წვას კდემა-რიდებითთქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებდით,იმედის სითბო რომ განმეცადა,თუნდაც კვირაში ერთხელ, ხანდახან,მრგებოდა ჩვენსას თქვენი დანახვა.მხოლოდ მესმინა თქვენი სიტყვები,მეც მეთქვა რამე, მერე დღედაღამკვლავ შეხვედრამდე ერთზე მენაღვლა,ერთზე მეფიქრა თავდავიწყებით.მაგრამ შევიტყე: არვის კადრულობთ,გთანგავთ სოფელი სევდის მომგვრელი.ჩვენ კი. . . ჩვენ რა გვაქვს სასიქადულო,და მაინც წრფელი გულის მოგელით.მაშინ რად, რისთვის შემოგვიარეთ?ყრუდ და ტიალად შთენილ სოფელშიარ ვიგემებდით ტანჯვის სიმწარეს,არ მეცნობოდით ჩემს სიცოცხლეში,სული, უჩვევად რომ მაწრიალებს,დამშვიდდებოდა (მაგრამ ვინ იცის?. . .)ალბათ, ვპოვებდი გულის მეგობარს,შევძლედი ნამვილ მეუღლეობას,გავწევდი დედის ამაგს შვილისთვის.სხვა ვინმე!. . . არა, მთელს დუნიაზეგულს ვერავისით ვერ აღვივსებდი,უზენაესთან ასე იაზრეს. . .შენი საბედო მე ვარ ღვთის ნებით.სიცოცხლე ჩემი ექცა საწინდრადჩვენს სწორ პაემანს და მწამს მარადის,განგებამ ჩემთვის ამოგაბრწყინა,რომ მიმფარველო კუბოს კარამდის.მომვლინებიხარ ბევრჯერ სიზმარში,უკვე გეტრფოდი ჯერაც უხილავს,ვიწამე შენი მზერა წუხილად,შენი ხმა ჟღერდა სულის სიღრმეში.ადრე. . . არ იყო, არა, სიზმარი!. . .შინ შემოსვლისას გიცანი უმალვე,დავბნდი, მომენტო ალი მხურვალედა გაილევა ფირმა: ის არის!ხომ მართალია? შენ სიჩუმეშიგისმენდი ცხადად, განა ოცნებით.ოდეს ვზრუნავდი ღარიბთ ნუგეშიან ათრთოლებულ გულს საგულეშიროს ვაბუდებდი ტკბილი ლოცვებით.და სწორედ იმ დროს, ვით აცხადება,შენ არ იყავი, ძვირფას ზმანებადმჭირვალე ბინდში რომ ჩამოეშვი?. . .ჩემს სასთუმალთან შესდექ უჩუმრად,შენგან არ მესმის ტრფობის ჩურჩულადგამხარებელი სიტყვა ნუგეშის?ვინც ხარ, მზაკვარი და სათაელი,თუ ანგელოზი ჩემი მფარველი:გახსენ ეჭვები გადაკვანძული.ეგებ არაფრად ჩასაგდებიასულის ცდუნება ახალგაზრდული!და სხვა წილხვედრი გამმზადებია. . .რაც მოხდა, მოხდა. ერთი იმედითამიერიდან ჩემს ბედს გაბარებ.შენთან მუდარის ცრემლად ვიღვრები,მფარველის ფრთებსაც სენ დამაფარებ.წარმოიდგინე: მარტოდ დარცენილსგონება მერთმის და მებანგება,არავის ძალუძს ჩემი გაგებადა ჩუმად სიკვდილს ვერ გადავრჩები.შენ გიცდი: მხოლოდ ერთი დახედვითგამიცოცხლებდე ჩამქრალ იმედებს,ან მძიმე სიზმარს გადამიკვეთდე,ვაგლახ, საკადრის წამოძახებით.ვამთავრებ! ვშიშობ კვლავ გადაკითხვას. . .სირცხვილით ვიწვი და ვიდაგები. . .მაგრამ თქვენს სინდისს ვენდე განმკითხავს,და ის იქნება ჩემი თავდები. . .
XXXII
ხან გმინავს და ხან ოხრავს უჩვევად,უთრთის ტანიას ხელში წერილი.სიმხურვალისგან პირი უშრება, -ენა ვარდისფრად აქვს შეფერილი.გვერდზე დახარა თავი უძლურად,სიფრი პერანგი ჩამოუცურდაუმშვენიერეს მხრებზე ქალიშვილს. . .ჰა, ქრება მთვარის შუქი და ნისლშიველი თანდათან სახიერედება,ვერცხლისფერდება შორს ნაკადულიდა სალამურის ჰაგნი გაბმულისოფლის მაღვიძრად ახმიერდება.ყველა ამდგარა დიდი ხანია,ტატიანასთვის დილაც ღამეა.
XXXIII
ვეღარ შეხედა შუქს განთიადის,ზის თავდახრილი და დაქანცული,თავისი ბეჭდით ჩუქურთმიანითჯერ არ აწვება ბარათს ქალწული.ამდროს კარები ფრთხილად იღებადა თმაჭაღარა ფილიპიევნაასულს ლანგარით ჩაის მიართმევს."ადექი, ჩემო თვალის სინათლევ:უკვე მზადა ხარ, ჩემო ხატებავ!ჩიტი ბუდიდან უცბად ფრინდება!გუშინ შემზარა შემოღამებამ!ახლა უკეთ ხარ. უფალს დიდება!ვერ გამჩნევ ღამის სევდის ნასახსაც,ყაყაჩოსფერი გშვენის ხასხასა".
XXXIV
"ოჰ დამდე ვალი, ჩემო გადია. . ." -"ბრძანე, ჭირიმე, თქვი სათხოვარი" -"ნუ ფიქრობ. . . თითქოს ეჭვი. ნამდვილად . . .ხომ ხედავ. . ოჰ! არ. . მითხრა უარი"."ღმერთი გიშველის კეთილ ქალიშვილს"."მაშ ასე, ჩუმად, შენი ბადიშისხელით გაგზავნე ესე უსტარი,ო. . . ნთან. . . მეზობლად . . . თან დაუბარეარსად წამოსცდეს რამე ზედმეტი,არსად მახსენოს, არ გამამხილოს"."ვისთან გავგზვნო, ჩემო გაზრდილო?არა მესმის რა, გამოვჩერჩეტდი.გარშემო ბევრი მეზობელია,მათი ჩამოთვლაც ეგზომ ძნელია. . ." -
XXXV
"რა მიუმხვდარი რამ ხარ, გადია!" -"ჩემო კეთილო, ჟამით დაღლილიდავბერდი, თავი აღარ მაბია,ერთდროს მიჭირდა აზრი მახვილი,ერთდროს ბატონის ძალა-უფლებით. . ."ოჰ, ძიძა, ძიძა, რას მეუბნები?რა მეკითხება შენი გონების?წერილს მივაწვდით დღესვე ონეგინს?""ჰო, ეგრე გეთქვა, რად გამაწვალე.უგონო ბებერს ნუ მიცხარდები,ვეღარ გაგიგე გულის ნადები.ისევ გაფითრდი, შენ გენაცვალე?""არაფერი მჭირს, ძიძა, საშიში.ოღონდ, გაგზავნე შენი ბადიში".
XXXVI
დღე გადის. ელის პასუხს ქალწული,მეორე დღესაც უცდის ბოლომდის,ლანდადქცეული, დილით ჩაცმულიწუხს ტატიანა, უძლეს მოლოდინს.ხვდებიან ოლგას თაყვანისმცემელს:"თქვენი მოყვასი აღარ გვიხსენებს,არც დღეს გვესტურმა, ალბათ გვემდურის?" -დიასახლისმა თქვა საყვედურით.შეცბა, ათრთოლდა მთლად ტატიანა."იგი დღეისთვის მოსვლას შემპირდა, -გაეპასუხა ლენსკი შეკითხვას, -და ალბათ ფოსტამ დააგვიანა".ტანიას თვალნი ძირს დაეხრება,თითქოს ჩაესმის კიცხვა-ყვედრება.
XXXVII
ბინდდება. უსმენს სუფრა საღამოსსამოვრის შიშინს, ზედ რომ ცხელდებაჩინურ ჩაიდნით ჩაი საამოდა ქვეშ ბოლქვებად ორთქლი ედება.მუქი ჭავლისფრად გადმონასხური,ფინჯნებში ოლგას ხელით ჩასხმულისურნელოვანი ჩაი ქაფქაფებს,ბიჭი ნაღბიანს აწვდით ლამბაქებს.დგას ტატიანა განზე - სარკმელთან,ცივ მინას ორთქლავს თბილი ნასუნთქით,და მერე იგი - თითებსათუთიშენისლულ შუშას ხაზავს რკალებად,ბოლოს ფიქრიან მზერას მოავლებსთავის სანუკვარ ვენზელს ო-ს და ე-ს
XXXVIII
მას უკვნესოდა სული მაშინაც,უვსებდა დაღლილ თვალებს ცრემლები,უცებ თქარუნის ხმამ შეაშინა,იქვე, ეზოსთან შედგნენ ცხენები.ევგენი მოდის. "ახ"! - და იმწამსვეჩრდილზე მსუბუქად დახტა წინკარზე,იქიდან იგი ბაღში მოხვდება;მიჰქრის, აშინებს უკან მოხედვა.შემოუფრინა გარს ტატიანამტბას, კორდს, ბოგირებს, კორომს, გუბიანს,ყვავილნარს გულზე გადაურბინა,იასამანმა გაატიალა.და ნაკადული სადაც ეგულვის,იქვე, ზედ სკამზე სუნთქვაშეკრულიXXXIX
დაეცა. . .- "ჩვენთვან არის . . . ევგენი!ო, ღმერთო, ნეტავ რა განუზრახავს?" -და გული სავსე სიმწრით, გვემებით,იმედის მღვრიე სიზმარს უნახავს.ქშენს, ტანში ზარავს სიცხით ალეწილს,უცდის, ის ნახავს? მაგრამ არ ესმის.ბაღში ბუჩქების კვალს მიჰყვებოდნენ,კენკრას კრეფდნენ და ძალით მღეროდნენმოახლეები (ბრძანეს ზემოდან,რომ საბატონო ბაღში კრეფისასმათს ცბიერ ტუჩებს ჭამა კენკრისაჩუმად, მალულად არ შესძლებოდათდასაქმებულებს ძალად გალობით:სოფლურ ანგლობის დიდი წყალობით!)
ქალიშვილთა სიმღერა
ხათუნებო, ტურფებო,დაქალებო, ნანატრო,იცეკვეთ, ხათუნებო,დაუარეთ, კარგებო!წამოიწყეთ სიმღერა,სიმღერა სანუკვარი,მოხიბლეთ მზეჭაბუკი,მოიზიდეთ ფერხულით.მზეჭაბუკს რომ მოვხიბლავთ,რომ შევნიშნავთ შორიდან,გავიფანტოთ, კარგებო,ერთბაშად დავუშინოთმზეჭაბუკს ალუბალი,ზედ ჟოლოც მივაყოლოთდა წითელი მოცხარი.ნუ მოდიხარ სასმენადსიმღერის სანუკვარის,ნუ მოდიხარ საცქერადხათუნების გართობის.
X
ასე მღრიან და ხმას წკრიალასუგულოდ უგდებს ყურს სევდიანი,თან მოუთმენლად სურს ტატიანას,რომ დაუწყნარდეს გულის ფრიალი,რომ გაინელონ ალი ღაწვებმა,მაგრამ მთრთოლვარე მკერდი არ ცხრება,აღარც ღაწვების ცეცხლის ნავლდებადა უფრო მეტი გზნებით ალდება. . .ასე პეპელა კრთება საწყალი,როცა ფრთებს ჭრელად ანაბდღვიალებსცელქი მოწაფის ხელით აფრთხილებს.კურღელსაც ხნულში იტანს კანკალიროცა შორიდან უცბად გალანდავსთოფიან კაცის ბუჩქტან განაბავს.
XI
ბოლოს აღმოხდა ოხვრა ქალიშვილს,ადგა, სკამიდან წამოიმარტა,ბილიკს დაადგა და მოსახვევში,ხეივნის ახლოს ამდროს ინათამწველი თვალების შუქმა მის მხარეს,ევგენი აჩრდილს ჰგავდა მრისხანეს.როგორც დამწვარი და დახანძრული,ვეღარ დაიძრა, დადგა ქალწული.მაგრამ იმედით სავსე შეხვედრისშედეგის თხრობა ახლა ძნელია,რაც მითქვამს ისიც ამბად გრძელია.მკითხველო, მიხმობს დრო შესვენების,გასეირნების, ძილის დრო მოდის:მერე როგორმე გეტყვით ბოლომდის. . .
თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე ზნეობია საგანთა ბუნებაში (ფრანგ).ნ ე კ ა რ ი.
I, II, III, IV, V, VI. VII
ქალს რაც ნაკლებად ვეტრფიალებით, -უფრო ძლიერ და ნაზად ვუყვარვართდა ვაბამთ უფრო მეტი გაბედვითმაცთურ მახეში დასაღუპავად.დრო იყო, სიძვამ, ბიწიერებამ, 'ვით სიყვარულის მეცნიერებამბაქით, ტრაბახით ყველას აცნობა,რომ უტრფიალო ნებავს განცხრომა.მაგრამ გართობა ასე, ამგვარადბებერ მაიმუნთ უფრო შეფერით, 'ცნობილთ გარდასულ დროთა შექებით;ლოველასობა წარსულს ჩაბარდა,როგორც ტარება წითელ ქუსლებისდა პარიკები დიდებულების.
VIII
ფარისევლობა ვის არ მობეზრდა,თქვა ათასგვარად ერთხელ ნათქვამი,რიხით ამტკიცო, აზრი, რომელიცადრევე იცნობს ყველა მათგანი.უსმენდე ისევ ნაცნობ პასუხებს,სპობდე ცრუ რწმენას, რაც არ აწუხებს,რაც არასოდეს არა ჰქონია,არც აქვს ცამეტი წლის გოგონიას,ვის არ მოქანცავს ხვეწნა, მუქარა,ფიცი, ცრუ შიში, ცრემლის ციალი,წერილი ვრცელი ექვსფურცლიანი,როტვა ბეჭდები, ჭორი, მუდარა,დეიდების და დედის თვალთვალიდა ქმრების ძმობა ძნელასატანი.
IX
ასე ფიქრობდა ჩემი ევგენი,ვინც სიყმაწვილის შმაგ შეცდომათადა ბობოქარი, მწველი ვნებებისძალას პირველად დაემონათა.გალაღებული კეთილ ცხოვრებითიხიბლებოდა ერთით დროებით,როს განხიბლული იყო მეორით,სურვილი ღლიდა ნაირფერობით,წარმატებებიც ღლიდა თავნებას,როცა ხმაურში თუ სიჩუმისასუსმენდა მუდამ დრტვინვას სულისას,იგი სიცილით სძლევდა მთქნარებას: -სიცოცხლის ყველა ჟამზე ანკარარვა წელიწადი ასე ატარა.
X
ლამაზი იგი აღარ ეტრფოდა,მაინც დასდევდა ძალის-ძალათი,უარს ეტყოდნენ - მალე ცხრებოდადა სულს უთქვამდა მათი ღალატი.მათი ძებნისას არ უთრთოლია,მათი დაკარგვა არ უგლოვია,მათი ტრფიალი და სიძულვილიძლივსღა ახსოდა. ასე გულგრილისტუმარი მიდის ვისტზე საღამოს,ჯდება, თამაში ჩქარა მთავრდება,მერე ეზოდან გაეგმზავრება,დაეძინება სახლში საამოდ,და დილით ადრე ვერც კი გაუწყებს,გული საღამოს საით გაუწევს.
XI
მაგრამ ტანიას ბარათს ევგენიგულჩვილად ხვდება, გამოცოცხლდება,ქალწულის ენით მღაღადებელიფიქრებს აუშლის წრფელი ოცნება.მას ახსენდება ტანჯვით აღსავსეფერმკრთალი სახე ტატიანსიდა უმანკოეს, ტკბილი ღრმა ძილითდაიბანგება, როგორც ყმაწვილი.ალბათ წარსული გრძნობა ცხოველიმასში წამიერ მაინც ენთება,მაგრამ საცდენლად არ ემეტებასული მიმნდობი და უცოდველი.ახლა კი ბაღში გადავფრინდებით,სადაც ორთავე დგას დაფიქრებით.
XII
ორ წუთს ორთავე იდგა მდუმარედ,მერე მივიდა მასთან ევგენი,უთხრა: "თქვენ მწერდით, არ იუარებთ,წერილს გულღია აღსარებებით.მე წავიკითხე წმინდა, უმანკოტრფობის ღაღადი, როგორ უარვყო,ვარ მოხიბლული თქვენი სიწრფელით,მისი სითბოთი ღელვა ვიგრძენიდიდიხანის წინათ მიმქრალ გრძნობების,მაგრამ არ მინდა თქენი შექება;სამაგიეროდ შევძლო ეგება,მსგავსად მაგ თქვენი უბრალოების,აღსარებითვე ვპოვო საშველიდა თქვენის ხელით დამდოთ სასჯელი.
XIII
თუ მოვისურვე ჩემი ცხოვრებისმყუდრო, შინაურ წრეში მოქცევა,ხვედრს თუ მამობის, მეუღლეობისუნდა სიამედ ჩემთვის მოცემა,თუ დამატყვევებს მხოლოდ სულ ერთიწამით ოჯახურ ყოფის სურათი.მაშინ თქვენს გარდა, ცხადზე ცხადია,საცოლედ არვინ არა მწადია.არ გეუბნებით წარმტაც მადრიგალს:თუ დავუბრუნდი ჩემს ძველ იდეალს,ჩემთა მწუხარე დღეთა იმედადთქვენს მეგობრობას ვარჩევ ნამდვილად,საწინდრად ყოველ მსვენიერებისდა რაც კი ძალმიძს . . . ბედნიერების!
XIV
მაგრამ შობილი სულ სხვა ქმნილებადგანცხორმისათვის უცხო სული ვარ;უქმად ვცან თქვენი სრულყოფილება:არა ვარ მისი ღირსი სრულიადგწამდეთ (სინდისი მიდგას თავმდებად),ჩვენი ცოლქმრობა მიჩანს ავბედად.რომ შეგეჩვევით, გადაგიყარებთ,ტირილს დაიწყებთ: ცრემლის ღვარებიარ შემითრთოლებს გულს არასოდეს,პირიქით, უფრო თუ გააცოფებს.თვითვე განსაჯეთ, რომელ ვარდებითსურს ჰიმენეის ჩვენი შემკობადა თან დიდიხნით, როგორც ეტყობა.
XV
რა უნდა იყოს ქვეყნად ოჯახზებედითი, სადაც ცოლი საბრალოტირის მეუღლის უმსგავსობაზედა სულ მარტოა დილას, საღამოს;სადაც მოსაწყენ ქმარს არ ეშლებამისი ფასი და არც ბედს ეშვება - ნწყევლის მუდამჟამს გაავებული,გულცივი, იჭვით დანაღვლებული!ასეთი მე ვარ. ეგეთს ეძებდით,როცა მაგნაირ უბრალოებითმგზნებარე სულით, ეგეთ გონებითმე მწერდით თქვენი მთელი შეგრძნებით?ნუთუ ასეთი ბედის ღირსი ხართ?ნუთუ ხვედრს ასე შეურისხიხართ?
XVI
წლებს და ოცნებებს თავს ვერ დავუვლით,ვერ განახლდება სული ანაზდად. . .მე თქვენ მიყვარხარტ ძმის სიყვარულითდა, შესაძლოა, უფრო ნაზადაც.მისმინეთ, ოღონდ ნუ გამიწყრებით,ყმაწვილი ქალი თავდავიწყებითცვლის სხვა ოცნებით მსუბუქ ოცნებას,როგორც მარადჟამს ხე იმოსებადა ფოთლებს იცვლის ყოველ გაზაფხულს.როგორც ჩანს, ასე ხდება ღვისძალითთქვენც შეიყვარებთ, მაგრამ . . . ისწავლით:ნუ გაამჟღავნებთ უცბად განზრახულს.სხვა ვერ გაგიგებთ ჩემებრ გულწრფელად;მარცხი ხვედრია გამოუცდელთა.
XVII
უქადაგებდა ამას ევგენი;სულის ძლივსმოთქმით, ხისგაუცემლადდა ცრემლთა შორის არასმხედველიმას ტატიანა დიდხანს უსმენდა.ხელი აშველა მასი და უბრად(როგორც ამბობენ მაშინალურად)მკლაზე დაეყრდნო მას ტატიანა,მძიმედ დახარა თავი მტირალმა.შინ გაეშურნენ ბოსნის შემოვლით,ერთად მივიდნენ იქ, სად ფიქრადაცმათი დაძრახვა არვინ იკადრა.სოფელიც შვებად მონიჭებულითავისუფლებით არის თამამი,როგორც მოსკოვი ამპარტავანი.
XVIII
ჩემო მკითხველო, დამეთანხმებით,რომ იგი ძლიერ თბილად მოექცატანიას დაღლილს დარდით, ნაღველით:მისგან პირველად კი არ მოგვესმაკეთილშობილურ სულის ღაღადი,თუმცაღა კაცთა შურით, ღალატითუღვთოდ გამწარდა მისი ცხოვრება;მოქიშპეებმა და მეგობრებმა(ვერ გამოარჩევ ერთს მეორისგან)ზურგსუკან ბევრჯერ ლანძრეს, აძაგეს.მტრები ყველას გვყავს ამ ქვეყანაზე,ღმერთო, გვიხსენი მეგობრებისგან.ეჰ, მეგობრები, ეს მეგობრები!არ მყვანან უქმად მოსაგონრები.
XIX
რას ვფიქრობ? რას და . . . მსურს მივაძინოფუჭი ოცნება, ფიქრი უთავსი,მხოლოდ ფრჩხილებში მინდა დავძინო,რომ არ არსებობს ცილი უხამსი -სხვენზე მეჭორის მოგონებული,მაღალწრის ბრბოში მოწონებული,როლმ არ არსებობს არც უაზრობა,არც ეპიგრამა რამე ბაზრული,რაც შენს მეგობარს ღვარძლის გარეშე,წესიერ ხალხში ღიმილმორევითშეცდომის ასგზის განმეორებითარ ეთქვას არამტრულ ანგარიშით:ისე კი, შენდა ფარად, ის არი:უყვარხარ. . . როგორც ძმა საფიცარი.
XX
ჰე, ჰე, მკითხველო კეთილშობილო,ნათესავები ხომ გყავთ ჯანმრთელად?ნება მიბოძეთ შეგატყობინოთ.რაც ეგებ მმართებს ახლა სათქმელად.რაა სახელდობრ ნათესაობა,რა არის მაინც მათი რაობა:ჩვენ გვევალება მათ ვუალერსოთ,გვიყვარდეს, სრული ხათრით ავივსოთ,და ისე, როგორც ხალხში დაწესდა,ყოველ შობადღეს უნდა ვეწვიოთ,ანდ მილოცვა ფოსტით შევწიროთ,რომ წლის დანარჩენ დროში არცერთმააღარ გვიკითხოს, თუნდაც ვკვდებოდეთ. . .მათ დღეგრძელობა ნუ მოკლდებოდეთ.
XXI
მაგრამ ტრფიალი ნაზი ქალისამეგობრობაზე და მოყვრობაზესანდოა დ თვით ქარიშხალისასშენი უფლება გრჩება ტრფობაზე.ასეა, ოღონდ მოდურ არმურთანდა ბუნებასთან ზნეუცნაურთანდა ხალხის აზრთა ღვარის გუგუნთანჩანს ტურფა სქესი მსუბუქ ბუმბულად.ამასთანავე აზრი მეუღლისკეთილგონიერ, სათნო ცოლისთვისკანონი უნდა იყოს ყოველთვის.ისე კი, წუთით თქვენს უერთგულესქალსაც მხიბლავი გრძნობა აიტანს;ტრფობით ხუმრობა უყვარს შაითანს.
XXII
ვინღა გიყვარდეს? ვისღა მივენდოთ?ვინ არ გაგვყიდის ჩვენი არჩივით?საქმეს და სიტყვას ჩვენს სასიკეთოდვინ ზომავს მხოლოდ ჩვენი არშინით?ვინ არ გვითესავს ცილისწამებებს?ვინ არის - ზრუნვით რომ არ გვაწყნარებდეს?ვინ არის ჩვენსავ ნაკლზე დარდობდეს?ვინ არ მოგვაწყენს თავს არასოდეს?მოჩვენებატა მდევრად ქცეულო,ამაოდ გარჯას ნუღარ იკადრებთ,თქვენ მარტო თქვენი თავი გიყვარდეთ,ჩემო მკითხველო პატივცემულო.უფრო ღირსი და მზრუნველთაგანიმართლაც სად არის ტრფობის საგანი.
XXIII
რაა შედეგი მათი პაემნის?ძნელი არ გახლავთ გამოსაცნობად.ცეცხლი უგონო ტნჯვა-წამებისარ უნელდება წამით საცოდავსყმაწვილურ სულში ნაღვლად გაშლილი;არა, არსაით არ ჩანს საშველი!წუხს ტატიანა, იწვის საწყალი;ძილს არ იკარებს მისი საწოლი;ჯანი, სიცოცხლის ფერი, გართობა,ქალწულებრივი შვება, ღიმილიგაუქრა უცებ, შორ ძახილივითდა ქრება მისი ახალგაზრდობა.ქარბუქიც ასე ბინდით დაჩრდილავსქვეყნად ახალი დილის გაჩენას.
XXIV
ეჰ, ტატიანა ჭკნება, იცვლება,ფერმილეული სდუმს და მწუხარებს,აღარაფერი ეხალისება,გულს არაფერი აღარ უხარებს.მისი შემყურე ხალხი მეზობლად,რომ აქიცინებს თავს მნიშვნელოვნად,ჩასჩურჩულებდა ერთურთს: დრო არი,დროა გათხოვდეს გასათხოვარი!მაგრამ, კარგებო, დროა ნამდვილდგავახალისო წარმოსახვანი,სვიანი ტრფობა ვნახოთ ახალი.ღრმა სინანული მბორკავს დარდიანს;თქვენ მომიტევე, მეც უნებურადტანიას ტრფობით გავბრუებულვარ.
XXV
დღითიდღე უფრო იხიბლებოდაოლგას მშვენებით ყმაწვილქალურითდა ვლადიმირმა ტკბილი ტყვეობაშეიგრძნო სულით, ზღვასიყვარულით.ყოველთვის ერთად ქალის სენაკშიისხდნენ კუნაპეტ ღამის თევაში,დასეირნობდნენ ბაღში ერთგულნიდილიტ ხელიხელჩაკიდებულნი.მერე რა? კდებით როცა ღელავდასიყვარულისგან გახელებული,ოლგას ღიმილით გამხნევებულიიგი ხანდახან თუ გაბედავდა,რომ შეხებოდა დალალს ჩამოშლილსან დაეკოცნა კალთა სამოსის.
XXVI
ზოგჯერ ის ოლგას წიგნსაც უკითხავს,დამრიგებლური ართობთ რომანი,რომლის ავტორი გრძნობს უკეთესადბუნებას, ვიდრე შატობრიანი.ამასობაში ორ, სამ ფურცელსაც(მტკნარბოდვებიანს, აზრებუმეცარს,ქალიშვილს რაც არ წაეკითხება)სტოვეს და იგი წამით წითლდება.ხან შორს სხდებიან განმარტოებითჭადრაკის ძალით შეპყრობილებიდა მაგიდაზე დაყრდნობილებიღრმად ფიქრდებიან თანატოლები.ბოლოს დაბნეულ ლენსკის მცდარი სვლითაჰყავს პაიკით ეტლი თავისი.
XXVII
შინ როცა წავა, იგი სახლშიაცფიქრებით, ზრუნვით დაფრენს ასულთან,ალბომის მთროლვარ ფუცლეს არშიადსურათეს მისთვის ავლებს სათუთად.ხან ლამაზ ხედებს ხატავს სოფლისს,კიპრიდას ტაძარს, ქვას საფლავისას,ხან - მტრედს ლირაზე ობლად შეფრენილს -კალმით და ფუნჯით ოდნავ შეფერილს.ზოგ ფურცელს ხსოვნის სვენიდ დაისი,ქვემოთ კი რიგი ხელმოწრათა;მან იქ დასტოვა წრფელ ოცნებათამდუმარე ძეგლად ლექსი ფაქიზი,წუთიერ ფიქრის გრძელ ნაკვალევად,ისევ მრავალი წლის წინ გავლილად.
XXVIII
თქვენ, რა თქმა უნდა ბევრჯერ ნახავდითალბომებს მაზრელ ასულებთანაც,დასვრილს მეგობარ ქალთა ნაჩხაპნითთავით ბოლომდის და სულერთთავად. . . .მართლწერის ჯიბრზე, როგორც წესიამათში უზომო, ძველი ლექსიამეგობრულ გრძნობით აძგერებული,შემცირებული, გაგრძელებული.თან პირველივე გვერდზე დაგხვდებათ.Qu ecrirer-vous ees tablettes,და ხელმოწერა: t.a. Annetes:1________1 რს დასწერთ ამ ფურცლებზე . . . თქვენი ანეტა (ფრანგ.).ბოლოსი ასეთ ბწკარებს დახედავთ:"ვინც ჩემზე მეტს გითანარძნობს,წერას შემდეგ ის განაგრძნობს".
XXIX
აუცილებლად იქვე შეხვდებითნახატს ლამპრისას, წყვილსაც გულისას.ყვავილთა ახლოს ფიცს შეეყრებითკუბოს ფიცრამდე სიყვარულისას.ვიღაც არმიელ პიიტს გაუკრავსლექსისთვის ხელი ავაზაკურად.ასეთ ალბომში, ჩემო ღირსსწონო,მეც მინდა თავი რომ მოვიწონო.და გულით მჯერა, გამოგიტყდებით,ჩემს გამოგონილ ყველა სიცურესმოწყალე თვალი ხელად ირწმუნებს,და ღიმიოლნარევ გაბოროტებითარ დაიწყებენ მერე განხილვას,ვცრუობ თუ არა ენამახვილად.
XXX
მაგრამ თქვენ გეტყვით, ცალკე ტომებო,დაცულნო ქაჯთა წიგნთსაცავებითდა ალბომებო უბადლოებო,მოდურ რითმოსნებს ვინც აწამებდით.თქვენ, ვინც ტოლსტოის მარჯვედ წასმულიჯადოსნურ ფუნჯით ხართ მოკაზმულიან ბარატინსკის კალმის წვერის ხართ,ყველა ღვთის ცეცხლით დამიწყევლიხართ!როცა ღიმილით ქალი ბრწყინვალემომაწვდის in-quarto-ს თავისას,უცებ ბრაზი და ჟრჟოლა ამიტანს,კვლავ ეპიგრამა ამაწრიალებსსულის სიღრმეში ნატრიალები,და მოდი წერე მადრიგალები.
XXXI
განა ვლადიმირს სურს მადრიგალითოლგას ალბომის გალამაზება,მისი კალამი სუნთქავს ტრფიალით,ცივი ციმციმით არ ალმასდებარასაც მოუსმენს მას და შეამჩნევსიგი საწერად მასვე შეარჩევს.და სინამდვილით არის მდიდარიელეგიების სავსე მდინარე.შენც გული თრთოლვით ეგრე გიმღერისიაზიკოვო, შთაგონებულო,ვინ უწყის ვისგან გაოგნებულო;და მაგ ძვირფასი ელეგიებისერთად თავმოყრით აღარ გვეღირსასრული ამბავი შენი ხვედრისა.
XXXII
მაგრამ ჩუ! გესმით ხმა უმკაცრესიკრიტიკოსისა? "ჩამოეხსენითელეგიათა გვირგვინს გაცრეცილს!"და ჩვენი ძმანი- სხვა მოლექსენიც 'მის ზავთს უსმენენ: "ტირილს შეეშვითდა ერთფეროვან ყიყინს ლექსებში.გარდასულ დროზე გლოვა, ვარამიკმარა, იმღერეთ ახლა სხვა რამე!". . ."სწორი ხარ. მარტლაც გვირჩევ - განახოთძველი ნიღაბი, ბუკი, ხანჯალი,აზრთ კაპიტალი დაუხარჯავიბრძანებ, ყოველმხრივ რომ განვაახლოთ.ასე გსურს?" - არა ვით შეგაგონო."ოდების წერას გირჩევთ, ბატონო.
XXXIII
როგორც მაქებართ ძალუმ დროებისსჩვეოდათ ძველად ხოტბა ეთნიათ. . .""სულ საზეიმო ვწეროთ ოდები!გვეყოფა ძმაო, ხომ სულერთია?გახსოვს, რაც უთქვამს ერთ სატირიკოსს!"უცხო ყაიდის" ეშმაკს ლირიკოსსუფრო აიტან, ვიდრე ჩვენსავემლექსავებს - მუდამ სევდით მკვნესარებს?""მაგრამ უმწეოდ ჩანს ელეგიამიზანუსახო, მიზანსაწყალი,როცა ოდაა მიზანმაღალი,კეთილშობილი. . ." აქ შემიძლიაკამათი, მაგრამ რაღაც მაჩუმებს;ორ საუკუნეს არ წავაჩხუბებ.
XXXIV
დიდებისა და თავისუფლებისთაყვანისცემით ოდებს შეთხზავდალენსკი, ამყოლი შმაგი ფიქრების,მაგრამ ისინი ოლგას შეზარდა.სატრფოს წინაშე მგოსნებს ცრემლიანსლექსის წაკითხვა თუ გღირსებიათ?ამბობენ, ქვეყნად სხვარამ საჩუქარსვერსად ჰპოვებთო მასზე სანუკვარს.მართლაც ნეტარარს კდემად ქცეული,თავის ოცნებას ვინც მას უკითხავსსაგანს ლესისას, სიყვარულისას,რომ ბნდება ამოდ მინაზებული!ნეტარარს. . . თუმცა ლამაზს იქნებაიმდროს სრულიად სხვა ეფიქრება.
XXXV
მე კი ოცნების ნაყოფს მადლიანსდა კეთილხმოვან სიტყვათქმედობასვუკითხავ მხოლოდ მოხუც გადიას,ჩემი ბავშვობის ძვირფას მეგობარს,ან რომ მოვრჩებით სადილს შესაწყენს,მეზობელს ჩვენთან თვალს თუ შევასწრებ,ჩავეჭედები იმწამს კალთაზედა ტრაგედიით მივაფალასებ.ანდა (ხუმრობით კი არ გაცინებთ),ჩემს ტბას მარტოკა როცა გარს ვუვლი,სევდით და რითმით ჩამოქანცული,გარეულ იხვებს შიშით აცილებთ:ისინი ტკბილი ჰანგით ფრთხებიანდა ფრინდებიან ნაპირებიდან.
XXXVI. XXXVII
ევგენი რას იქმს? ძმებო, დროულიიყო შეკითხვა. გთხოვთ მოთმინებას,მისი საქმენი ყოველდღიურიახლავ წვრილ-წვრილად გეცოდნიებათ.ცხოვრობდა მსგავსად ანახორეტისდა შვიდ საათზე იგი ყოველთვისზაფხულსი, დილის ხალათჩაცმული,მთისძირ ჩქრიალი წყალთან ჩასული,ჰგავდა გულნარას გულად ტრუბადურს;ისიც ჰელესპონტს გადასცურავდა,მერე შინ თავის ყავას წრუპავდა,თან თვალს ავლებდა ჟურნალს უბადრუკსდა ტანთ იცვამდა. . .
XXXVIII. XXXIX
გავლა-გამოვლა, კითხვა, ღრმა ძილი,ჩრდილი ტყისა და მღერა ჭავლისა,კოცნა ცოცხალი, ჯერ არდაცდილითვალებგიშერა ქერა ქალისა.ცხენი - ფიცხელი, აღვირსნაჩვევი,სადილი - მუდამ გამოსარჩევი,ზედ თეთრი ღვინო დასაყოლებლად,განმარტოება და საყდროვნება:აი ევგენის წმინდა ცხოვრება;იგი უგრძნობლად რომ დაბალითდა,ზაფხულის ნათელ დღEებს არ თვლიდა,ისე განაცხრო სიამოვნებამ;არ იხსენებდა ქალაქს, მეგობრებსდა არც მოსაწყენ ზეიმ-ღრეობებს.
XL
ჰგავს ჩრდილოეთის ჩვენი ზაფხულისამხრეთულ ზამთრის კარიკატურას,ვიცით, წამს ქრება წამს ჩასახული,წამით არ ვუმხელთ მაინც სამდურავს.ცა შემოდგომის უკვე ქშინავდა,უკვე ბრწყინავდა მზე იშვიათად,უკვე იკლებდა დღე სასურველი,იდუმალური ტყის საბურველი,ხმანაღვლიანად იძარცვებოდა.ველებს ეფინა ნისლის ბანდებიდა ქარავანი მკივან ბატრებისსამხრეთისაკენ იძაგრებოდა.მალე მოწყენის ჟამი დარეკდა,იდგა ნოემბრის დარი კარებთან.
XLI
ცივ კუნაპეტში დგება რიჟრაჟი,მინდვრად შრომის ხმა აღარ გაისმის,გზაზე გამოდის მგელი წყვდიადში,მოსდევს მშიერი ძუკნა თავისი.მათ სუნს დაგეშავს ცხენი სამგზავრო,დაიფრუტუნებს, მგზავრიც სასწრაფოდრაც ძალა შესწევ, გორას აჰყვება.მწყემსს უთენია არ ენაღვლებაძროხის გარეკვა, ვით დღე წარსული;ვერც შუადღისას მისი საყვირითთავს ვერ მოიყრის სოფლის ნახირი.ქოხში სიმღერით ართავს ქალწული,და, მეგობარი ზამთრის ღამეთა.იწვის, ტკაცუნობს კვარი სარკმელთან.
XLII
და აი, ყინვის ტკაცანს ჰბარდებით,ველებო, ვერცხლი რომ დაგმჩნევიათ!. . .(მკითხველი ელის რითმას "ვარდებით",აჰა, წაიღე ჩქარა. . . შენია!ახალ პარკეტზე უფრო მოდურადბრწყინავს მდინარე, თოშით მორთულა.მცირეწლოვანი და მხიარულიდაციგურაობს ხალხი ხმაურით.ბატი მსუქანი, წითელლასტება,ცურვის სურვილით წყალთან მისულა,აბიჯებს ფრთხილად, დარბაისლურად,მაგრამ სხლტება და ყინულს ასკდება.პირველი თოვლის დაკრთის ნათელი,ძირს ვარსკვლავებად ცვივა ფანტელი.
XLIII
ამ დროს ყრუსოფლად ხარ უსაქმური,გაისერნებ? არც ეს გიშველის.და უნებლიეთ თვალს უსახურიერთფეროვნება ქანცავს შიშველი.ტიალ ტრამალზე გინდა ჭენება,მაგრამ შენს ტაიჭს რა ეშველება -ყინულს რომ წაკრავს ნალებს გაცვეთილს,დაუცდი - როდის დაენარცხებით?გინდა უკაცურ ჭერქვეშ იკითხოწიგნები პრადტის ან ვალტერ სკოტის?არ გსურს? დალიე ან გაბოროტდი,ხარჯის დავთარი არ დაივიწყო.ხვალაც ასეთი გრძელი საღამოგავა და გალევ ზამთარს საამოდ.
XLIV
ონეგინს თანგავს ფიქრი, სიზანტე,სულ ჩაილდ ჰაროლდს ბაძავს ამაში;გამოიღვიძებს და გაფიცვრამდეზის ყინულოვან აბაზანაში.მერე შინ ფიქრებმოჯარებული,ხელში ბლაგვკიამომარჯვებულიაღარ შორდება იგი დილიდანორბურთულიან ძვირფას ბილიარდს.როცა სოფელში მწუხრი მოდგება,თმობს ის ბილიარდს, კიას, მაშინვე,ბუხართან ხვდება სუფრა გაშლილი;ევგენი სტუმარს დაელოდება.ლენსკიც მოაფრენს ეტლს სამცხენიანს;ჩქარა, სადილი სანამ ცხელია!
XLV
კლიკოს ქვირვის თუ მოეტისაა,სუფრაზე იმწამს, ზედაშესავით,გათოშილ ბოთლით პოეტისათვისშემოაქვთ ღვინო შესანიშნავი.ჰგავს იგი წყაროს ჰიპოკრენისას,თამაშობს ქაფის მიმოფენისას;ერთდროს მხიბლავდა, თავს მაწონებდა,ლაციცი რაღას არ მაგონებდა.მისთვის რამდენჯერ (გახსოვთ მეგობართ?)წვლილი გავიღე უკანაკსნელი.ზღაპრული ჭავლით უკვდავთ სასმელიბადებდა ჩვენში რამდენ შტერობას,რამდენ ხუმრობას, ლექსებს, სიხარულს,კამათს და რამდენ სიზმარს მხიარულს!
XLVI
კარგია, ოღონდ არას მარგია,შუშხუნა ქაფით კუჭს მუხანათობს,ბორდოს სევეწყე მე მის მაგიერკეთილგონიერს და უღალატოს.აის აღარსმა არ მავალალებს,აი მახსენებს ლამაზ საყვარელს,ბრწყინვალეს, ცინცხალს, ამბორდალოცვილს,მაგრამ თავნებას და გონგამოცლილს.ძმებო, ბორდოა ჩვენი ძმობილი,ჭირში საშველად და სამსახურადყველგან, ყოველთვის ამხანაგურადიდგა, ახლაც დგას გულსდანდობილი,წყნარ მოცალების დროსას იდგება.მაშ ჩვენს მეგობარ ბორდოს, დიდება!
XLVII
ცეცხლი ჩამქრალა; ძლივს ეფარებაოქროს ნაკვერჩხალს ნავლი-ნაცარი,ძლივსშესამჩნევად იწევს რკალებად,ტრიალებს ბუღი და ალდამცხრალიბუხარი სითბოს ძლივსღა გამოსცემს,ჩიბუხების კვამსლ თვისკენ აცოცებს.სუფრაზე ბროლის თასი შიშინებს,მწუხრი იერთებს ჩრდილთა სიხშირეს.(მიტაცებს ძმურად აყბედებულისუფრა, ღვინის სმა ტოლ-მეგობრებთან,მაშინ როდესაც ჟამი მოდგებამგელს და ძაღსლშუად სახელდებული,რატომ? არ ვიცი, მეც ვიმეორეგბ!)დროა დავუგდოთ ყური მეგობრებს.
XLVIII
"სხვა? მესობლები და ტატიანაროგორ არიან? მითხარ, მაღირსე;როგორ გყავს შენი ოლგა ცქრიალა?""ჭიქა ნახევრად კიდევ ამივსე.კმარა, გეთაყვა, გაგიხარიანსალამს გითვლიან, კარგად არიან.აჰ, ოლგას მხრები, მკერდი რა ნაზად,რარიგ აევსო!. . . რა გალამაზდა! . . .რა სულგრძელია! ერთად ოდესმემივალთ, მოგხიბლავს დების მშვენება:თორემ რასა ჰგავს, მათ მოჩვენებადორჯერ ეჩვენე და ჩამოეხსენ.ოჰ, შტერს მღალატობს თავი წყეული:იმ კვირას მათთან ხარ მიწვეული".
XLIX
"მე?" - დიახ, სწორედ ტატიანასიშაბათ საღამოს არის დღეობა;ვერაფრით ახსნი მოუსვლელობას", -"ხალხი დაგვხვდება იქ უამრავი.ბრბო მოსაწყენი და გულამრევი", -"მჯერა, მომსვლელი მათთან არ არის,შინაურების გარდა, არავინ!. . .წამო, თუ გინდა ხათრის გაწევა!" -"მოვალ". - "კარგი ხარ"! - თქვა და მგოსანმაჭიქა ასწია, მთლად გამოსცალამეზობლის ქალის პატივსაცემად,და კვლავ ოლგაზე მოჰყვა საუბარს:ასე სჩვევია ტრფობას სანუკვარს.
LX
ხარობდა. . . ვადამ გაახალისა,რაც ორი კვირის შემდეგ დგებოდა;მას ხაშიადი პირველ ღამისატრფობის გვირგვინით ეგებებობა,ელოდა სიტკბოდ და აღტაცებად.ჰიმენეს ზრუნვას, ნაღვლით ავსებას,გულგაციებულ რიგს მთქნარებათაიგი სიზმარშიც კი არ ხედავდა.ჰიმენეს მტრისთვის ერთფეროვანიცოლქმრულინ ყოფა მუდამ შეიცავსწყებას შესაწყენ სურათებისას,ვით ლაფონტენის თარგის რომანი. . .საბრალო ლენსკი, გულსმინდობილიამ ცხოვრებისთვის იყო შობილი.
LI
უყარდა იგი, ასე ეგონა,სწამდა და თვლიდა თავს ბედნიერად;ასგზის ნეტარარს, ვინც დაემონარწმენას, და სიტკბოს ნათქვამს ნებიერადცივი გონების, ეჭვის გარშე,ვით მთვრალი მგზავრი ღამის სათევში,ვით გაზაფხულზე ნაზი პეპელასწოვს მათრობელა ყვავილ ნელ-ნელა.მაგრამ ცოდოა, ვინც წინასწარვეგანჭვრეტს ყველაფერს, თავბრუ არ ესხმის,და რაც მოძრაობს, სიტყვად რაც ესმის -გააზრებული სძაგს და ამწარებს.მის გულს საწუთროს სუსხი მისწვდებადა ეკრძალება თავდავიწყება.
თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ეო, ნურც გეხილოს ის საშინელი,ბნელი სიზმრები, ჩემო სვეტლანა!ჟ უ კ ო ვ ს კ იI
იმ წელს ავდრებით ვერ გველეოდა,ვერ სცილდებოდა კარს შემოდგომა:ბუნება ზამთარს დისხანს ელოდადა ორ იანვარს ღამით მოთოვა.გამოიღვიძებს და ადრიანასარკმლით შეავლებს თვალს ტატიანადათოვლილ ეზოს, თეთრყავრიანებს, 'მსუბუქ არშიებს სარკმლის მინაზე.ხეებს - ზამთრისგან ვერცხლით დაფერილს,კაჭკაჭებს ლაღად თოვლზე დაფრენილს,გორაკებს მოსავს ლბილი სინაზე,ზედ აფენიათ ნოხი ელვარე,თეთრად მოურთავს თოვლს არემარე.
II
ზამთარი! გლეხი ამდროს ზეიმობსდა გზას ანახლებს თოვლში მარხილით,მისი ბეხრეკი ცხენი ზერგვინობს,ძლივს მიჩაქჩაქბს ჩორთით დაღლილი.ფაფუკი კვალის ამფეთქებელიმოქრის კიბიტკა დაფეთებული,კოფოს მეეტლე უზის წახრილი,წითლად უელავს ქურქზე სარტყელი.აი, ციაგზე ცუგო დაუსვამს,დარბის პატარა ბიჭი მსახურის,თავი აქვს ცხენად წარმოსახული,ცელქისთვის ყინვას თითი აუწვავს,კიდეც სტკივა და კიდეც უხარის,სარკმლიდან დედა უმზერს მუქარით.
III
მაგრამ იქნება თქვენს ყურადღებასაღარ იზიდავს ასეთ იერისბუნების სადა დასურათება,ცოტა რამ სცხია მას მშვენიერის:ღვთისგან გამთბარი ზეშთაგონებით,მდიდრულ სიტყვებით სულ სხვა პოეტიგვიხატავს პირველ თოვას ბრწყინვალედ,ზამთრის სიამის ყველა წვრილმანით.მის მწველ ლექსებში მოგინადირებთ,მჯერა, ნამდვილად ასე იქნება,მარხილით ჩუმად გასეირნება:მაგრამ ჯერ ბრძოლას როდი ვაპირებარც მასთან და არც შენთან. მგოსანო,ფინელი ყმაწვილქალის მლოცავო!
IVტანია (რუსი სულით, შეგრძნებით,რატომ, თვითონაც როდი იცოდა)იხიბლებოდა ცივი მშვენებით,რუსული ზამთრის ტრფობით იწვოდა.უყვარდა ყინვა, ქროლვა მარხილით,მზისგულიანი დღე რთვილდაყრილი,ნაცისკრალს - თოვლის კრთომა ვარდისფრად,ნათლისღებისს ბინდი დაისთა.მათი ოჯახი დღესასწაულითხვდებოდა ხოლმე ამ საღამოებს,მარჩილეებად ხმობდნენ მსახურებს,მათგან ყოველ წელს ჩვენი ქალწულნიელოდნენ, ოდენ გასცდნენ ბავშვობას,მხოლოდ სამხედრო ქმრებს და ლაშქრობას.
V
ტატიანასაც სწამდა, სჯეროდაძველისძველ ხალხურ გადმოცემათა,სიზმრის, ბანქოთი მარჩიელობის,მანგით მომავალის ამოცნობათა:ენიშნებოდა ცუდი ამბავიდა ხვაშიადით ყველა საგანიმისთვის რაღაცას მოასწავებდა,წინათგრძნობანი გულს უწამებდა,ღუმელზე თათით კატა გრეხიაპირს თუ იბანდა და კრუტუნებდა:მიანიშნებდა გაუმტყუნებლად,რომ შინ სტუმრები უნდა ეხილა.ზეცის მარცხენა მხარეს ახალიმთვარე თუ ჩანდა წყვილრქანაყარი,
VI
მაშინ ის თრთოდა და ფითრდებოდა.როცა ვარსკვლავი მრუმე ზეციდანქვემოთ მოქროდა ად იპნეოდა,შემკრთალ ტანიას უცებ ეწადამისთვის გაძენდო ჩუმად სათქმელი,ვიდრე ცდომილი ქროდა ნათელი.ზოგჯერ შემთხვევით ასეც ხდებოდა,როცა შავოსან ბერს შეხვდებოდაან მინდვრებს შუა გზას გადუჭრიდაკურდღელი სწრაფი, როგორც ისარი,ის იდგა შიშით ნათილისმარი.გზაზე ნაბიჯის წარდგმა უჭირდა:წინათგრძნობებით სავსეს მაშინვეგული უგრძნობდა რაღაც საშინელს.
VII
მერა რა? ფარულ სიამოვნებასპოვებდა იგი სასინელებით;წინაღობანი მოსგამს ბუნებას,ასე ვართ მისგან გაჩენილები.შობას მოჰყვება ლხენა, გართობა.მკითხაობს ცეტი ახალგაზრდობა,არ ედარდება მას არაფერი.მის წინ საწუთროს გზაა საცქერი,თვალმიუწვდენი: ხოლო სიბერესათვალეებით უმზერს სიცხადეს,მკითხაობს თავის კუბოს ფიცარზე,მისმა დღეებმა შორს გაიგელვე.დაუბრუნებლად; მაინც იმედიატყუებს ბალღურ ატატინებით.
VIII
ცნობისმოყვარე თვალს არ აშორებს,დასცქერის დამდნარ ცვილს ტატიანა,უმზერს ჩამოსხმულ ზღაპრულ არშიებს,მას რომ საოცრად შეეხმიანა.პირამდე წყალით სავსე3 თეფშიდანბეჭდები მწკრივად წამსვე ჩნდებიან:როცა ერთ ბეჭედს იღებს ასული,სიმღერა ესმის ჟამგადასული:"აღთქმულ მხარეში გლეხიც მდიდრდება,ვერცხლი ნიჩბებით აეხვეტება:ვისაც ვუმღერით - დაებედებამხოლოდ სიკეთე,მხოლოდ დიდება!"მაგრამ ავს ამცნობს მას ხმა მწუხარე,გულს ფისუნია უფრო უხარებს.
IX
ღაემა. ყინავს. გუნდი მთიებთამოწმენდილ ცაზე რარიგ საოცრად,რარიგ თანაბრად მოედინებადა ტატიანაც ამ დროს გამოჩნდაეზოში, შილიფ ხალათჩაცმული,მთვარეს უმიზნებს სარკეს ქალწული;მაგრამ სარკეში ობლად მთრთოლვარედა ნაღვლიანი მოჩანს მთოვარე.ჩუ. . . თოვლი ხმას ძრავს . . . სადღაც მგზავრია:ცერებზე დგება, გარბის ასული,ისი ძახილი ჰანგად დაძრულიტკბილ სალამურზე ხმანარნარია.ვინ ხარ? რა გქვია? ხმა გამაგონე!უცხო პასუხობს: "ვარ აგაფონი".
X
ტანია ძიძის რჩევას მოისმენს,ღამის მისნობის იწყებს გაცნობასდა ბრძანებს ჩუმად, მხოლოდ ორისთვისშიგ აბანოში სუფრის გაწყობას.მაგრამ შემკრთალი თრთის ტატიანა,მეც მეშიია - ჩემი სვეტლანარომ მახსენდება, მაგრამ შევდგებით. . .მასთან სამისნოდ არ გავჩერდებით.მოისხნის სარტყელს ყალამქრიშის,სამოსს გაიხდის, საწოლს გაიშლის,წვება, გარს უვლის ლელი ქალიშვილს,სარკეს ბუბულის აწევს ბალიში,როგორც სიჩუმე - ღამეს მთვარიანს;სდუმს არემარე, სძინავს ტანიას.
XI
და ხედავს იგი სიზმარს საოცარს:გზად უძევს ველი თოვლით მოსილი,მოდის და ინდორს ვეღარ გამოსცამწუხარე ბინდით გარემოცული.ნამქრებს შორის, მის წინ მქუხარებს,ზვირთებს აზავთებს რისხვით მდუღარე,ფაფარჭაღარა, ტალღებმოშავოღვაი ზამთარში გაუთოშავი.ორი ლატანი ყინვით შეკრულიმასზე გადებულ ხიდად ირწევა,იძვრის, ქანაობს საბედისწეროდ,ღრიალებს ღვარი გაშმაგებული,და ტატიანა მაშინ შედგება,აოგნებს მღვრიე საშინელება.
XII
ვით განშორებას დასანანებელს,ღვარს ტატიანა მდურვას აყრიდა:არავინ არ ჩანს, დასახმარებელსგამოუწოდოს ხელი გაღმიდან.უცებ შეირხა თოვლის გორაკიდა მის ქვეშიდან, როგორც ქომაგიდათვი გამოძვრა დიდი, ბომბორა,ტანია კივის, მხეცი მოგორავს,თათს ტატიანას უწვდის ბღავილით,თათს ხშირბალნიანს და ბასბრჭყალებას,ქალწული ბედავს ხელის ჩავლებას:შიშით, ცახცახით უფსკრულს გაივლის;გაღმა გადადის, მაგრამ რა ხდება?ქალიშვილს უკან დათვიც გაჰყვება.
XIII
ჩქარობს, მიჰყვება გზას ტატიანა,ისწრაფვის უკანმოუხედავად,მაგრამ ლაქიამ შავბალნიანმაარ მიატოვა, მისდევს ერთთავად. . .წინ ტყე გაშლილა, ფიჭვებს ლამაზადდამძიმებიათ თოვლით შტოები,დგანან მშვენივრად მოღუშულები.შიშველ ცაცხვების, არყის ხეების,თეთრი ვერხვების მაღალ მწვერვალებსშორის მთიებთა შუქი ელვარებს,გადასუდრულან ტყისპირ ხევები;გზები, ბუჩქნარი და ყველაფერიღრმად დაფარულა თოვლის ნამქერით.
XIV
ტყეში ტანიას დათვიც შეჰყვება,თოვლი მუხლამდე სწვდება ქალიშვილს,უცებ ხან გრძელი როკი ეხლებაკისერზე და ხან ოქროზარიშისსაყურეს სტაცებს, როგორც მძარცველი,ხან ლამაზ ფეხზე მას ფეხსაცმელისძვრება სოველი, ხან ცხვირსახოციდაუვრდება ღონეგამოცლილსდა ასაღებად ვერ დასწვდენია,შიშობს, ფეხის ხმა ესმის დათვისა,ცდილობს აწევას კაბის კალთისასმთრთოლვარე ხელით, მაგრამ სცხვენია.მოსევს ნადირი, ჩქარობს ქალწულიდა ვეღარ მირბის ჩამოქანცული.
XV
თოვლში წაიქცა; დათვი ებდღვნებადა გაიტაცებს ასულს ძუნძულით;ვერც შეირხევა, ისე ნებდება,ვეღარც კი სუნთქავს უგრძნობ-უძლური.მას ტყის ბილიკით მიჰყავს ქალწული,უცებ უღრანში ერთი საყლური,შორს გარიყული ქოხი შეხვდებათ,ქვეყნის ნამქერი ზედ რომ ეხვევა.ბრწყინავს სარკმელი და შიგ გაისმისჯოჯოეთური ხმები ნამდვილად.დათვი ბურდღუნებს: "აქ მყავს ნათლია:მასთან გათბები, ცოტას დაიცდი!" -იძახის იგი და ტატიანასწინკარის ზღურბლზე სტოვებს ტიალად.
XVI
ერკვევა, ახელს თვალს ტატიანა:დათვი წასულა; ისმის ზღუბლსმიღმაზრინვა, გნიასი ჭიქის წკრიალთან.ვით ხალხმრავალი ჭირის სუფრის ხმა.სად წევს - გარკვევა უჭირს ტანიას,შეიჭვირეტს იგი ჭუჭრუტანიდანდა რას შეხედავს: სუფრას სტუმრებიუსხედან ირგვლივ - სულ ურჩხულებიჩანს სახეძაღლი ერთი რქოსანი,მეორეს მამლის თავი აბია,იქვე დგას ჩონჩხი მკაცრი, ავყია,გვერდზე ქაჯი თხის წვეროსანი,კუდა ჯუჯასთან სხარტად გახედავსნახევრად წეროს, კატას ნახევრად.
XVII
თვალს იგი შემძრავ სურათს შეავლებს:ბობღავს ობობა კიბოს მზიდველი,ბატის კისერზე ქალი ტრიალებს,ზედ დამხობია ჩაჩი წითელი.ქარის წისქვილი ცეკვავს, ბუქნაობს,ფრთებს ატკაცუნებს, არხევს უქაროდ;ისმის ხარხარი, ყეფა, ხმაური,სიმღერა, კაცთა ხმა, ცხენთა თქარუნი.ხედავს ტანია, მათთან რომ არისის ვინც შორიდან იცნო სტუმრებში,მისთვის საშიში, მისივ ნუგეში -მთავარი გმირი ჩვენი რომანის.ზის ონეგინი და ალმაცერიმზერით სუფრიდან კარებს გასცქერის.
XVIII
იგი ანიშნებს - ყველა ირჯება;იგი სვამს - ყველა სხვამს და გიჟდება;იგი იცინის - ყველა ბჟირდება,წარბს შეკრავს - ყველა წამში დინჯდება.იგი ბატონობს მათზე, ეტყობა.ტატიანასაც უკეთესობაემჩნევა, ფრთხილად კარს ხელს შეახებს,ცნობისმოყვრულად, ოდნავ შეაღებს.უცებ დაბერავს ქოხში გრიგალი,ჭაღებს ჩააქრობს და ავსულებიშეშფოთდებიან გალურსულები;მათ ონეგინი თვალთა ბრიალითაჰყრის, სუფრიდან გრგვინვით ადგებადა კარებისკენ გაემართეა.
XIX
შიშით ილევა და ტატიანამალე გაქცევას ლამობს აკრძალულს,მოუთმენლობამ ააწრიალა,კივილი უნდა, მაგრამ არ ძალუძს.ევგენი აღებს კარებს ხმაურითდა ჯოჯოხეთის მავნე მსახურნიმოვლენილ ასულს, როგორც მსახვრალნიხვდებიან ველურ, ბოროტ ხარხარით.დაკლაკნილ ენებს, კუდებს ბამბურებს,ეშვებს, ულვაშებს, თვალებს ანთებულს,რქებსა და თითებს გადაძვალებულს,ხორთუმებს ყველა მისკენ აბრუნებსდა ყველას პირი დაუბჩენია,- ჩემია! - ყველა ყვირის - ჩემია!. . .
XX
ჩემია! - მკაცრად ბრძანა ევგენიმდა უცებ გაქრა ხროვა ავსულთა,ბნელ და გაყინულ ქოხს ონეგინიშერჩა მეგობარ სათნო ასულთან;მიიყვანს იგი მორჩილ ტანიასკუთხეში, სადაც კოჭლი სკამია.ზედ დაასვენებს, მერე იხრებამისი მკერდისკენ; უცებ იღებაკარი და ხედას - ოლგა ესტუმრათ,ლენსკიც შემოსდევს; შუქი ენთება,ონეგინს გულზე ცეცხლი ედება,ხელს აქნევს, თვალებს ქაჩავს მხეცურადდა ძალად სტუმრებს ლანძღავს ყვირილით,წევს ტატიანა გარდავლილივით.
XXI
დავა თანდათან უფრო აზავდა,უცებ გრძელ დანას დასწვდა ევგენი;ლენსკი დაეცა, და შემზარავადდაბნელდა; გულის შემქანებელიკივილისგან ქოხი შეირწა. . .ტანიას ელდით გამოეღვიძა. . .ხედავს: ოთხი სუნთქავს სინათლით;მეწამულ სხივებს ჰფენს განთიადიგაფიცრულ სარმკმლებს, კარი იღებადა ჩრდილოეთის ცისკრის ციალად,ფრთამალ მერცხალზე სწრაფი, ცქრიალაოლგა შემორბის და ეკითხება:აბა, ვინაა, თქვი, გამიმხილე,ის ვინც წუხელის სიზმრად იხილე.
XXII
მაგრამ ვერ ამჩნევს დას ტატიანა,წევს სასთუმალზე თავმიდებული,წიგნი უჭირავს და მის შრიალა,ფურცლებს მიჰყვება გარინდებული.თუმცა ეს წიგნი არ გადმოსცემდაარც მგოსნის ფიქრებს, არც ნაოცნებარს,არც სიბრძნეს და არც სცენებს ლირიულს,მაგრამ არც რასინს, არც ვირგილიუსს,არც ლორდ ბაიორონს და არც სენეკას,არც სკოტს, არც ჟურნალს ქალთა მოდებისელტვიან მსგავსი თავგამოდებით,როგორც მას, ძმებო, მარტინ ზადეკას,სიზმართამომხსნელს, ყოვლის წინამთგრძნობს,ქალდეველ ბრძენთა ცნობილ წინამძღოლს.
XXIII
ეს ღრმა თხზულება განმარტოებულსახლში ქორვაჭარს მოუტანია,ცალკე მალვინას ძველი ტომებიცშეუსყიდია მისგან ტანიასძლივს, სამ მანეთად და ათ შაურად.ჩარჩი უსართოდ არ დაჩაგრულა:გაშორებია წიგნის კარადასრული კრებულის ბაზრულ იგავ-არაკთა,ორ პეტრიადას და ტომს მეასმესმარმონტელისას და გრამატიკას. . .შემდგომ ამისა მარტინ ზადეკასუმხელს ასული ნაღველს მკვნესარეს,მას შესციცინებს, მას არ იცილებს,მასთა წვება და მასთან იძინებს.
XXIV
წუხელ ნანახი ზარავს სიზმარი -არ უწყის, როგორც ურავს იმალავს:საშიშ ოცნების ნაგულისხმარისმალე შეცნობა სურს ტატიანას.დახედავს მოკლე სარჩევს ასული,ანბანთა რიგში ხვება: ავსული,ბინდი, ბურუსი, დათვი, სავალი,უღრანი, ხიდი და სხვა მრავალი. . .ვერ განუქარვებს ეჭვებს ზადეკა:მაგრამ ბოროტი და საზიზღარიკარგს არ უქადის არას სიზმარი,გრძნობს, სამწუხარო რაღაც მზადებას. . .რამდენიმე დღეს არ ასვენებდა,სიზმარი იგი თავს ახსენედა.
XXV
ცაზე აისი ჩნდება ალისფრად,თავისი ხელით ფერმეწამულითდილის ველებზე მზედ და ხალისადდღეობა მოჰყავს დღესასწაულით.ლარინთა სახლში ხალხი მოგროვდადილიდან, მოდის სამეზობლოდან,ყველა ოჯახით მოაჯირითებსეტლებს, მარხილებს, ბრიჩკებს, კიბიტებს.დრეფანს მომსვლელთ ტალღა აწყდება,უცნობებს ერთურთს აცნობს სასტუმრო,ლეკვთ ყეფა, ქალთა კოცნა მატულობს,ზღურბლთან ჭედვაა; წუთით არ წყდებაზრინვა, ხარხარი, სტუმართ სალამი,გამდელთა, ბავშვით კივილ-ვალალი.
XXVI
მოდის მეუღლით ჩათქვირებულითპუსტიაკოვი - ცოლზე მსუქანი,სოფლის მეურნედ ხალხში ქებულიგვოზდინი - ღატაკ გლეხთა უფალი.ჭაღარა ცოლ-ქმრის სკოტინინებისკვალდაკვალ ჯოგი მოდის შვილების,ოცდაათი წლის მოსდევს ორწლიან,ნახავთ პეტუშკოვს მაზრელ კოპწიასდა ჩემს განაყოფ ძმას ბუიანოვს,ბუმბულით მოსისლ, გრძელკრტუზიანს,ყველასთვის ნაცნობს, როგორც ტუზიანს,ნახავთ გადამდგარ მრჩეველ ფლიანოვს -ბილწ ჭორიკანას, გაქნილ აშაქარს,მექრთამეს, ხარბს და ტაკიმასხარას.
XVII
ოჯახს პანფილე ხარლიკოვისასჩამოჰყვა ახლა და ტამბოვიდანოხუნჯი, წითურ პარიკოსანიმუსიე ტრიკე მათთან მოვიდა. . .როგორც ჭეშმარიტ ფრანგს თან ეგულვისტატიანასთვის გამზადებულიკუპლეტი ბავშვთა ჰანგზე სამღერი:Revellez vous, belle endormie 1ძველ ალმანახში იყო მანამდელექსად ნაბეჭდი ესე კუპლეტი.ვით მიხვედრილი, მარჯვე პოეტიტრიკე მას ხელად მკვდრეთით აღადგენსდა იგი ნაცვლად belle Nina2თამამად ჩაწერს belle Tatiana3.
XXVIII
ახლო დაბიდან მათთან მობრძანდა___________1 გაიღვიძეთ, მძინარე მზეთუნახავო.2 მშვენიერი ნინა.3 მშვენიერი ტატიანაროტის უფროსი - დგება სტუმრებში,კერპი მოწიფულ გასათხოვარტადა მთელი მაზრის დედათ ნუგეში.იგი ეწვიათ ნამ,დვილ სიახლეთ,პოლკის მუსიკის ხმაზე ვილაღებთ!თვით პოლკოვნიკმა ასე ინება!ყველას უხარის, ბალი იქნება!ქალიშვილობა ხტის სულწასული,მაგრამ საჭმელი მოაქვთ. წყვილებადსუფრის გარშემო ხალხი მწკრივდება.ტანიას მხრეს დასხდნენ ასულნი,კაცნი პირისპირ, პირჯვარს იწერენდა ბრბოს ბზუილში სუფრას იწყებენ.
XXIX
წუთიერ წყდება ხმები საუბრის:ჭამა ჩაღდება; აწი იწყებადანა-ჩანგლის და ჭურჭლის ჩხარუნიდა წვრილ სასმისთა არიწკინება.მერე ატყდება კვლავ მხიარულისტუმართ ხმაური და ჟრიამული:ყურს არ უგდებენ ერთურთს ისინი,სუფრა კამათობს, ხვნეშის, იცინის,უცებ იღება კარი ყურთამდის,შემოუძღვება ლენსკი ონეგინს."მადლობა უფალს თქვენის მოვლენით!" -დიასახლისი ყვირი პურადი.მისწი-მოსწევენ თეფშებს და სკამებს,მოსულ მეგობრებს ერთად დასხამენ.
XXX
მათ ტატიანას თვალწინ დასვამენდა დილის მანგზე ფერგადასული,მფრთხალი შველივით ტანმოცახცახე,ზირს ხრის მინისლულ თვალებს ასული.სუნთქვას უჩქარებს კვეთე ვნებათა,ბნდება და ორთა მისალმებათაცვერ ისმენს, ლამის ცრემლი დაღვაროს,ლამის წაერთვას გრძნობა საბრალოს,მაგრამ გონება და ნებისყოფადააძლევინებს წამებს გამოცდეის,იგი ორ სიტყვას ჩუმად გამოსცრის,თავშეკავების ძალა ეყოფა,ძალა - უმწარს წუთის დაძლევისდა უსიამო სუფრის გაძლების.
XXXI
ტრაგინერვიულ გამოვლენების,ქალწულთ გულისყრის, ცრემლის ქალწულთა,კარგახანია არ სწამს ევგენის,მათს რაობაში ბევრგზის დარწმუნდა.თუმცა ესწრებოდა დიდ დარბაზობას,ეს უხიაკი მაინც ბრაზობდა,მაგრამ ქალიშვილს თრთოლვა მალულიშენიშნა და ხრის თვალს სინანულით.წამს გაიფხორა გაჯავრებულიდა დაიფიცა მან შურისგება,ლენსკის გაკენწვლა, გაგულისება.ახლა წინასწარ გამარჯვებულიგასცქერის სტუმრებს, როგორც ნატურებსდა ფიქრში ხატავს კარიკატურებს.
XXXII
და რა თქმა უნდა, ევგენის გარდატანიას ჭმნვის მოწმე სხვაც არი,მაგრამ სამზერლად, განსჯის საბაბადამჟამად იქაც მსუყე ნამცხვარი. . .(საუბედუროდ გადამწათხული)და აი, ბოთლით თავგასანთულილითმოაქვთ შემწვარს და ბლაან-მანჟეს შუაციმლიანკური ღვინო შუშხუნა,მასთან სასმისნი წვრილნი, მაღალნი,შენი ნარნარი, ნაზი ტანივით;ზიზი, მიმზევებ სულს კრისტალივით,ხარ ჩემთა წმინდა ლექსთა საგანიდა მომხიბლავი ვნებათ ფიალა,ბევრჯერ დამათრო შენმა ტრფიალმა!
XXXIII
როცა ავარდა სველი საცობი,ბოთლიდან ღვინომ წამოიჩქეფა;და აი, რისხით ჩვენი ანცნობიმუსიე ტრიკე წამოიჭრება,კუპლეტით დიდხანს გაწამებული.სმენად იქცევა სტუმართ კრებული;ცოცხალ-მკვდარივით ზის ტატიანა.ფურცელი მისკენ მიატრიალატრიკემ, სიმღრით ყალბად მიმართა.აქუხდა ტაში, ვაშას ზახილი,ტანიაც შეხვდა მას თავდახრილი.პოეტმა მორცხვმა, მაგრამ დიადმაპირველმა ლოცვა უძღვნა გულწრფელიდა მას გადასცა უცბად ფურცელი.XXXIV
უსმენს მილოცვებს და მისალმებებს,მათ ტატიანა უხდის მადლობას.ევგენი ამჩნევს ნაღველს მწამებელსდა როს აპირებს სიტყვით ადგომას,მის სულში მკრთალი, ჩამოქანცულისიბრალულს ბადებს სახე ქალწულის.ქალიშვილს უხმოდ მიესალმება,ოღონდ სინაზე მისმა თვალებმა,აელვეს რაღაც თბილი იმედით;ეგებ გრძნობები მართლა ართობდაან კეკლუცობდა ან თამამობდა.ან უნებლიეთ ანდა სიკეთით,მან მზერით სიბთო ამოდ გამოსცა,ტანიას გული გამოაცოცხლა.
XXXV
დგებიან, სკამებს ახმაურებენ;სასტუმრო უცბად ხალხით ივსება:ასე ტკბილ სკინდა გულნი ფუტკრებისველზე ზუზუნით გაიხიზნება.ქებით სადილის შემამკობელიმეზობლის ცხვირწინ ქშენს მეზობელი.ბუხარს უსხედან დასად ქალები,კუთხეში დგანან ლამაზმანები.მწვანე მაგიდა ბევრგან გაშლილა;მოხუთ ბოსტონი უცდიდ ლომბერის.სულწრაფთ განთქმული ვისტი მოელის.გვანან ერთმანეთს, რაც თამაშია.ერთფეროვნებით, მოცვეთილობითპირმშონი ხარბი მოწყენილობის.
XXXVI
გაითამაშეს ვისტის გმირებმამერვე რობერი და მათ ადგილიცრვაჯერ იცვალეს, ჩაი რიგდება.დროსი განსაზღვრა მიყვარს სადილით,ჩაით და ვახშმით, ჩვენ ანგარიშიდროისა ვიცით ჯაფის გარეშე,არა გვჭირდება გამრჯე ზედმეტიკუჭია ჩვენი ზუსტი ბრეგეტი.აქვე ფრჩხილებში უნდა აღვნიშნოთ,რომ ჩემს სტროფებში ხშირად ვახსნებმეჯლისებს, ლხინებს, საჭმელ-სასმელებს,სუფრებს, საცობებს უანგარიშოდ.ვით შენ, ღვთიურო დიდო ომირო,სამი ათასი წლის ოქროპირო!
XXXVII, XXXVIII, XXXIX
ჩაი შემოაქვთ და ლამაზთაგანლამბაქთა დინჯად გადმოღებისას,უცებ ისმენენ ხმას დარბაზიდანფლეიტების და ფაგოტებისას.მუსიკის ჭექა აღაფრთოვანებს,თმობს პეტუშკოვი ჩაის რომნარევს,მიდის პარისი დაბა-ქალაქთაოლგასთან, ლენსკი - ტატიანასთან;მუსიე ტრიკე უწყებს ფრანტობასძველ შინებარეს ხარლიკოვსისა,მყის გააქანებს ვალსის ხმობისასბუიანოვი პუსტიაკოვას.მალე დარბაზში ყველა გაცვივდა:დაწყვილდნენ, ბალი ხელად გაბრწყინდა.
XL
მქონდა რომანი წამოსაწყებად(ნახეთ პირველი ჩემი რვეული)პეტერბურგული ბალის აღწერაალბანის მსგავსაც ჩაფიქრებული.მაგრამ გავფრინდი შორს ოცნებებითდა გამიტაცეს მოგონებებითთლილმა წვივებმა ნაცნობ ქალების.ამყოლი თქევნი მომცრო კვალების,წვივებო, კმარა, აღარ შევცდები!გზა სიყრმის გაცვლით უნდა ვიცვალო,ნამდვილად დროა - ჭკუა ვისწავლო.სიტყვის და საქმის მართვას ვეცდები,და ამ მეხუთე რვეულს უთვალავწიაღსვლას კალმით გამოვუკვალავ.
XLI
ერთფეროვანი და დამთხვეული,ციცხალ სიცოცხლის მსგავსი გრიალითქუხს და ტრიალებს ტალღად რხეული,წყვილებს ალევებს ვალსის გრიგალი.შურისძიების ჟამი ღვივდება,ონეგინს ჩუმად ჩაეღიმება,ოლგასთან იდის, თავს აიცეტებს,სტუმართა ირგვლივ მასთან იცეკვებს.მერე ჩამოსვამს სკამზე ქალისვილს,ათას რამეზე უწყებს საუბარს,და როცა ვალსი ისევ დაუკრავს,კვლავ მასთან ცეკვას აღად დაიშლის,სახტად დარჩება ყველა ამჯერად,ლენსკის საკუთარ თვალის არ სჯერა.
XLII
მაზურკა გრგვინავს და ჟამს გავხედავ,ოდეს მაზურკა უცებ ნაფეთქივეებერთელა დარბაზს არყევდა,და ტკაცუნებდა ქუსლქვეშ პარკეტიძრავდა ჩარჩოებს კარს-სარკმელებისას,ახლა კი, მსგავსად ნაზ ქალებისასრიალით ვცვითავთ ფიცართ გალაქულს,ქალაქში წესებს ვიცავთ ქალაქურს.მაგრამ გვიფარავს ისევ სოფელი,შემოუნახავს მას მაზურკაშიისევ ქუსლები, ხტუნვა, ულაში.მაზურკაის პეწი პირველყოფილიარ შებღალულა მტარვალ მოდისგან,სახადით რუსთა ახალ მოდგმისა.
XLIII- XLIV
ფიცხ ბუიანოვს - ჩემსავ ბიძაშვილსმოჰყვება ოლგა და ტატიანაც.ჩვენი რომანის გმირი იმ წამშიოლგას აცეკვებს ლაზათიანად,თან დაუდევრად მისდევს სრიალით,მას ჩასჩურჩულებს პირმომცინარირაღაც უშვერ და უზრდელ მადრიგალს,ხელზე ხელს უჭერს, უბრდღვიალდებაქალიშვილს სახე ამპარტავნული,ლენსკი ყველაფერს უმზერს: ენთება,ეჭვის ალმური გულზე ედება,წყრება პოეტი თავდაკარგული,უცდის მაზურკის უცბად ჩახშობას,კატილიონზე ოლგას თანხმობას.
XLV
მაგრამ უარობს ოლგა. არ ძალუძს?რა მოხდა? სიტყვა მისცა ონეგინს.ღმერთო, რას ისმენს?. . . როგორ სასწაულს!ვით შესძლო?. . . წამი დგას გაოგნების.მას ჩვილის ჩვრები შარსან გასცლია,ცეტ და მანჭია ბავშვად გაზრდილა,შეუსწავლია უკვე მზაკვრობა,გაცვლა, ღალატი, უკუღმართობა!ელდის გაძლების ძალა არ დარჩადა ლენსკი თვალთმაქც ქალთა წყველისას,გადის, მოითხოვს მოგვრას ცხენისას;მსწრაფლ გაჭენდება. წყვილი დამბაჩადა წყვილი ტყვია - სხვა გზა არა ჩანს,რომ ხვედრის მისი სწრაფად გადაჭრას.
თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე
იქ, სადაც დღენი მოღრუბლულნი დახანმოკლენი არიან, იბადება ხალხი, რომე-ლიც უტკივილოდ კვდება. (იტალ).პ ე ტ რ ა რ კI
ნახავს რა ლენსკის ჩუმად გაპარვას,ონეგინს ისევ დარდი ჩამოღლის,ოლგასთან ახლოს ურვა დაღარავსშურისძიების წამით კმაყოფილს,ევგენის ოლგაც აჰყვა მთქნარებით,ლენსკის ეძებდა ლამაზ თვალებით,ავ სიზმარივით მას გულს ულევდაკატილიონი დაუსრულებლად.ცეკვა დამთავრდა. ვახშმად გადიან,წინა კარიდან ქალწულთ ბინამდისსწოლებს შლიან სტუმრებისათვის, 'სუყველას მშვიდი ძილი სწადიან.ჩემი ევგენი მათ გასცილდება,შინ მარტო გასწვს დასაძინებლად.
II
ყველა მილაგდა და სასტუმროშიხვრინვა გაუდის სქელ პუსტიაკოვსთავის სქელ ცოლთა. სასადილოსისკამებზე სძინავს ჩვენს ბუიანოვს,პეტუშკოვს, გვოზდინს, სნეულ ფლიანოვს.ცაჩშელანძღული, თბილსაცვლიანიმუსიე ტრიკე წევს იატაკზე.დების სენაკში სძინავთ ლამაზებს.სარკმელთან ობლად დგას ტატიანა,აღარ ასვენებს მწარე ნაღველი,შემოვლებია თავზე ნათელითშარავანდედის მსგავსად დიანა,მის თვალზე ძილი არ ისადგურებსდა ბნელით მოცულ არეს გაჰყურებს.
III
მათთან ევგენის უცბად სტუმრებამ,მის თვალთა თბილმა შუქმა იმედის,ოლგასთან ქცევის უცნაურობამგამსჭვალა იგი სულის სიღრმემდის.არა, არ ძალუძს მისი გაგება,იჭვნეულ სევდით ფორიაქდება,თითქოსდა გულზე ცივ ხელს უჭრენ,თითქოს უფსკრული თვალებს უჭრელებს,მის ქვეშ ღრიალებს მღვრიე ღვარცობად. . ."დავიღუპები, - ამბობს ტანია,მაგრამ სიკვდილიც მომხიბლავია,მისგან დაღუპვას ვიღებ განცხრომად.არ ვდრტვინავ, რად ვიქმ ბედის ყვედრებას?ვერ მიძღვნის იგი ბედნიერებას".
IV
წინ, წინ, გაუდექ გზას ისტორიავ!ახალი პრი ახლა გეცნობათ;ხუთ კილომეტრზე კრასნოგორიდან,ლენსკის მამულის ახლომეზობლად,დღემდე დღეგრძელობს მყუდრო სოფელშიფილოსოფიურ უდაბნოეთში,ერთ დროს ამრევთა ავან-ჩავანი,მებანქოეთა ბრბოს ატამანიზარეცკი შმაგი, ტრაქტირთ ამკლები,ახლა კეთილი, სადა, უბრალო,ოჯახის მამა, მაგრამ უქალო,წყნარი ბატონი, ძმობის გამგები,პატიოსნადაც რომ იწოდება:ეს საუკუნე როგორ სწორდება!
V
ერთ დროს ქლესა ხალხს მისი ბოროტისიმამაცისთვის ქება უძღვნია:მართლაც მარჯვობდა და პისტოლეტითხუთ საჟენიდან ხვრეტდა ტუზიანს.ამასაც გეტყვით, ველზე რბოლისას,ნამდვილად მთვრალმა ცხარე ბრძოლისას,გამოიჩინა თავი მედგრულად.კალმიკურ ცხენზე ამხედრებულმატალახში სტკუცა თავი ვაგლახად,ფრანგებს ჩაბარდა: ძვირი მძევალი!ღირსების ღმერთი, ახალრეგალი,დასატყვევებლად ახლაც მზად გახლავთ,რომ კვლავ გაუწყოს სამ ბოთლს სინსილავერისთან1, ყოვლე დილას ნისიად.
VI
ადრე ხუმრობდა ენამახვილი,ბრიყეს აიგდებდა იგი მასხარად,გააბრიყვებდა ჭკვიანს ბალღივით,ხან შემპარავად და ხან აშკარად,თუმცა ზოგ ოინს ვერ გადაურცა,ხუმრობდა ბევრჯერ ძვირად დაუჯდა,ზოგჯერ თვითონაც დამარცხებულიბრიყვივით დარჩა გამასხრებული.დავა შეეძლო მას მხიარულად,ბასრი, ხან ბლაგვი სიტყვის გარევით,ხან განგებ სდუმდა, ცივ ანგარებით,ხან წაქეზებით, განგებ, მზაკვრულად,გაახელებდა, ყმაწვილ მეგობრებს,მტრად რომ შეყროდნენ ერთიმეორეს.
_________1 პარიზელი რესტორატორი.
VII
იგი ხან ძალით დააზავებდამათ, საუზმეზე დაყოლიებით, -მერე საქვეყნოდ ამასხარებდალაღი ხუმრობით და ტყუილებით.Sed alia tempora! და მამაცობა(ტრფობის სიზმარი ან სხვა ანცობა)ქრება კვალდაკვალ ყმაწვილკაცობის.ასე ზარეცკიც, ჩვენი ნაცნობი,აკაციებს და შოთხვებს იჩრდილებს,გადარჩენილი გრიგოლ რბოლაში,ბრძენივით ცხოვრობს და რგავს ბოსტანშიჰორაციუსის მსგავსად ჩითილებს.ამრავლებს იხვებს, ბატებს თავისთვისდა ბალღებს ანბანს აჩვევს ხალისით.
VIII
არ იყო ბრიყვი, და ჩემს ევგენისმისი სიწრფელის არა სჯეროდა,მოსწონდა მისი მოსაზრებები,ყოველ საკითხზე საღად მსჯელობა,მეზობელს იგი ხშირად ხვდებოდა,მუდამ სიამით ეახლებოდა,დილით ოდნავაც კი არ გაოცდა,როცა ზარეცკი მასთან გამოჩნდა.იგი პირველსავ მისალმებისასშეაწყვეტინებს ბაასს დაწყებულს,დაუბრიალებს თვალებს ნაწყენი.თან მიაწოდებს წერილს ლენსკისას.ევგენი წუთით ცალკე გადგებადა ჩაიკითხავს ბარათს სარკმელთან.
IX
იყო საამო, კეთილშობილი,მოკლე გაწვევა, ანუ კარტელი:მას სთავაზობდა დუელს ძმობილისიტყვაფაქიზი და სუსხნათელი.ევგენიმ დიდხანს არ აცდევინა,ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია,ელჩს მიუბრუნდა და დააბარა,რომ საამისოდ მუდამ მზადაა.ზარეცკიც მასთან აღარ შეყოვნდა,უთქმელად ახსნა-განმარტებათაწამოდგა იგი და გაემართა,შინ უამრავი საქმე ელოდა.იდგა ევგენი და თავს საკუთარსგულით უთვლიდა ათას სამდურავს.
X
და იგი მართლაც მკაცრი გარჩევითთავს საიდუმლოდ ასამართლებდა,მას ბევრ რამეში დასდო სასჯელი:ჯერ ერთი, ჰკადრა მასხრად აგდებასიყვარულს სათუთს, წმინდას, რომელსაცწუხელ უნდილად, ბილწად მოექცა,მეორეც ის რომ: პოეტს უმრწემესსდა თვრამეტი წლის ყრმაკაცს უწრფელესსარ აპატია ყრმული ცეტობა,გულით მისი თუ სწამდა ონეგინს,რად იქცა ბურთად ცრუ წარმოდგენის,რად არ აღირსა ბრძნული შენდობა?ანჩხლი ბიჭივით რამ გააცოფა?რად ჰყო ღირსება, ჭკუა, კაცობა?
XI
მას ხომ შეეძლო გრძნობის განდობა,არა ნადირის მსგავსად აჯაგვრა,ყმაწვილი კაცის გულის გათბობა,გულის მოგება, არა დაჩაგვრა,ახლა გვიანღა არის ვალალი,რადგან ამ საქმის შუამავალიძველი ოსტატი გახლავთ დუელის,ბოროტი ჭორის, ლანძღვის, ტყუილის. . .და, რა თქმა უნდა, ზიზღის ღირსიალაზღანდარული მისი სიტყვებიც.მაგრამ ხითხითი, ცილი ბრიყვების. . .ხალხის საერთო თვალსაზრისია!პატიოსნების ჩვენი ზამბარა!სამყარო ბრუნავს მის ანაბარა!
XII
მოუთმენელი მტრობით მდუღარეპოეტი ახლში პასუხს მოელისდა ჰა, ზეიმით, ღრძოდ მოუბარიდასტურს მიუტანს მას მეზობელი.იჭვნეულს ძრავდა დღესასწაული!იგი შიშობდა, ფლიდს რომ მზაკვრულირამე გზით თავი არ დაეძვრინა,ხუმრობით ტყვია არ აეცდინა.განქარვებია ახლა ეჭვები,აღარც მოქიშპის ფანდი ადარდებს,წისქვილთან ხვალვე, განთიადამდეშეხვედრა დათქვეს მათ უეჭველი.ერთერთის ჩახმახს გასახვრეტელიბარძაყი ელის ან საფეთქელი.
XIII
ჯერ გადაწყვიტეს აღარ ეხილა,ორთაბრძოლამდე აღარ უნდოდალენსკის ენახა ოლგა გრეხია,უმზერდა მზეს და საათს უნდობლად:მან ჩაიქნია ხელი ბოლოს დააღმოჩნდა ისევ სამეზობლოსთან.გაუფიქრია, როგორც ეტყობა,უცბად სტუმრობით ოლგას შეკრთობა,მაგრამ ამაოდ; ნახვა, ეამასაბრალო მგოსნის მისვლით შეფრინდა,ოლგამ ისკუპა ძირს დერეფნიდან,როგორც იმედმა თავქარიანმა,ისევ უცვლელმა, კეთილმსურველმა,ცელქმა, ცინცხალმა და უზრუნველმა.
XIV
"რად გაიპარეთ წუხელ ადრიან?" -ოლგას პირველმა კითხვამ მოღუშა,ლენსკი ერთიან უცებ აიმღვრა,მდუმრემ ცხვირი ძირს ჩამოუშვა.გაქრობა წყენა, ეჭვის ეღირსაწინარე მისი წრფელი მზერისა,წინარე სათნო უბრალოებისდა თამამ სულის უმანკოების.მზერა უტკბება, ხდება გულჩვილი,ხედავს, რომ იგი უყვართ ისევე,ღრღნის სინანული, ვეღარ ისვენებს,მობოდიშება სურს და მუნჯივითთრთოლვით უქრება სიტყვა სათქმელი.ბედნიერია, თითქმის ჯანმრთელი. . .
XV. XVI. XVII.
და კვლავ ფიქრიანს, ისევ დაღვრემილსვლადიმირს ახლა ძალა არ ჰყოფნის,რომ თავის ოლგას ის წუხანდელიწუთი უხსენოს შეურაცხყოფის.ფიქრობს: "ვიქნები მისი დამცველი,როგორ მოვითმენ - ბილწმა დამწველიმაცდური ოხვრით, ქათინაურითშებღალოს გრძნობა ყმაწვილქალური.ასე შროშანის ღერო საღრღნელად,შხამის სანთხევად რჩება მადლისა,ჭკნება ყვავილი ორი დილისა,ვერ ეღირსება გაშლა ნახევრად".ეს ყოველივე ნიშნავს, ცხადია,ლენსკის მოყვასთან სროლა სწადია.
XVIII
მას რომ სცოდნოდა, რა უკურნავიჭრილობა უწვავს გულს ტატიანას,რომ გამოეცნო ასულს გუმანით -ხვალის დღე როგორ ელდას იმალავს,რომ ყრუ სამარის გამო მოელისდილით ლენსკისთან ბრძოლა ონეგინს,ეჰ, ეგებ მისი ტრფობა-კვეთებამეგობრებს ახლად შეაერთებდა,მაგრამ ეს გრძნობა ალალბედადაცარ გაუცია მათგან არავის,ევგენი სდუმდა მსგავსად სამარის,ტანიას ჩუმი ალი ფეფლავდა,იქნებ სცოდნოდა მხოლოდ დედაბერს,მაგრამ ვერ მიხვდა ძიძა ვერაფერს.
XIX
მთელი საღამო ლენსკის, დაბნეულს,ხან ლხენა სძლევდა და ხან წუხილი,თუმცა მუზისგან სვეგანაზებულსყველას ესა სჭირს: წარბშეჭმუხვნილიკლავიკორდებზე ახლა მარტოდენუკრავდა იგი მაღალ აკორდებს,ხან ჩურჩულებდა ოლგას მზერისას:ხომ ნამდვილია? ბედი მეღირსა!მაგრამ წასვლის დრო უკვე დგებოდა,ეკუმშებოდა მას ნაწვალებიგული, - ქალწულთან გამოსალმებისწუთებში თითქოს ეფლითებოდა.ოლგამ შეხედა: "რა დაგემართათ?""არაფერია". - თქვა და გაემართა.
XX
სახლში მისვლისას სანთლის პარპარშისინჯას დამბაჩებს, ყუთში ალაგებს,სამოსგახდილი შილერს გადაშლის,მას მაინც ერთი ფიქრი განაგებს,ვეღარ ისვენებს დარდმორეული,არ უთვლემს გული აბორგებულიდა ენით უთქმელ მშვენიერებადთვალწინ უდგება ოლგა ჩვენებად.წიგნს ვლადიმირი განზე გადასდებს,კალამს აიღებს: ლექსის სტროფებიივსება მისი ტრფობის ბოდვებითდა მათ ხმამაღლა ჰანგზე ღაღადებსლირიულ წვით და გზნებით ფერმკრთალი,როგორც დელვიგი ლხინში შემთვრალი.
XXI
აი, შემთხვევით მისი ლექსები,შემორჩენილი მართალ გულისხმად:"სად ხართ, სად მზეობთ, სად გამექცევით.დღეებო ოქრო-გაზაფხულისავ?ან ხვალინდელი დღე რას მპირდება?მას თვალი ჩემი ვერ აკვირდება,იგი წყვდიადში სუფევს მარადეის.არც ვეძებ, მჯერა ბედის სამართლის.თუ დავეცემი ისარგაყრილი,თუ ჩამიფრინა გვერდზე სიკვდილმა,ყოველმა მადლმა: ძილმა, ღვიძილმაიცის თავისი დრო და ადგილი;კურთხეულია დღე საზრუნველი,კურთხეულია ღამეც გულბნელი!
XXII
ხვალ გაბრწყინდება სხივით რიჟრაჟი,დღის შუქ-ნათელი ათამაშებდა;მე კი იდუმალ და ბნელ ბინაშიარ ამცილდება, ალბათ, ჩაშვება,და ახალგაზრდა მგოსნის ხსენებამდორე ლეტაში ჩაესვენება.ჩემს კვალს ქვეყანა მალე წარიშლის,მაგრამ მშვენების ნათელ ქალიშვილსნუ დაგცურდება ცრემლი ნაადრევურნასთან ფიქრით: როგორ მიყვარდი,მწარე საწუთროს გზა - განთიადიშენ ერთს მშფოთვარე როგორ გაგანდე!. . .(მეგობარი ხარ, შვების მომცემი,მოდი, ქმარი ვარ, შენი მლოცველი!. . ."
XXIII
ასე წერს დუნედ და ბუნდოვნად(რასად რომანტიზმს ვარქმევთ სახელად,ოღონდ რომანატიზმს აქ ოდნავადაცვერ ვამჩნევ: მასთან რა გვესაქმება?)და, ბოლოს, ლენსკი, ღამის დასასრულს,თავს წასთვლემად დახრის დაქანცულს;რომ დასწერს მოდურ სიტყვას, "იდეალს",ძილი ნელ-ნელა მოეკიდება.მაგრამ სულ მალე თავდავიწყებადბურანით მოსილს და გარემოცულსმის კაბინეტში ჩუმად შემოსულსტუმრის ძახილზე გაეღვიზება:"შვიდი იწყება, - ხმობს მეზობელი, -დროა, ევგენი უკვე მოგველის.
XXIV
ამ დროს ძილქუში სჭირდა ონეგინს;რაც მეზობელმა თქვა - ტყუილია.მიმქრალა ღამე ჩრდილთა მოლევით,მამალს ცისკრისა დაუყივლია.ევგენის ისევ სძინავს ღრმა ძილით,მზე შუბისტარზე ბრწყინავს აწვდილი,დაქრის ქარბუქი გადმონაფრენი,ეხვევა ფიფქთა გამონათებით.მაგრამ ევგენის ძილს რა წარსტაცებს,თავს დასტრიალებს ახლაც ბურანი,ბოლოს გაახელს თვალს ნაურვალიდა ფარდის კალთებს ფიცხლად გადასწევს;გახედავს - ატყობს მაღლა მზერისას -დრო გარდასულა გამგზავრებისას.
XXV
უცბად დარეკა მან და მსხურიფრანგი გილიო იმწამს მოვარდა,ფეხსაცმელები, ხალათსასხმურიდა თეთრეული ფიცხლად მოართვა.ჩქარობს ევგენი, იცვამს სასწრაფოდ,მსახურს ავალებს, მასთან სამგზავროდრომ გაემზადოს, მასთან რომ იყოს,საბრძოლო ყუთის თან წამოიღოს.მარხილი უცდით როდისაქეთი. . .ჩასხდნენ და წისქვილს ელვის უსწრაფესმიეჭრნენ. იგი მსახურს უბრძანებს,რომ ის "ლეპაჟეს~ ლულებს ავბედითსზიდავს მის უკან, გარეკს ცხენებსაცწყვილ ბერმუხასთან შესასვენებლად.
XXVI
ლენსკი ჯებირზე მკლავდაყრდნობილიიცდის, იოკებს ბოღმას ნაღვივებს,ზარეცხკი მისი თანასოფლელიმექანიკოსი, დოლაბს აგინებს.ბოდიშს მოუხდის მათ ონეგინი."სად არის, - კითხავს გაოგნებულიზარეცკი, - სად გყავთ თქვენ სეკუნდანტი?"კლასიკურ წესის მონა, პედანტიდუელს ეტრფოდა იგი გულწრფელად,უშნოდ კაცისკვლის ნებას არ რთავდა,ბრძოლას ვერასგზით ვერ წარმართავდამკაცრ ხელოვნების წესთ დაუცელადდა უცოდინრად ძველთა წყაროთა.(რისთვისაც მისი ქება წარმოვთვათ)!
XXVII
"ჩემს სეკუნდანტად? - თქვა ონეგინმა, -აი ეს ჩემი ახლო ამფსონიmonsieur Guillot წარმოდეგნილადა არა აქვს რა არმოსაწონი.ნაღდად სუფთა და სანდო ჯეილი. . .თუმცა არ გახლავთ გამოჩენილი".ზარეცკიმ სიმწრით ტუჩზე იკბინა."ეგებ დაგვეწყო", - თქვა ონეგინმა."დროა, დავიწყოთ", - თავდაჭერილადმიუგო ლენსკიმ, და გაემართნენწისქვილის უკან, ბჭობა გამართესზარეცხკიმ და იმ სანდო ჯეელმასაყურადღEბო საქმის განხილვით,იცდიდნენ მტრები თვალებდახრილნი.
XXVIII
მტრები! მათ განა დიდი ხანიასისხლი წყურვილი რც ანცალკავებს?დიდი ხანია, რაც გულახდილადმოცლის ჟამს, ფიქრებს, ტაბლას, საქმეებსიყოფდნენ ძმურად? დღეს სიძულვილით,შთამომავლობით გადმოსულივით,როგორც საშინელ და ბნელ სიზმარში,ცივად, მდუხარე ჟამის წინაშეემუქრებიან ერთურთს არყოფნით.სჯობს გაიღიმონ აუცილებლად,ვიდრე მათ ხელი გაუწითლდება,სჯობს დაზავება კეთილ თანხმობით,მაგრამ მტრობაა ჩვენში ველური,ყალბი სირცხვილით შეშინებული.
XXIX
პისტოლეტები უკვე კრთებიან.ზუმბაზე ჩაქუჩს გააქვს კაკუნი.შროვან ლულებში ტყვიებს ტენიან,პირველად დასცდა ჩახმახს ჩხაკუნი.დენით ნაცრისფერ ჭავლად იცვლებაფალიას ყბაში და ბასრკბილებაკაჟიც ჩანს სანდოდ დამაგრებული,კუნძთა გილიო დგას აბნეული.იქვე მიჰყრიან მტრები ლაბადებს,და ოცდათორმეთ ნაბიჯს მხედრულად,ზარეცკი ზუსტას და ჩინებულადგადათვლის, მერმე მსწრაფლ განალაგებსსაპირისპირო ხაზზე მეგობრებს,დამბაჩებს იღებს ერთიც. მეორეც.
XXX
"ახლა შეებით", - მტრებმა გულგრილადდა ჯერ მიზანში სროლის ვადამდემტკიცე სვლით, დინჯად, ხმისგაუღებლადოთხი ნაბიჯი როცა გადადგესმოუსავლეთის ოთხ საფეხურად,მაშინ პირველი, წინდახედულადთავის დამბაჩას ჩვენი ევგენიშემართავს ნელა, შეუსვენებლივ.ხუთ ნაბიჯს ორი ისევ გადათვლის,ლენსკი მარცხენა თვალს რომ მოჭუტავს,იწყებს მიზნებას, მაგრამ იმ წუთასევგენი ესვრის. რეკავს საათიაღსასრულისა. . . და სდუმს პოეტი,უხმოდ ვარდება ძირს პისტოლეტი.
XXXI
ხელს იგი მკერდზე ფრთხილად იფარებსდა ძირს ეცემა. ნანისლ თვალებითსიკვდილს ასახავს განა სიმწარეს.ასე მთის კალთას აციალებითმზეზე მბრწყინავი, მწველნაპერწკლებაზვავი თოვლისა ნელა ეცლება.და იმ წამს, ცივ წყალგადასხმულივით,ევგენი ლენსკის ნახვის წყურვილითმიეჭრა, უხმობს, მაგრამ ჭაბუკიგათავებულა. ვინ გაუგონოს?ყრმა მომღერალი გაქრა უდროოდ.ასე მშვენიერ ყვავილს ქარბუქიაზრობს რიჟრაჟი გაუთეველშიდა ცეცხლი ქრება სკურთხეველში.
XXXII
უძრავად იწვა და დასჩრდილვოდასახე საოცრად მშვიდი, დაღლილი,მკერდქვეშ გასვლოდა მას ღრმა ჭრილობა,ორთქლით უჩქეფდა სისხლი დაღვრილი.ერთი წამის წინ მისი მხნე გულიმკერდში ფეთქავდა შთაგონებულიტრფობით, იმედით, მტრის სიძულვილით,სიცოცხლის ეშხით, სისხლის დუღილით.ახლა, ვით სახლი უკაცრიელი,ბნელი, დარაბებგადარაზული,ჩუმი, სარკმლებზე ცარცგადასმული,სამარადისოდ სდუმს ცარიელი,დიასახლისიც არ ჩანს, უფალო,ვინ უწყის, საით გაქრა უკვალოდ.
XXXIII
გაამებთ, ოდეს წინდაუხედავმტერს ეპიგრამა ცოფავს მახვილი,გაამებთ მზერა, ოდეს უტეხადაქვს მარქენალი რქები დახრილიდა უნებლიეთ სარკეს შესცქერის,სცხვენია თავსი ცნობა შერცხვენილს.მეტად გაამებთ, ძმანო, ბრიყვულადმე ვარო! მა თუ წამოიყმუვლაუფრო გაამებთ მისთვის დუმილითპატიოსანი კუბოს მზდება,მიზნად ფერმკრთალი შუბლის აღება,შუა მანძილზე, დიდბულივით,მაგრამ თქვენ, ალბათ, ნათელ მამებთანმისი გაგზავნა არ გეამებათ.
XXXIV
რას იზამთ, ოდეს თქვენი დამბაჩითგანგმირულს ნახავთ ჭაბუკ მეგობრს,ვინც სმაში ანდა ცხარე კამათშითქვენთან იჩენდა დაუდევრობასუდიერ მზერით, უკმეხ პასუხითან გაგამწარათ შეურაცხყოფით,ანდა თვითონვე დაგრჩათ ნაწყენი,ორთაბრძოლაში თქვენი გამწვევი,ბრძოლის დამწყები ფიცხლად, თამამად.ბრძანეთ, როგორი გრძნობა მოგიცავთ,როდესაც შუბლზე სიკვდილს მოისხამსდა გაქვავდება იგი თანდათან. 'ოდეს არ ესმის ყრუს, ხმაგაკმენდილსძახილი თქვენი სასოწარკვეთის?
XXXV
დგას სულის ქენჯნით გაოგნებული,ხელში დამბაჩის ტარჩაბღუჯული,ლენსკის დასცქერის თავს ონეგინი."რას იზამ, მოკვდა", - ესმის ჩურჩული.მოკვდა! შეზარავს ეს გულსაკლავისიტყვა ევგენის, იგი კანკალითგანზე გადგება და ხალხს გასძახებს,საშინელ განძად სახლში წასაღებსცხედარს გაყინულს და გაქვავებულსზარეცკი ფრთხილად დასდებს მარხილზე.ცხენებმა მკვდარი იგრძნეს სამხილზე,გახელდნენ: თრთიან, დუჟს აქაფებულსრვალის ლაგმებზე ღვრიან ფრუტუნითდა ჰა, გაფრინდნენ, როგორც შურდული.
XXXVI
ძმანო, პოეტი თქვენც გეცოდებათ:ნათელ იმედით, რწმენით აღსავსესოცნება დარჩა შეუმოსველად,ოდეს იცვლიდა მრწემის ტანსაცმელს,დაჭკნა! სადღაა გზნება, ნდომანი,კეთილშობილურ მიზნით ლტოლვანიყმაწვილკაცობის ფიქრთა, გრძნობათა, -მაღალთა, ნაზთა და უპოვართა?სად გაქრა შმაგო ტრფობის სურვილო,წყურვილი შრომის, სიბრძნე-ცოდნისა,სად ხარ ოცნებავ, დღემიწურვილო,ლანდო იმიერ ქვეყნის - ედემის,სიზმრებო წმინდა შემოქმედების.
XXXVII
ეგებ იქ ქვეყნის სიკეთისათვისდა ან დიდების ღირსად შობილა;ეგებ აწ ჩუმი ჩანგით სიმართლისუწყვეტ გუგუნად, ხმაშეწყობილადსაუკუნეებს გადასწვდენოდა,ეგებ პოეტს ხვედრი სწვეოდადა ღირსებოდა მზით გაჩაებულსცხოვრების კიბის მაღალ საფეხურს.მოწამებრივმა მისმა აჩრდილმაეგებ წაიღო თან ხვაშიადიწმიდა, და ჩქარა ჩვენთვის დიადი,ცხოველმყოფელი ხმა საფლავს შინა,სად დროის ჰიმნი ვეღარ მისწვდება.ვერც თაობათა ლოცვა-დიდება.
XXXVII. XXXIX.
ანდა შესაძლო არის: პოეტსაცჩვეულებრივი ხვედრი უცდიდა,დრო სულ ჭაბუკად არ დასტოვებდა,გაუნელებდა ცხელ სულს გულცივად.ყოფა შესცვლიდა მასაც ერთთავად,მუზებს გაჰყრიდა და ცოლს შერთავდა,ბედნიერს, რქოსანს - ცოლის ღალატითტანთ ეცმევოდა თბილი ხალათი.სოფლად ცხოვრების ავ-კარგს იწვნევდა,ორმოცი წლისას ქარი ნიკრისისდასცდიდა. ჭამით, ჭარბი ღვინისსმითგასუქდებოდა და მოიწყენდა,ბოლოს ლოგინის ყმა სულს დალევდამტირალ ცოლ-შვილთან და მკურნალებთან.
XL
მაგრამ მკითხველო, რა გზას მოვძებნით,ვაგლახ! ჭაბუკი შეყვარებული,პოეტი ფიქრის, მაღალ ოცნებისწევს მეგობრისგან წესაგებული!და სოფლის მარცხნივ, სადღაც ეღირსაცხოვრება პირმშოს შთაგონებისას,ერთურთს ფესვებით გადახლართულიდგას ორი ფიჭვი. მათ ნაკადულიახლო ველიდან უვლის ჭავლებით,იქ დასვენება უყვარს მეგუთნეს,წყალში წკარუნით ნთქავენ ხელთუნგებსმოწყურებული მკელი ქალები,იქ ხშირ ჩდილოში წყარო უგალობსქანდაკებიან საფლავს უბრალოს.
XLI
ფიჭვებქვეშ (როცა ცრის გაზაფხულისწვიმა საყანე ვრცელ ნათესებზე)მწყემსი თავისი ჭრელი ბანდულისბლანდვით უმღერის ვოლგელ მეთევზეთ.და მონებივრე ყრმა ქალს, ქალაქელს,ზაფხულსი სოფლად მოაგარაკეს,ოდეს გაუწევს გული მინდვისკენ,იგი ჭენებით ძელგთან მიირბენს,აღვირს ათოკავს, ცხენს დაავანებს,ქუდის ვუალის მაღლა აწევითიგი უბრალოდ ქვაზე წარწერილეპიტაფიას თვალს გადაავლებს,იგრძნობს წუთიერ დაგვას გულისას,ნაზ თვალებს ცრემლი გადაუნისლავს.
XLII
მისდევდა ტრიალ მინდორს ნელინელ,ოცნების ტვირთით და გახსენებით,დიდხანს სტკიოდა ქალს უნებლიეტსული ავსილი ლენსკის სვე-ბედით,ფიქრობდა: "ოლგას რა დაემართა,გული სიმწრისგან დიდხანს გვემავდა,თუ ცრემლის წვიმამ მსწრაფლ გადაიღო,ნეტავი ახლა სას ჰყავს დაიკო?ამ ქეყნისაგან და კაცთაგან გამდგარი,აბდლად მავალი ნისლის მობრუვით,მოდურ ლამაზთა მტერი მოდური,ჭაბუკი მგოსნის მკვლელი სად არის?"ცოტა მადროვეთ, არ გაწბილდებით,გაცნობებთ დინჯად და დაწვრილებით.
XLIII
ოღონდ ჯერ არა. . .თუმცა გულწრფელადმიყვარს მე ჩემი გირი, ღირსია,რომ დავუბრუნდე აუცილებლად,მაგრამ ჯერ მისთვის ვერ მომიცლია.მკაცრი პროზისკენ წლებით ვიხრები,წლებს გაუყრია ცეტი რითმები,და - წმარე ოხრვით გამოგიტყდებით, -მათ ზოზიალით, ზანტად მივყვები.კალამს არ ძალუძს ძველი უნარითფრთამალ ფუცლებზე მელნის მოცხება,ახლა სხვაგვარი ცივი ოცნება,ახლა სასტიკი სხვა საზრუნავიქვეყნის ხმაურში და სიჩუმისასაკრთობს სიმშვიდეს ჩემი სულისას.
XLIV
ხმა შევიცანი სულ სხვა სურვილთა,ვცანი ახალი სხვა კაეშნები,ვერ ვანუგეშებ პირველს სრულიადდა ძველ კაეშნებს აღარ ვეშვები.ჰე, ოცნებანო! გაჰქრა დატკბობა?და მისი რითმა "ახალგაზრდობა"ნუთუ დასასრულს მართლა დამჭკნარამისი გვირგვინი ცხადად, აშკარად?ნუთუ ნამდვილად სადღაც დაქანდნენუელეგიოდ გამოსახულიდღეები ცემი გამოზაფხულის(რაზეც ვხუმრობდი ლაღად აქამდე?)ნუთუ მივყვები მათ სვლას (მარადისს?ნუთუ ვსრულდები ხვალ ოცდაათის?
XLV
ჩემი შუადღეც დადგა ამჯერადდა ვხედავ, მმართებს ახლა განდობა.მაშ ჩამომართვი ძმურად მარჯვენა,მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდობავ,მადლობა გიხდი სიამეთათვის,სევდისთვის, უტკბეს სიმწარეთათვის,ზართა, გრიგალთა გამო, ლხინისთვისდა ყველა, ყველა წყალობისათვის.მადლობელი ვარ შენი, შენითვეკიდეც ვდუმდები და კიდევ ვღელავდი.სიამოვნება ვიგრძენ ყელამდი.კმარა, სიამე ბევრი შევიტკბე!ნათელი სულით სხვა გზა მეხსნება,წარსულისაგან მსურს მოსვენება!
XLVI
ერთსაც მოგხედავ და გაგცილდებივერვინ ვანს ჩემი მჩქეფარ დღეების,აღვსილს ფიქრიან სულის სიზმრებით,მცონარეობით, ვნებათღელვებით.შენ კი, ჯერ ჩვილო ზეშთაგონებავ,ქროდე ხილვათა შემათრთოლებლად,გამიფხიზლებდე გულსაც მთვლემარეს,ხშირად სწვეოდე ჩემს არემარეს,რომ არ გაცივდეს სული პოეტის,რომ არ გამკაცრდეს, რომ არ გაავდეს,და ბოლოს იგი რომ არ გაქვავდესამქვეყნიური მკვდრულ სიტკბოებიტ,რომლის ორევში, დღეს სავალალოდ,ძმებო, მეც თქვენთან ერთად ვბანაობ.
თ ა ვ ი მ ე შ ვ ი დ ე
მოსკოვს, რუსეთის საყვრელ ასულს,დედამიწაზე ვინ გაგიტოლდეს?დ მ ი ტ რ ე ვ ი
მშობლიურ მოსკოვს რად არ ვეტრფოდე?ბ ა ტ ა ტ ი ნ ს კ იმოსკოვს კიცხავენ! ეს ნიშნავს, ალბათ,მოუთელიათ ხმელეთი ნაბდათ!სადა სჯობს ყოფნა? სადაც ჩვენ არ ვართ.გ რ ი ბ ო ე დ ო ვ ი
I
დევნილი შუქმფენ გაზაფხულისგანთოვლი გარშემო მთებს რომ დატოვებს,გადმოჩქეფს მღვრიე ნაკადულებადდა უერთდება ველებს ნატბორევს.წლის დილას ხვდება ჯერაც მძინარებუნება - ნათელ პირმომცინარე,ლურჯად კამკამებს ზეცა. ტყეები,ჯერ გამჭირვალე ვრცელი ტევრებიმწვანით ირთვება და იბუმბლება.ცვილისგან სენაკს თმობს, გაემართებაფუტკარი ველთა ხარკის ამკრეფად,აჭრელებს შემშრალ მინდვრებს ბუნება;ხმაურობს ჯოგი და ხმა ბუბულისუკვე დაარღვევს ღამის ყრუ დუმილს.
II
რარიგ ვღონდები, ოდეს მოდგები,შენ გაზაფხულო! დროვ სიყვარულის!ოდეს მთენთავი თრთოლვის მომდებიღელავს ჩემს სულსა და სისხლს დაუვლის!რა უმძიმესი გრძნობისმორევითვნეტარებ სახენაამბორევიგამოზაფხულზე სიოს მობერვით.სოფლის წიაღით და მყუდროებით!ეგებ ვუცხოობ სიამოვნებას,და რაც გვაცოცხლებს, შვებას იმეტებს,რაც ბრწყინავს და რაც ზეიმს გვიბედებს,ჩემს მკვდარ სულს მხოლოდ დაღლას, მოწყენასჰგვრის უსიამოდ დიდი ხანიადა ყველაფერი მისთვის ღამეა?
III
ეგებ, არ გვალხენს ჩვენ შემოდგომისმკვდარი ფოთლების კვლავ დაბრუნება,მწარე დანაკლისს ხსოვნად მოდენისტყეების ახლად აბუბუნება;ეგებ შემკრთალი ლამობს ოცნება -დედაბუნების გამოცოცხლებაჩვენსავ მინავლულ წლებშ შეადაროს.რაც არ აღსდგება მკვდრეთით არასდროს?იქნება ზოგჯერ ფიქრად გვიელვებსპოეტურ სიზმრის მსგავსას ნახულიაწ გარდასული სხვა გაზაფხულიდა გულს ცახცახით გვიძრავს, გვიღელვებსოცნება უცხო და შორ მხარეზე,უმშვენიერეს ღამის მთვარეზე. . .
IV
დრო დაგდგომიათ კეთილ ნებივრებს,ეპიკურელებს - დაბრძენებულებს,თქვენ, გულარხეინ სვებედნიერებს,ლევშინის სკოლის ბარტყებს ერთგულებს.გიხმობთ პრიამნო სოფლის გარემო,თქენც, ბანოვანნო მგრძნობიარენო,გიწვევ სოფლისკენ, ვით ბავშვობისას,დრო ყვავილობის, მზის და შრომისა.დრო შთაგონებულ სეირნობებისდა მაცდუნებელ ღამეთ მონუსხვის.ძმანო, ვალთაკენ! მალე მოუსვით,ტვირთით პირთამდე სავსე ფორნებით,ნელა მარებით ან საფოსტოთი,დასთმეთ ქალაქის ბჭე და ქოთქოთი.
V
და თქვენც. მკითხველო კეთილმოსურნევ,გამოძახებულ თქვენსავ კარეტითდასთმეთ ქალაქი შფოთით მოცული,სადაც ზამთარში დროს ატარებდით.ჩემს თავქეიფა მუზას უსიტყვოდგავყვეთ, ბუბუნა მუხნარს ვუსმინოთიმ უსახელო ღელის მახლობლად,სოფლად მოცლილი სადაც ნაღვლობდაევგენი მწირი, მიუსაფარი,სადაც ახლახან სათნო ლამაზთან,ჩემს მეოცნებე ტატიანასთანმეზობლად დაჰყო მთელი ზამთარი,სადაც აღარ ჩანს, დასთმო ყრუ მხრე. . .სადაც დასტოვა კვალი მწუხარე
VI
მთების ნახევარრკალშემოვლებულმხარეს ვეწვიოთ, სად ნაკადულიკლაკვნით ჩაურბენს კორდს ამწვანებულს,და მდინარისკენ ცაცხვნარს გაუვლის,სად გაზაფხულის ტრფობით ავსილიმღერის ბულბული, ჰყვავის ასკილი,სადაც გაისმის წყაროს გალობა,სად საფლავის ქვის გარდუვალობა,მოჩანს ორ ბებერ ფიჭვტან ჩრდილივით,გზად გამვლელთათვის სადაც სწერია:"ვლადიმირ ლენსკი აქ ასვენია,უდროოდ მკვდარი გულადთ სიკვდილით,ამა და ამ წელს, ამ და ამ წლის.შენდობა პოეტს, ადრე გარდაცვლილს!"
VII
ფიჭვის ჩამოხრილ ტოტებს ადრიანნიავი როცა ნაზად არხევდა,სიმშვიდით მოსილ ლოდზე დარდიანიდუმალ გვირგვინს აცახცახებდა.ხან გვიან, საქმეს როცა რჩებოდა,ორი ასული გამოჩნდეებოდადა მთვარიანში ორი დობილიტიროდა ერთურთს გადაჭდობილი.ახლა კი. . . ძეგლი მივიწყებულიობლად ჩანს, მასთან აღარ მიდიან,ტოტზე გვირგვინი აღარ ჰკიდია,მხოლოდ ჭაღარა, მჭლე და სნეულიმწყემსი აკითხავს საფლავს გარიყულს,მღერის და წაღებს ბლანდას ღარიბულს.
VIII. IX. X
ჩემი საწყალი ლენსკი! ვარამითმის სატრფოს დიდხანს არ უცრემლია.ვაგლახ! საცოლის კვნეს ვალალიგანა სანდოა და გულწრფელია?სხვა წარიტაცებს მის ყურადღებას,სხვა მიუძინებს ტანჯვა-ვაებასტკბილ, სატრფიალო ქათინაურით.ულანს მიანდობს თავს სიყვარულით.მას უხმობს გულის მთელი ძახილით. . .აი, საყდარში მასთან დადგება,გვირგვინქვეშ მორცხვად გაინაბებასაკურთხეველის წინ თავდახრილი,ცეცხლოვან თვალთა ამო მიბნედვით,ბაგეთა ლაღი გამოღიმებით.
XI
საბრალო ლენსკი! მიღმა საფლავისმრადისობის ყრუ ზღვაერთ მოსავი,საბედისწერო გაცლის ამბავითეგებ შეშფოთდა ურვიტ მგოსანი,თუ მიეჭინა მთვლემარ ლეტაშიპოეტს -უგრძნობელს ნეტარებაშიდა შეშფოთება აქვს აღკვეთილი,მუნჯ ქვეყნადაა კარჩაკეტილი?აგერ! გულგრილი გადავიწყებამიგველის ყველას მიღმა საფლავის.ხმა მტერ-მოყვრის, ძვირფას საყვარლისუცებ ჩაქრება და დაიწყებამამულზე დავა, ურცხვად ხორხოციმემკვიდრეობის გულმწყრალ ქოროსი.
XII
სულ მალე ოჯახს ლარინებისსოლგას წკრიალა ხმა ჩაუწყდება.ულანს, მონა-ტვეს თავის ბედისასმეუღლით პოლკში წასვლა უწევდა.მოხუც ქალს ცრემლი წასკდა ღვარებად,ვიდრე ქალიშვილს გაამგზავრებდაგეგონებოდათ ცოცხალმკვდარია.არა ტიროდა მხოლოდ ტანია,მაგრამ იმ ქვეყნის ფერი დაედომის მწუხარ სახეს, მაშინ როდესაცწინკართან იწყო დამშვიდობება,როცა ფუსფუსი შექმნა საერთოკარეტის ირგვლივ ხალხმა მტრილმა,და გააცილებს მათ ტატიანა.
XIII
და დიდხანს, თითქოს ნისლში მიმავალსგასცქრის იგი ახალ ნაკვალევს. . .ჰა, მარტოდმარტო დგას ტატიანავაი! გასცლია დას უსაყვარლესს,შორს წასულს გვერდით ვერ დაიგულებსდა დიდხანს, დიდხანს დას ვერ შეხვდება.უმიზნო ლანდად დაეხეტება,ხან გადახედავს ბაღს იავარქმნილს. . .არსაით იგი შვებას არ ელის,თან დასდევს დარდი განუქარველი,საშველს ვერ აძლევს ცრემლებს არდაღვრილს,ცრემლებს დაძლეულს, სულში ნაბუდევს,და ლამისაა გული გაუსკდეს.
XIV
და სიმარტვილით განაოგნებივნებათა გზნებამ უღვთოდ დაღალა,მისი მკვნესარე გული ონეგინსშორის უხმობდა უფრო ხმამაღლა.აღარ იქნება მისი მხილველი;მას უნდა სძულდეს თვისი ძმის მკვლელი.დაღუპულ მგოსანს დარდით, ვარამითაღარ იხსენებს აწი არავინ;ისი საცოლე სულ სხვას ჩაბარდა.პოეტის ხსოვნა ასე გავლილიწამით გაევლო ცაზე კვამლივითდა შეიერთა ლუჯმა ლაჟვარდმა.მას ორი გული იქნებ ბოლომდეცგლოვობდეს. . . მაგრამ რადღა გლოვობდეს?. . .
XV
საღამო იდგა. ცა მქრქალდებოდა,მდინრე მშვიდად მოშრიალებდა,ხოჭო ბზუოდა და მთავრდებოდაფერხულთა წყება. შორს ბრიალებდაცეცხლი წყალგაღმელ მებადურების.ვერცხლოვან მთვარის ფერნაპკურებიველი გაშლოდა გზად ტატიანას,ფიქრში ჩაძირულს, მარტოს მიმავალს. . .დიდხანს იარა. უცებ მაღლიდანდახედავს იგი სახლს ბატონისას.მთის ძირას გაშლილ ჭალას სოფლისასდა ბაღს, ანკარა წყალის ნაპირთან.ბორცვიდან იგი დიდხანს უცქერდა,გული ძალუმ და ხშირად უცემდა.
XVI
ჭოჭმანობს ეჭვით შენაცბუნები:"არავინ მიცნობს. არც ის დამხვდება. . .შევალ, თუ ახლავ შინ დავბრუნდები?სახლს ვნახავს, ამ ბაღს მაინც დავხედავ".აი, ეშვება იგი ბორცვიდან,ძლივს სუნთქავს, ადგილს ვეღარ მოსწყვიტაგაოცებული მზერა წამიერ. . .გაუყვა ეზოს ვერან-ცარიელს.უცებ მისცვივდნენ ყეფით ძაღლებიდა მისი შიშით შეკივლებისასშვილები ეზოს ერთი კერისაზრინვით მოვარდნენ გლეხის ბალღები,მით მიმოფანტეს ცემით მწევრები,ქალიშვილს გაჰყვნენ, როგორც მცველები.
XVII
"ბატონის სახლში არ შემიშვებენ?" -ჰკითხა ტანიამ მათ და ბალღებმაანისიასკენ მსწრაფლ გაიჭენესგასაღებების წამოსაღებად.და ანისიაც მოდის იმწამში,კარი გაიღო ორის წინაშე.ცარიელ სახლში შედის ტანია,სადაც არც ისე დიდი ხანიაცხოვრობდა ჩვენი გმირი კაეშნით.დარბაზში - თითქოს ვისმეს ელოდა -კიი ბილიარდს მისვენებოდა.ძველ ტახტზე შოლტი ეგდო მანეჟის.მოხუცებულმა თქვა: "ამ ბუხართანბატონს მარტოკა ჯდომა უყვარდა".
XVIII
მასტან აქ იჯა, აქ ტრაპეზობდაზამთარში ლენსკი, აწგარდაცვლილი,ცხოვრობდა იგი აქვე, მეზობლად,ეს კაბინეტი სახლ-კარს გაცლილიბატონის გახლავთ, სადაც ყავის სმა,ძილი, მოსმენა მოურავისადა დილით წიგნის კითხვა სჩვეოდა.ძველი ბატონიც აქ ირჯებოდა,ზოგჯერ კვირაძალს სათვალეებითუყვარდა მოხუცს აქ, ამ ფანჯრებთანჩემტან "დურჩკას" წათამაშება.უფალმა მის სულს სასუფეველი,მის ძვლებს სიმშვიდე მადლად აღირსოსმშობელ მიწაში სამარადისოდ.
XIX
გრძნობით მოავლებს თვალს ტატიანადა გარეშემო რასაც შეხვდებაეძვირფასება მას ერთიანად,სულს ცხოველმყოფელ ძალად ეხება -წუხილნარევი შვებისმაგვარი:დგამზე ჩამქრალი ჩანდა ლამპარი,წიგნით გროვასთან და ძირს, სარკმელთან,ნოხიან საწოლს ნათელს აკმევდამიმწუხრის მთვარე მკრთალი, მორჩილი.იღვროდა შუქი მსგავსად მირონის,ჩანდა პორტრეტი ლორდ ბაირონისდა იდგა სვეტი თუჯის თოჯინით,ქუდქვეშ პირქუში სახე უჩანდადა ჯვარედინად მკლავებს ბღუჯავდა.
XX
მოდურ სენაკში დგას ტატიანა.მონუსხულივით ვეღარ გასცლია.ცივად დაჰქროლა ქარმა გვიანმა,ველზე დაბნელდა. თვლემამ დასძლიაჭალა, ნისლიან ლურჯ მდინარესთან.მთვარე სერს მიღმა უჩინარდებადა ახალგაზრდა პილიტრიმისთვისდროა გზას გაჰყვეს იქით, პირიქით.ტანიას ღელვის მალვა ემართა.მაინც დასცდება ოხვრა ანაზდად.ვიდრე შინისკენ გაჰყა შარაგზასგამოითხოვა მხოლოდ ნებართვა,ვერან სასახლეს რომ სტუმრებოდა,როდესაც კითხვა მოსწყურდებოდა.
XXI
ჭიშკარის მიღმა მოსამსახურესდაემშვიდობა და ადრიანა,მეორე დღესვე მოინახულებსთავმინებებულ სახლს ტატიანა.ყუჩ კაბინეტში განმარტოებითქვეყნად ყოველი დასთმო დროებით,მარტოდშთენილი, ფიქრთა მოჯარვითდიდხანს ტიროდა გულამომჯდარი.და შემდეგ იგი მივა წიგნებთან.ჯერ საკითხავად არა სცალოდა,მაგრამ ეჩვენა მას უცნაურადმათი შერჩევა, წიგნებს მინებდა;კითხვა დაიწყო ხარბად ბედშავმადა სხვა სამყარო გადაეშალა.
XXII
თუმცაღა ყველამ ვიცით, ონეგინსგადაუყვარდა კითხვა თავიდან,მაგრამ მან ზოგი ნაწარმოებიამოსარიცხავ რისხვას არიდა.გაიურსა და ჟუანს იწყალებსდა კიდევ ორ-სამ რომანს იწამებს,რომელიც ახალა ხანას მოიცავსკაცს წარმოაჩენს ჩვენი დროისას,დანამდვილებით ხატავს საკმაოდსულით უზნეოს, სულით პატარასსულგამოცარულს და ამპარტავანს,ოცნებით მქროლავს დაუსაბამოდ,უმოქმედობის ბორგვასმიცემულსდ ბოროტებით გონგანრისხებულს.
XXIII
ზედ აჩნდა მრავალ ფუცელს ნაჭდევად,ნიშნად გასმლი კვალი ფრჩხილისა,ყველას მათ თვალი უცებ ამჩნევდადაკვირვებული ქალიშვილისა.უმზერდა იგი თრთოლვამორევით,როგორი ფიქრი ფლობდა ონეგინსან რ შენიშვნა ეოცებოდაან უხმოდ რა აზრს ემოწმებოდა.ყოფელ ფურცელზე იგი ზედიზედმიჯნურის ფანქრის ნიშანს ხვდებოდადა უნებლიეტ ისახებოდაევგენის სული წიგნის გვერდებზე,ხან მოკლე სიტყვით, ხან ჯვრის სიშავითდა ხან კაუჭა კითხვის ნიშანით.
XXIV
და ტატიანამ უკვე თანდათანშესძლო გაგება, კვალის მიგნება.მადლობა უფალს- იცნობს თვალნათლადიგი ვისთვისაც ბედმა ინება,რომ ქცეულიყო კვნესა-წუხილად.ცნობს დაღვრემილ და ვერაგ უხიაკს,ჯოჯოხეთის თუ ზეცის ნაშიერს,ანგელოზს თუ ავ ეშმას საშინელს.ვინ არის იგი? ნუთუ აჩრდილიან წამბაძველი ან მოსკოველიტანზე ჰაროლდის ლაბადმოსხმული,სხვათა ჩვევათა თარგზე აჭრილი.მოდურ ფრაზებით სავსე სიტყვარი,თუ პაროდია დასავიწყარი.
XXV
ნუთუ გადასჭრა და გადასწყვიტა?. . .ნუთუ ქარაგმა ახსნა ტანიამ?დრო მიჰქრის, ასულს გადაავიწყდა,შინ რომ ელიან კარგა ხანია,სად ორ მეზობელს ბჭობა გაუბამსდა განაგრძობენ მასზე საუბარს."რა ვქნა? რა ვუყო? განა ბალღია, -დედაბერს ოხვრა დასცდა ნაღვლიანს. -ხომ უმცროსია მასზე ოლენკა. . .დროა, ტანიაც დავაბინავო.რა ვქნა? რა ვუყო? არვინ მიდაო. . .ყველა უარით მირეკ-მორეკა,გულზე ნაღველი მწარედ ედებადა ტყე-ტყე მარტო დაეხეტება".
XXVI
"შეყარებული თუა?" - "ვიღასზე?მან ბუიანოვს უთხრა უარი,ივან პეტროვიჩს ეტყვის იმასვე.პიხტინი გვყავდა სტუმრად - გუსარი.ჰო, ის ტანიას ეშხმა მოხიბლა,რა არ იღონა ეშმამ მოქნილმა!მეგონა: საქმე ჩანს უტყუარი.მაგრამ რა? მასაც სტკიცა უარი.რა მოხდა, დაო? შენ და ვალალი?მოსკოვს არისო სარძლოთ ბაზრობაწადით, არ ჭირსო საქმროს გაცნობა"."ძმაო! მცირე მაქვს შემოსავალი" -"ერთი ზამთრისთვის თუ არ გვეყოფა,ჩემგან ისესხე, რა გაეწყობა".
XXVII
დედაბერს რჩევა დიდად გაუტკბა,სიბრძნე შეიცნო მართალ ნათქვამში.მყისვე ირჩია, ივარაუდამოსკოვისაკენ დაძვრა ზამთარში.და ისმენს ახალ ამბავს ტანია:მკაცრ სამსჯავროში გასატანიამისი ნაკვთები, ჭკუა-გონება,პროვინციული უბრალოება,მის ტანსაცმელსაც ყავლი გასცლია;ძველმოდური აქვს წყობა სიტყვათა.მოსკოველ ფრანტთა და ცირცეათამიიპყრობს იგი მზერას დამცინავს!. . .ო, შიში! არა, ამას არჩევდაისევ უსიერ ტყეში დარჩენას.
XXVIII
მზის პირველ შუქთან ზეზე ამდგარიველთაკენ წასვლას არ ახანებდა,ის ახლაც თვალში ცრემლებჩამდგარიმათ გასცქეროდა და ღაღადებდა:"მშვიდობით, ველნო ნისლში ნავლებო,და თქვენც ნაცნობო მთის მწვერვალებო,და თქვენც ტყეებო, ტკბილმშობლიურო,და შენც სიტურფევ, სითბოვ ციურო,მშვიდობით, ლაღო დედაბუნებავ;ვთმობ ულამაზეს და წყნარ სამყაროს,ვდევ ქვეყნის გნიასს, ბრწყინვას ამაოს. . .მშვიდობით, ჩემო თავისუფლებავ?რისთვის ვისწრაფვი ან რა მიზნამდე?ტიალი ხვედრი ხვალ რას მიმზადებს?"
XXIX
სერინობანი მისი გრძელდება;ახლა ხან ბროცხვის, ხან ნაკადულისხიბლავს, აჩერებს მშვენიერბა,მათ უნებლიეთ გვერდს ვერ აუვლის.ქალიშვილს, როგორც ძველ მეგობრებთან,თავის ჭალებთან, მწვანე კორდებთანკვლავ საუბრი სურდა ფიქრიანს,მაგრამ ზაფხული უცბად მიფრინავსდა შემოდგომა დგება ოქროსფრად,მთრთოლვარ ბუნებას ფერი წასვლია,უხვად მორთული მსხვერპლის მსგავსია.ჰა, ჩრდილოეთის ცაზე მოგროვდაქშენით, ღმუილით ღრუბელთ ლაშქარი,და ჯადოქარი მოდგა ზამთარი.
XXX
მოდგა, განიპნა; მუხებს ჟვერებზედაეკიდება თოვლი ფთილებადდა ატალღებულ ნოხად ველებზე,ბორცვთა გარშემო მოეფინება;ორთავ ნაპირს და უზრავ მდინარესფაფუკი საბნით აერთიანებს.ყინვა ბრწყინდება და გვიხარია -გარეთ კვიმატი ზამთრის დარია.მას არ შეხარის მარტო ტნია,არ ეგებება ზამთრის შემოსვლას,არ სურს ამტვერილ სუსხის შეყნოსვა,არც პირველ თოვლით განუბანიასახე, გულმკერდი, მხრები ქალიშვილს,რადგან ზამთრის გზა ელის საშიში.
XXXI
გამგზავრების დღე გადადებულიგასულა, ბოლო ვადაც მთავრდება,მივიწყებაში გადაგდებულისაზიდრის იწყებს მართვა, მზადება.სამი კიბიტკა, მათი აღალიცდაიტენება ბარგი-ბარხანით.აწყობენ ქვაბებს, სკამებს, ზანდუკებს,მურაბის ქილებს, მამლებს ნაბუდებსწნულ გალიებში, ქოთნებს, ლეიბებს,ბუმბულებს, ტაშტებს და სხვა ნივთებსაც,კიდევ მრავალგვარ ავლადიდებას.და ჰა, მსახურებს შინდარჩენილებსდამშვიდობების ცრემლი ეღვრებათ,მოჰყავთ თვრამეტი ცხენი ბეხრეკა.
XXXII
მათ საბატონო ეტლში აბამენ,მოსდით მზარეულთ ნუზლის შეკვეთა.კიბიტკებს ბარგის გორებს ადგამენ,ჩხუბია ქალთა და მეეტლეთა.იცდის ბეხრეკა ცხენზე შემჯდარიწვერმოშვებული სეფემხედარი.ხალხი გამორბის, საქმეს ატოვებს,ემშვიდობება კართან ბატონებს.ჩასხდნენ მგზავრები და საპატიოეტლი ალაყაფს გასცდა სრიალით."მშვიდობით მხარევ, სავსევ სიამით!სავანევ, მყუდრო და სამარტვილო,გნახავთ ოდესმე?" . . . და ტატიანამვერ შეიკავა ცრემლი მტირალმა.
XXXIII
როდესაც კეთილგანმანათლებლურსაზღვრებს გადავწევთ და გავლახავთ,თანდათანობით (წორ და მართებულ)ფილოსოფიურ ცხრილის თანახმადხუთას წელს შემდეგ ჩვენ სამუდამოდმოგვიგარდება გზები უდავოდ.გზატკეცილები რუსეთს ერთიანგადაკვეთავენ, შეერთდებიან.თუჯის ხიდები ფართო რკალებადმდინარეებზე გადიჭიმება,არც მთების დაძვრა გაგვიჭირდება,თაღთა გავლების წყალქვეშ გავბედავთდა ჩვენს ქვეყანას მირონნაპკურებსტრაქტორს მივუდგამთ ყოველ სადგურზე.
XXXIV
ახლა კი ჩვენში გზები ცუდია,და დამპალ ხიდებს თუ გადაურჩი,ძილს ვერ მოჰპარავ ერთი წუთითაცბაღლინჯოებს და რწყილებს სადგურში.ტრაქტირთა ნაცვლად ცვი ქოხს იხილავ,სადაც მაღალი სტილის ნიხრია,მაგრამ მშიერი, მხოლოდ საცქერლადჰკიდია უქმი მადის აღმძვრელად.სოფლის ციკლოპნი ამ დროს ზრუნავენნელი ცეცხლისპირ, კერის ნაცართანევროპის სათუთ, მსუბუქ ნაწარმთაცრუსულ ჩაქუჩის ცემით კურნავენ,თან აღუვლენენ ლოცვას მხურვალესმშობლიურ თხრილებს და ნაურმალებს.
XXXV
სამაგიეროდ ზამთრის ყინვებიცსაამოს ხდიან სავალს მგზავრისას,უაზრო ლექსი მოდურ სიმღერისმოჰგავს გასარკულ შარას ზამთრისას.ავტომედონნი ჩვენში მარჯვობენ,ჩვენს მარდ ტროიკებს ვერვინ აჯობებს,და ვერსის ბოძებს ოდეს შესცქერი,თვალებში თითქოს კრთოდეს მესერი.ლარინის ქვრივი გზას, სამწუხაროდ,ჯახრაკი ეტლით გაჰყვა ნელ-ნელა,საფოსტოსათვის ხარჯი ეძნელა;ჩვენი ქალწულიც დატკბა უსაზღვროდმოწყენილობით, უმოძრაობით,შვიდი დღე-ღამის მძიმე მგზავრობით.
XXXVI
აჰა, გამოჩნდა უკვე. . . თეთრქვებამოსკოვი, მათ წინ მსგავსად ხანძრების,ოქროს ელვრე ჯვრებით ენთებადა გუმბათებით ძველი ტაძრების.ეჰ, ძმებო, გული რარიგ შეთრთოლდა,მაღალ საყდართა და სამრეკლოთა,ბაღთა და კოშკთა რკალი საოცრადჩემს თვალწინ უცებ როცა გმოჩნდა!რა ხშირად, მწარე განშორებისას,ხვედრით დევნილი სადაც მივქროდი,მოსკოვო, შენზე სად არ ვფიქრობდი!მოსკოვი. . . რა ბევრ სათქმელს შეიცავსეს სიტყვა - რუსის გულში ჩაღვრილი!რა ბევრ ფიქრს აღძრავს გამოძახილით!
XXXVII
აი, მუხნარით შემოგარსულიჩანს პეტრეს კოშკი, კუშტად, გულცივადამაყობს იგი ახლოწარსულით.ნაპოლეონი უქმად უცდიდა,დამთვრალი ბოლო ბედნიერებით,მოსკოვს მუხმოყრილს ხვეწნით, ვედრებით,გასაღებებით ძველი კრემლისა.ვერა, ვერ ერგო, ვერ მიეღირსამას დაჩოქება ჩემი მოსკოვის!არა ზიემს და ხარკის გაღებას,სულსწრაფ გმირისთვის ხანძრის მზადებასიწყებდა მისი ძლევის მომსპობი. . .ფიქრში წასულმა სწორედ აქედანმან უსაშინლეს ალს გადახედა.
XXXVIII
მშვიდობით, მოწმევ ჩამქრალ დიდების,პეტრეს სასახლევ. აბა! რას დგახარ!გასწი! კარიბჭე სვეტთა სითეთრითუკვე გამოკრთა და არახრახდაეტლი დაბორცვილ ტვერის ბულვარზე;გასცდა ჯიხურებს, ქალებს, ბუარლებს,ბიჭბუჭებს, დუქნებს, ბაღებს, ფანარებს,ხეივნებს, გლეხებს, ვაჭრებს, დალალებს,ქოხმახთა რიგებს, ყათრებს ბოსტნისას,კოშკებს, კაზაკებს, სრასასახლეებს,აფთიაქების წყებას, მარხილებს,ქარვასლებს - მომტანს ახალ მოდისას,აივნებს, ლომებს - თავზე ჭიშკართადა ჯვრებს - გუნდი რომ აზის ჭილყვავთა.
XXXIX. XL
ამ დამქნცველი ყარიბობისასორი საათი რას იკმარებდა. . .და ჰა, შესახვევს ხარიტონისასმიადგა ეტლი სახლის კარებთან.იქ სადაც ოთხ წელს ჭლექით სნეულიდეიდა ცხოვრობს მოხუცებული. . .ახლა ესტუმრნენ ჩვენი მგზავრები,მათ გამოუღო ფართოდ კარებიყალმუხმა ხაფთანშემოფლეთილმა.ბერიკაცს ხელში ეპყრა წინდა დსათვალეები პეწით ბრწყინავდა.თავადის ქალმა ტახტზე შეჰკივლა,ერთურთს გადეჭვდნენ და მოხუცებისასტუმროს რწყავდნენ ცხარე კურცხლებით.
XLI
"კნიაჟნა, mon ange "Pachette"1"ალინა" -ვინ იფიქრებდა? ჰო, რა ხანია!აქ დიდხანს რჩები? ჩემო კუზინა!დაჯექ, რომ მოხვალ, რა მიხრია. . .რომანის სცენა არის, ღმერთმანი. . .""ჩემს ტატიანას თუ სცნობ? ეს არის"."აჰ, ახლოს მოდი ჩემთან, ტანია! . . .სიზმარში ვბოდავ, თუ მართალია?შენს გრანდისონი დაგამახსოვრდა?""ვინ გრანდისონი? ვიღაც ამგვარიხო, მახსოვს, მახსოვს, სად აქვს სახლკარი?"________1 ჩემო ანგელოზო! - "პაშენკა" (ფრანგ.)."აქ სიმეონი ტაძრის მახლობლად.შობის წინ მნახა მადლდალოცვილმა,ახლახან ვაჟი დააქორწინა.
XLII
ის კი. . . თუმც შემდეგ წვრილად მოვყვებით,ხომ მართალია? ხვალვე ტანიაუნდა ვანახოთ, ვინც გვყავს მოყვრები,ყველა ვინც ჩვენი ნათესავია.ვწუხვარ, მგზავრობა, გავლაც არ ძალმიძს,თქვენც გატანჯული სჩანხართ ნამგზავრნნი.წავიდეთ, თქვენთვის ძილი მადლია.ძალა არ შემწევს, მკერდი დამღლია.ახლა სალხენიც არ მიხარია,არა თუ სევდა. . . შენ გენაცვალე,არად ვარგივარ და ეს მაწვალებს,სიბერის ჟამი საზიზღარია. . ."და ბოლოს სულმთლად ქანცმილეულმახველება იწყო აცრემლებულმა.
XLIII
გრძნობს ტატიანა, როგორ მოალხენს,არ აკლებს ალერსს, სითბოს სნეული,მაინც ღონდება ახალმოსახლეთავის ოთახში ყოფნას ჩვეული.არ ეძინება მოვის ფარდიანახალ ლოგინში და მას ადრიანადგომას ზართა რეკვა ამცნობდა,მორბედად დილას სამუშაოთა.ადრე ადგომა ვერ გადასჩემდა,მიუჯდებოდა სარკმელს ჩაცმული,ბინდი ქრებოდა, მაგრამ ქალწულითავის ველ-მინდვრებს ვეღარ ამჩნევდა.ჩანდა უცხო და თვალთ საბეზრელი 'ეზო, სამზადი, თავლა, მესერი.
XLIV
და ჰა, ყოველდღე ნათესავებთანსადილზე სტუმრად მიჰყავთ ასული,რომ წარადგინონ მოხუც პაპებთანდა დიდედებთან ფიქრდაქსაქსული.შორის ჩამოსულ თავისიანთანალესობს ყველა ხალისიანად,შეძახილებით და პურმარილით;არც დიდი ხანი არის განვლილი,რაც აგიწიე მე შენ ყურები!მე შენ გარწევდი! როგორ გაზდილხარ!მე შენ, მგონია, მომინათვლიხარ!მე შენ გაჭამე თაფლის პურები.ბოლოს დიდედებს ერთხმად წამოსცდათ:"მიჰქრიან ჩვენი წლები საოცრად!"
XLV
მაგრამ ცვლილება არცერთს ემჩნევა,არცერთს შესცვლია ძველი ყაიდა. . .ლეჩაქ-თავსაბურს ვერ გადეჩვიათავადის ქალი ელენ მამიდა,პუდრს ისევ ისვამს ლუკერჲა ლვოვნა,ისევ ცრულებს ლუბოვ პეტროვნა,სიმონ პეტროვიჩს კვლავ სჭირს სიძუნწე,ივან პეტროვიჩს - ჭკუის სისუსტე.და პელეგია ნიკოლაევნასისევ ის შპიცი, ისევ ის ქმარი,ისევ ის ფრანგი ჰყავს მეგობარი,კვლავ ორის სამყოფ ჭამას, დალევასრომ ასწრებს ყრუ და წყნარ ფინმუშიკლუბის წევრობის ძველი ნიმუში.
XLVI
ხელს ხვევენ მათი ქალიშვილები. . .მოსკოვის ტურფა ახალგაზრდობამიგი ჯერ ჩუმაც, თვალის შევლებით,თავით ფეხამდე აზომ დაზომა.ჯერ ტატიანა მათ მიაჩნიათერთობ უცნაურ მაზრელ მანჭიად,ერთობ გამხდარ და ფერმკრთალ ქალწულადოღონდ ძალიან ძნელდასაწუნად.შემდეგ ბუნება სჯაბნის გოგონებს,მას მეგობრობენ, მას შინ ხვდებიან,მას კოცნიან და მას ეხვევიან,მას დაუხვევენ მოდურ ლოკონებს,მასვე ანდობენ მათი ქალობისგულის ხვაშიადს და ფიქრს გალობით.
XLVII
სხვის გამარჯვებებს და მის საკუთარს,იმედს, ცელქობას, ძვირფას ოცნეებსჩაურთავს ყველა გულწრფელ საუბარს,ფერუმარილად ცილსაც მოსცხებენ.შემდეგ, ტიტინის ვალმოსახდელად,სთხოვენ გულწრფელად და გულახდილადმან ხვაშიადი თქვას მათ წინაშე,მაგრამ ტანია, როგორც სიზმარშიუთანაგრძობდა ისმენს საუბარს,მათი არ ესმის, კი არ დიდგულობს,თავის ხვაშიადს, დიდ საიდუმლოსცრემლებს და სვებედს და განძს სანუკვარსჩუმად ინახავს, უვლის მძინარეცდა სხვას არავის არ უზიარებს.
XLVIIIყურის დაგდება სურს ტატიანას,საერთო ბჭობას დრო თუ ეთმობა,მაგრამ სტუმრობა, სულერთიანადწილაბოდილას როშვით ერთობა.მკრთალ, გულგრილ წრეში ყოფნა ძნელია,მათი ჭორიც კი მოსაწყენია.მათს უნაყოფო და მშრალ ფრაზებსიგამოკითხვებში, ნათქვამ ამბებში 'აზრი მთელი დღე თავს ვერ გამოყოფს,თუნდა განუსჯელად, თუნდ ანაზდეულვერ გააღიმებს გონს განაზებულს,გულს ვერ შეარხევს, ვერც სალაღობოდ.ვერც სისულელის თქმა სასაცილოგჩვევია წრეო სულით დაცლილო!
XLIXგუნდი არქივის ახალგაზრდობისტანიას ცივად, წარბისაწევითუმზერს და არაკეთილგანწყობითლაპარაკობენ ყმაწვილკაცები.ვიღაც მასხარამ ის აღიარაიდეალურად და ნაღვლიანმაკარსმიყრდნობილმა ხელად იკისრამისთვის მზადება ელეგიისა.მოხუც მამიდის სახშლი შეხვდებადა ვიაზემსკი ტატიანასთანროცა გააბამს ბაას თანდათან,ამ დროს მოხუცი კაცი შეხედავთ,მასთან მოუბარ ასულს იწონებსდა კითხვაკითხვით პარიკს ისწორებს.
Lმაგრამ იქ, სადაც ყალყზე შემდგარიჭექს მელპომენე, გაბმით ღრიალებს,სადაც გულცივ ბრბოს დაუდეგარიყალბ წამოსასხამს წინ უფრიალებს,სადაც ტალია თვლემს და არ ესმისძილში მეგობრულ ტაშის ალერსი,სად ტერფსიქორა ასე იტაცებსგაუოცებელ ჩვენს ყმაწვილკაცებს(ასეთი გვახსოვს წლების წარსულითქვენ და მე - ამთვე წინამორბედებს),ეჭვით აღსავსე დიაცთ ლორნეტებსარ იზიდავდა ჩვენი ასული,მოდურ მცოდნეთა ჭოგრით არ მზერდარიგი ლოჟათა და სავარძელთა.
LIსაკრებულოშიც მიჰყავთ ნათესავთ,სადაც მას ბუღი, ღელვა, ჯახება,მუსიკის გრგვინვა, ბრწყინვა სანთელთა,წყვილთა ქროლებით ცეკვა დახვდება.ლამაზთ სამოსი - ნაზი, ნარნარი,ხალხის ფესანგი დასი მრავალი,წყება უამრავ გასათხოვართანახა სტუმარმა და აღფრთოანდა.ხახვის ფრანტები აქვე აჩენენგულგრილ ლორენტს და ჟილეტს ახლებურსროგორც საქციელს ურცხვს და თავხედურს,გუსარებს უქმე აქ მოაჭენებს,აქ იგრგვინებენ, აქ ბრწყინდებიან,გულებს იპყრობენ და ფრინდებიან.
LIIბევრ ლამაზ ვარსკვლავს ხედავ ღამეში,მოსკოვში ბევრი ტურფა ქალია,მაგრამ იმ ციურ დებთან ჰაერშიმთვარე ლურჯ სივრცის დედოფალია.ოღონდ ის, ვისაც მე ვერ შევბედავშემაწუხებლად ჩანგით შექებას,ქალთა, ასულთა შორის ეულად,მთვარე ელვარებს, რა დიდებულად,რა ზეციურად, რა სიზვიადითეხება მიწას, რა ძვირფასია!მკერდი სიამით რარიგ ავსია!რარიგ მაოცებს მზერის სინაზით! . .მაგრამ, ჰო, კმარა; დროა შეჩერდე.ისიც გეყოფა, რაც იჩერჩეტე.
LIIIუსმენს სალმობას, ხარხარს, ღრიანცელს,გალოპს, მაზურკას, და ვალსს სტუმარი,სვეტებთან არვის თვალს არ იტაცებს,დგას ორ მამიდას შორის მდუმარი.ხალხის გნიასი სძაგს და აყრუებს,ვერ ხედავს იგი, რასაც გაჰყურებს,სული ეხუთვის. . . მისი ოცნებაქრის ველ-მინდვრებზე, იქ ეცხოვრება;ქრის სოფლად შთენილ მაშვრალ-მწირებთან,სადაც სავანე მწვანობს პატრა,სადაც ამოჩქეფს წყარო ანკარა,ქრის ყვავილებთან, თავის წიგნებთან,იქ, სადაც ცაცხვთა ტევრში ბნელოდა,როდესაც იგი ევლინებოდა.
LIVშორს გადიქროლა მინდორ-ველები,ბალს, ხალხს ივიწყებს ფიქრში წასულიდა ამ დროს ვიღაც დიდი გენერლისმზერას ვერ ასცდა ჩვენი ასული.და მამიდებმა ერთურთს მაშინვეთვალი ჩაუკრეს, რაღაც ანიშნესქალწულს იდაყვის წაკვრით; უჩუმრად,შემდეგ ორივემ წაუჩურჩულა:"მარცხნივ გახე