პოეზია · ლირიკა
ელეგია
რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველიგზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელისაწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.
მაინც არ მინდა დამეფაროს ბნელეთის რიდე,სიცოხლე მინდა, რომ ვფიქრობდე, ვწვალობდე, ვქმნიდე.მწამს, ზრუნვით სავსე კაეშნიან დღეთა დინებასხანდახან შვების მცირე შუქი დაეფინება:დავტკბები ხოლმე ჰარმონიის მშვიდი ზვირთებით,ნაოცნებარი დამაღონებს და ავტირდები,და ეგებ მწუხრზე სიყვარულმა გზა სიმძიმილისკვლავ გამინათოს განშორების ნაზი ღიმილით.
1830