↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეტიჩარა ნაძვის ხე

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3637 ნახვა

—
მობრძანდება თოვლის ბაბუ,
მოდის წელი ახალი,
მიწას ფიფქით ეწერება
საახალწლო ზღაპარი.
იცინიან ფანტელები,
რა ამბავი გაიგეს?
თოვლის ბაბუ შეუყვარდა
მეტიჩარა ნაძვის ხეს.
აფახულებს თეთრი ზეცა
თეთრი ფიფქის წამწამებს,
მალე თოვლი აივნებზე
თეთრ ხალიჩებს გადაფენს.
ეს ნაძვის ხე მეტიჩარა
ბრჭყვიალებით მორთულა,
ხუმრობაა? თოვლის ბაბუ
საჩუქრებით მოსულა.
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი