↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დადგა აგვისტო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96966 ნახვა

—
დადგა აგვისტო. ცა რიდეულიდაისიცხება ისევ დილ-დილით;ქალაქს ედება მზე თვითეულიყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით.
ისევე ჩქარი და უძლეველი,ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,ჯერ ყველასაგან მიუკვლეველიაღმოვაჩინე მე სიყვარული.
ეს სიყვარული დააცხრობს გოლვასდა გაგიჟებას უფრო უარესს,სურვილი ისევ უშენს რევოლვერს,ცას რომ ღრუბლებმა გადაუარეს.
ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,მე აღტაცების ზღვაში შეველი,აღმოვაჩინე მთელი სამყარო,ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი