↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხარ მხარს, მხარი მხარს!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96958 ნახვა

—
მხარი მხარს, მხარი მხარს!კოლექტივო, მხარი მხარს!აბა, ჰე, აბა, ჰე,აბა, მივცეთ მხარი მხარს!
წავიდეთ, მოვედოთთავისუფალ მთა და ბარს.მივიდეთ, მივუდგეთგაერთიანებულ ჯარს.
არიქა, არიქა,ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.არიქა, ბობოლაძველ ღობეებს უვლის გარს.
აბა, ჰე, ქალაქო,ველით მანქანების ღვარს.მხარი მხარს, მხარი მხარს,კოლექტივო, მხარი მხარს!
წავიდეთ, მივხედოთცეცხლმოდებულ მთა და ბარს! -დროშებით მივუდგეთგაერთიანებულ ღარს.
ვინ ნახავს რამე დარს,ახალ საქართველოს დარს,მეხი მეხს, ქარი ქარს!ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი