პოეზია · ლირიკა
ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ!
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ,― შემოვდგი ფეხი, ვარ მომლოცველი,თვითეულ მოძმის გადამკოცნელი!..ხალხო ქართველო,შენ გაიხარე,ბედნიერების ვარ მომლოცველი!ყოველი შენი ბუჩქი და ტოტიმენახოს მზეში დამარჯნებული,შენი მარჯვენა მინდვრად, დაზგასთან,იყოს მარადის გამარჯვებული!ხალხო, გიმრავლოს კერის აკვნები,ხალხო, აივსე მიწის ბარაქით!სულ მჩქეფარებდნენ დაუშრობელადშენი რიონი, მტკვარი, არაგვი!სამშობლოვ,შენი კერის მეკვლე ვარ,შენი ლამაზი მიწის მკოცნელი,ათას ჩანგსა და ათას სიმებზეამოგაჟღერო მინდა ოცნებით,მაგრამ სიტყვები ვერ მიპოვნია,ჰანგი, შენდამი ტრფობის მტყორცნელი!ყოველდღე ჩემთვის ბედნიერებისდა სიხარულის ხარ მომლოცველი!