↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავით გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20309 ნახვა

—
მეტკბობი, გურამიშვილო,გენდობი, ვაჟას ჩონგურო,გთხოვთ, წინაპრებო, მიშველოთ,სათქმელი გამილომგულოთ!ხელუკრთომელი როდი ვარ,სიტყვა მაქვს გამოკვანძილი,თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ,დიდი გქონიათ მანძილი...მასწავლეთ ცეცხლის გაჩენა,იმ ნაღვერდალით ვიწოდე,თქვენი ბრწყინვალე მარჯვენასაშველად გამომიწოდეთ...მივყვე, რაც გამოგიკალმავთ,დავჭიმო ლექსის აფრები,აქროლოს გულის გრიგალმაოცნება ნაწინაპრევი!გიზღოთ, რაც საზრდოდ მევალათქვენგან პურტკბილი ხორაგი,რომ მთად ვაქციო, მწვერვალად,ჩემი პატარა გორაკი!იქ ჟღერდეს ჭეშმარიტებითეს ლექსიც ანაზდაითი,სადაც მღეროდნენ დიდებითვაჟა და დიდი დავითი...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი