↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავით-გარეჯა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20308 ნახვა

—
გადარუჯული დავით-გარეჯა...ამწვარ ტრამალზე ბზინავს ავშანი...ამ ველს, ამ სივრცეს ვინც უდარაჯა,ვინც შეიმსხვრია მკერდზე ჯავშანი, ―
ვინ მოიგონოს, სადღა არიან,ვინ გაიხსენოს მათი სახელი?არც მოჩვენება, არც სიზმარია,ჩონჩხებით სავსე ჩანს საწნახელი...
გაჰქრნენ ქარივით და სიზმარივით,მათზე მგლოვარეც დალპა თავშალი...და მხოლოდ ტბაზე შერჩა მარილი...ბალღამიანი ბზინავს ავშანი...
გადარუჯული დავით-გარეჯა...თუ მწარე წარსულს ასე ენება,დღეს დახსნილია ნესტან-დარეჯან,ძვირად დაგვიჯდა მისი შვენება!წინაპართ შვილნი ვიღწვით და ვშრომობთდიდ სიყვარულის ასაშენებლად...მისთვის მივიბრძვით, ვიღწვით და ვომობთდა ჩვენი ღონეც მას შეელევა!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი