↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაჭრილი სული

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19209 ნახვა

—
ნიკოლოზ ბარათაშვილს
ხან სუმბული მომტირალი და ჩუმი,ხან უდაბნოს მონავარდე სამუმი;ღრუბლიანში ელვა-ჭექის მთხრობელი,ცივ ზამთარში გაზაფხულის მხმობელი,ცივ გულებთან მოსაუბრე სხივებით -წყნარ მთაწმინდის წყნარი საგალობელი...აჩრდილების მეფე-მონა და შვილი -საყვარელი ჩემი ბარათაშვილი, -ვინც უდაბნოს მუდამ გულით ატარებს...შენ ამბობდი მიქანცულის თვალებით...ამ წყვდიადში მე სულს დავლევ წვალებით...აჩრდილებო, დავიღალე თქვენ შორის -აქ მთაწმიდას რაღა გამოადარებს!“
1916
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი