↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფორთოხალა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-139 წთ საკითხავი20292 ნახვა

—
დედაჩემის - სოფიო ლეონიძის ხსოვნას
ვინ გიცნობდა, ვინ იცოდა,რომ შენ გერქვა ფორთოხალა?ყვითელთმიანს ვინ გიწოდაეგ სახელი ―ფორთოხალა!ერთი ბეწვა ზღვის ნიავიიქეც ლექსის ქარიშხალად;ეს რა ცეცხლი დამახალაცისფერთვალაფორთოხალამ?
განა დასასტამბავია,თუ ბაღს ვარდი გაეშალა?ათასი წლის ამბავია,ჩემ ლექსს შერჩა კაეშანად...
შოთას უწინ, კოლხიდაშიიყო ერთი ყელმაღალა...იზრდებოდა ბნელ ფაცხაშიგლეხის ქალი...ფორთოხალა.
*შენ დარდობდი ამ ზღვის პირად,თითქოს ნუკრი გამოფრთხალა,შენ დარდობდი ამ ზღვის პირად,შავიზღველი ფორთოხალა.თმაში ვარდებგაბანდული,მხიარული, ყელყარყარა...მამა გყავდა მებადური,ბადე ბევრჯერ დააყარა.ოქროს თევზი, ოქროს თევზი! —ხელთ ვერ იგდო, ვერცა ნახა,დადიოდა ფეხშიშველი,მკლავი გადაეკარწახა.
დედას მუდამ აციებდა,ფერი ედო ყვითელ-მწვანე;ხაშმიანი ოშხივარითაორთქლებდა ზღვის ლერწამებს.ჭაობები ჩანთხეული...ჭაობები იდგა დიდი...შიგ ტყეები ტივტივებდა,ათას წლობით გასაზიდი...უბედური, ბერწი მიწათვითვე ჰკლავდა, რასაც შობდა;დამპალ წყლებზე, დამდგარ ტბებზეწვიმის ბუშტი თამაშობდა...კოღო იჯდა შენს აკვანზე,დაგბზუოდა იავნანას;კოღო ჰქონდა ჩახვეულიშენს მარჩენალ ღომის ყანას...
*წყალში იდგა, ოჩაფეხზეშენი ფაცხა, ვით ურჩხული,წინ ზღვა დუღდა უზარფუშო,ფირუზ-ხვავით მოჩირჩხლული,დიდნაშენი, დიდნაგები,ტალღა ჰქუხდა რახარუხით;შორს თოლია მოფრინავდა,დიდი ქორი ― შაბარდუხი...თამაშობდი ღვინჭილათი,თმები შუბლზე დაგეფანჩა,ორი გყავდა მეგობარი:ყურშა ძაღლი, თეთრი ყანჩა...თხა დაგყავდა საძოვარზე,თან აშრობდი მამის ბადეს...გვირგვინს სწნავდი...ზღვას კამარასხან გაჰკრავდი ნაუცბადევს...
დაგიგძელდა მოკლე კაბა,დაემუშტრე ხშირად მთვარეს,შემოგხედეს მაშვალებმა,შემოდგომას მიგათვალეს...
*როგორც მთის წყალში ნაფოტი,ჩანჩქერის ქაფში რწეული,ფერხულში ისე დარბოდისიმღერით ყელმოქცეული...
ჰბორგავდი: ”რა სიზმარია?”დილაადრიან დგებოდი;იყვანდი ჭიამარიას,თუ საით გათხოვდებოდი...საქსოვარს ჰქსოვდი... ნაქსოვშიგიყვარდა ვეფხვის ზოლები,თან ოცნებობდი შენს ვეფხვზეჟრუანტელით და ჟრჟოლებით...
*ჯერ ბეჭედი მოგიტანაბიჭმა, მერე კოცნა მწველი,მაყრიონიც კარგი გყავდა,მექორწილე, მომლოცველი...
მალე დედაც შეიქენი,ხუთი აკვნის მარწებელი.ოჯახს ბევრი რამ სჭირდება, ―შეჭამადი, საწებელი.
დატრიალდი, როგორც ჯარა,როგორც კარგი პეიტარი;გაიჩინე ლასტზე ჭია,აბზრიალე თითისტარი.
ყველას სჯობდი შენს მეზობელსამ ცხოვრების კალაპოტში;სხვაზე უწინ შენს ბაღჩაშიდაჩნდებოდა ხახვის ფოჩი...
*არ იყავ მედღეხვალიე,იყავ ხელგამომავალი;კერაზე ცეცხლის შენახვასშრომა სჭიროდა მრავალი.
დაფუსფუსებდი მთელი დღე,როგორც მეთაფლე ფუტკარი;ხან ღომი გქონდა საცეხვი,ბოსტანი გასაფურტკნავი...
ლობიოს აჩუხჩუხებდი,შემოგბღაოდა ბოსელი;ასახვევია ვაზის რქა,ბავშვები შესამოსელი...
ხან უნდა ტყესაც ესტუმრო,ნაყოფით დაიბურება;და ხან თავთავი მოჰკრიფოოჯახის დასაპურებლად...თან ხელში საქმე გიჭირავს,წინდა ძირგამოქსოვილი;სახე გაქვს სიცხით შემშრალი,თვალები ცრემლით სოველი...
ხელმარტოს უნდა გებრძოლა, ―ვინ გყავდა ბედის თავდებად?შენს გულზე კვნესას ვერ მოვთვლი,სიტყვის ფხა გამითავდება!
*ქმარი გყავდა ნაოსანი,ტალღას სჭრიდა ფარა-ფარა;ასნაკეცი სიღარიბერკინის მკლავმაც ვერ დაფარა;მერე მისი ვაჟკაცობაცზღვის წიაღმა ჩაიბარა.
*ღამე, როცა ზღვა დაჰკრავდა,დააფენდა მიწას ფაფარს,ცეცხლაპირა მსხდომარ ბავშვებსუყვებოდი მოგრძო ზღაპარს;
შეარხევდი მერე ჩონგურს,ზღვას სიმღერით აჩუმებდი.წაგიღებდა მწარე ფიქრი,რომ არ ჩანდა სარჩო მეტი;რომ ჯაფას და ორომტრიალსბარაქა აქვს დაკარგული,რომ სტუმარსაც უნდა უთხრა:ხმელი პური ― კარგი გული!
*... უცბათ, თითქოს ქარიშხალმაზღვა ძირიან ამოხაპა,თითქოს ვინმე ჯადოქარმაზვირთს აწყვეტილს გამოგაბა.ზღვა დაშრება, ― უთქვამთ ასე,გინდ ქარიშხალს გაებრძოლოს,ქარიშხალიც გაჩუმდება,შენს ჯაფას კი არა აქვს ბოლო...
უმზეო და უვარსკვლავო,ცხოვრება გაქვს ბნელზე ბნელი;ჭაობი სჭამს შენს მოსავალსდა ბატონი ― ბელზებელი.
ასე იცის ბედშაობამ,მწარე დღეებს მიაწყვილებს;მწარ ტანჯვაში დაიხარჯაშენი ტურფა სიყმაწვილე!
*ხუთი წვრილი შვილის დედამჯაფით ბევრი იფართხალა,გადაჩალულ ბნელ ფაცხაშიგადიცვალა ფორთოხალა.
გულზე ხელმკლავდაკრეფილი,საფლავს გახდა მისატანი...როგორც ზამთარს ნაკადული,გაიყინა მისი ტანი.
*იყო...გაჰქრა... აღარ არიფორთოხალა ქალი...გაჰქრა, როგორც გადარეკილვარსკვლავების კვალი.ჩამოცვივდა, გაიფანტა,ვით ყაყაჩოს ხალი,ქარიშხალი მუჭა საფლავსდასწვდა, ჰფანტავს ბრჭყალით...
― სად გამქრალა მისი ძვლები,ხომ არავინ ამოთხარა?ჰე, თოლიავ, ზღვის ნიავო,არ გინახავთ ფორთოხალა?ამ თხემლებქვეშ აბარიათმათაფლა და ლერწამტანა;მისი კუბო ამ ლაქაშმა,ამ ჭაობმა დაიტანა.
ზედ აგდია ყელმოჭდობითგრძელი ნისლი ― ფრთაფარფარა;ფორთოხალას ლეჩაქია ―ნისლად იქცა, არ დამპალა!
*ფორთოხალავ, ჩემო დედავ,დავეძებდი მე შენს საფლავს;შენს ცხოვრებას უმთენაროს,სულ მწარეს და გაუთაფლავს..
მეშინოდა, შენი ძვლებიდავიწყებამ არ გათელოს;შენ ხომ ქოთანს ადუღებდი,პურს უცხობდი საქართველოს!
მე საფლავი ვერ ვიპოვეშენახული ამანათად,შენ რომ იდექ ― იმ ჭაობზედიდ ბაღნარმა მამანათა!
*ძველო, კოლხიდავ, სამშობლოვ,ახალ მზითა ხარ ნათევი;რომს ასუქებდი, ელადას,მედეას ნაღალატევი.დამპყრობელ იაზონებმაგაგფცქვნეს და დაგაბორკილეს;შენი შვილების ძვალსისხლითშენივე გზები მოჰკირეს.გაგთქერეს ცხენის ტერფებით,დაგტოვეს ამტვერებული,ურთვლო, უხვავო, უშენი,ჭაობებჩატირებული.მაგრამ რაც მტერმა გაგტაცა,ვერ იხსენ გადასარჩენად;ის დაგიბრუნა ასკეცადშენი შვილების მარჯვენამ.
მათ აგაყვავეს გაშენეს,განათეს, გალამპრიანეს;სამშობლოს დროშა გახსნილი,ყველა მწვერვალზე ფრიალებს!
*დავდიოდი კოლხიდაში,გზები ნარინჯს დაეჩრდილა,თრთოდა ვარაყშეფრქვეულიფორთოხალის შუქზე დილა.ხილთა სხივში მე შევხედეახალ ქვეყნის მბრწყინავ სახეს,ბზად ოდების მწკრივი სჩანდა,”გამარჯვება” მივაძახე!
გოგოები ბაღს თოხნიდნენსიცილით და ტკარცალითა,უმღეროდნენ ოქროს ვაშლებს,დილის ცვარით დაცვარილთა.
უმღეროდნენ უხვ მოსავალს,ტკბილ ცხოვრებას საამურსა,უმღეროდნენ ახალ ფუძეს,ძველი ― მაგრა ჩაილურსმა!
სიმღერის ხმა წკრიალებდა,თოხს სცვიოდა ნაპერწკალი;გზის გადაღმა ვინმე ქალიყურს უგდებდა გულფანცქალით...ტალავერქვეშ ჩუმად მჯდარიდავინახე ფორთოხალა,გოგოების მუშაობასგასცქეროდა თვალდათვალა...გვერდით ეგდო ძველი თოხი,ნაგუბარ წყლით სავსე პინა,მკერდგაძონძილს, ფეხშიშველასშუბლზე ნეშო წაეფინა...― ჰეი, ჰეი, გოგოებო,ნეტავ თქვენ დროს, თქვენ ცხოვრებას,თქვენი მღერა მხიარულიმე საფლავში მეყურება!მზე ჩემ დროსაც ჩახჩახებდა,მაგრამ სახლში მედგა ღამე;მხიარული გაზაფხულიშინ ვერასგზით შევიყვანე.
ჩემს კოჭობში ცრემლი დუღდა,ვერ გავწყვიტე მისი ვალი,მებატონის მათრახის ქვეშმე მომყავდა მოსავალი.
სხვას ვაჭმევდი ნასუქ ქათმებსდა ფური სხვამ მომიწველა;სხვა იცვამდა ჩემს ნართავებს,მე კი მეცვა ― კონკიძველა.
ჰეი, ჰეი, გოგოებო,ეგრე მაგრა დაჰკათ თოხი!თქვენ ოდა გაქვთ გაფეთქილი,მე კი მედგა წნელის ქოხი.
მარტოდმარტო ვმუშაობდი,არც კი მყავდა ხმის გამცემი...ნეტავი თქვენ, ერთად შრომობთ,ერთად მღერით მთელი თემი!
― ჰეი, ჰეი, გოგოებო,წაუშინეთ მიწას თოხი!თქვენ სავალზე ვარდი ჰყვავის,ჩვენ ― ფეხს გვჭრიდა ქვა-კორტოხი!
― გოგოებო, დაინახეთ,მოიგონეთ ფორთოხალა,შეიბრალეთ გულდამწვარიის გულმკვდარი ფორთოხალა!თქვენი დიდი წინაპარი,თქვენი დედა ფორთოხალა!
დაჩაგრული მოჯალაბეთუმცა ბედით მწუხარეა,მაგრამ თქვენი მომავალიდა თქვენი დღე უხარია!
გოგოებო, გარჯილობითფორთოხალა გაახარეთდა გულს ვარდი დააყარეთ...
*― ათასი წლის შემდეგ ლექსი,დედავ, თვალო, გაგიკვირდა?შენ ისწორებ მორცხვად თავშალს,― საამისო მე რა მჭირდა?მე არ ვიყავ დედოფალი...ვიყავ ერთი გლეხის ქალიდა ცხოვრება დამეჭიდა!ბაღჩა მქონდა ორი კვალი,მიწა მქონდა ერთი ციდა...
*ათასი წლის მანძილიდანშვილურ ალერსს გაგიბედავ,საქართველოს დიდ ცხოვრებასშენა ჰქმნიდი, ტკბილო დედავ!
დიდ ვაჟკაცებს, დიდ ოსტატებს,შენი კაბის კალთა ზრდიდა,ვინც ეტრატზე სწერდა ქართულს,ვინც ჩუქურთმას ქვაზე სჭრიდა.საქართველოს კერის ცეცხლიშენ გებარა გაუმქრალი,შენ იყავი გულვეფხური, ―ხამის კაბით გლეხის ქალი...შენი ოფლის ნაღვარალიდღევანდლამდის არ ამშრალა,ყველგან გნახე, დამივლიამე სამშობლოს გზა და შარა,
მაგრამ ”ქართლის ცხოვრებაში”ვერა ვნახე შენი სახე,არაფერი არ სწერიაშენს ღვაწლზე და შენ შესახებ.დედოფლებზე ბევრი სწერეს,ბევრს კალამიც დაეღალა,ვიცით ბევრი დედოფალი,არ კი ვიცით ფორთოხალა!
მატიანე შენ სახელზეალბათ მიტომ გაინაბა,მარგალიტით ჩაქსოვილირომ არ გეცვა ოქროს კაბა.მაგრამ დღესაც შენ ახსოვხარსაძირკველს და სახლის კერას;მინდორს, ბოსტანს, ეზოს ყვავილს,ჯარას, თოხს და ნემსიწვერას...
შენგან დარგულ, დამყნილ ხეებს,შენის ოფლით დარწყულ მიწას;შენს დაშაშრულ, დამსკდარ თითებსდა შენ ჩაკრულ პურსა ვფიცავ!
შენ შავ მანდილს მე გავკოცნი,გახუნებულ შენ თავსაფარს;მათ ნაკეცში ვკრებ სიმღერებს,ტკბილქართულად ნათქვამ ზღაპარს...შავად შეკრულ შენს სიცოცხლესდღეს დაენთო სხივი ზედა;ცრემლდაუყრელს მე ცრემლს გაყრი,უსახელო ქართლის დედას!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი