პოეზია · ლირიკა
ფანასკერტელს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
. . . მშვიდობით ძველო ქართულო ენავ დამშვიდობით სრულიად საქართველოს მდგომარეობაო!ფანასკერტელი
― მაშ გაჰქრა ქართლი, მისი ენაცა,პირქვე დაემხო წმინდა ტაძარი?გული დიდ სევდას ამოენაცრა,― მშვიდობით, გახდი მტრის ნატაცარი!
სხვა რაღა იყოს მწარე ამაზე,რა შეედრება ასეთ ღაღადისს ? ―შენს დედა ენას, მის სილამაზესგამოეთხოვო, უთხრა: ნახვამდის!და მერე დადგე გაქვავებული,უიმედობის დიდი იმედით,რომ აღარ მოვა ქართლს გაზაფხული,რომ სამუდამოდ გავიყინებით!შენ დადიოდი შენს სამშობლოშიროგორც მწირი და ოხერმოხეტე,ღამით მე შენი გმინვა მსმენია,ხმა ნამწარევი: ”ღმერთო, მოხედე!”
შენი აჩრდილი მომჩვენებიაქარში, წვიმაში თმადაბურდული;შენ გამიმწარე ყრმობის ყველა დღე,შენ გულს მითხრიდი გესლით ქურდულით.და ახლა, როცა ჩემს ხალხს, ჩენს ენას,სიკვდილის ჭანგი ვეღარ ემტეროს, ―როგორც განვლილი გრძელი სიზმარი,შენ მაგონდები, ფანასკერტელო!და შენ, მიწაში გამტვერებულო,ჰა, სიტყვა გულის გასათაფლავი:არა, ქართლს, არა!― შენ ფიქრს გასთხრიასამარადისო, მკვიდრი საფლავი!