პოეზია · ლირიკა
გაზაფხული
გიორგი ლეონიძე 1899–1966
რომელ მერანზე მოფრინდი,რომელ მქროლავი რაშითა?”ლილეოს” ქუხილთა ხმებში,ნიაღვარების ტაშითა!ვინ თქვა, სინაზით მოხვალ,ენძელებით და იითა?სადაც მწვანე ფრთას დაიქნევ,ვაჟკაცურ ძგერას მიიტან!სალამი, ასჯერ სალამი!შენ, გაზაფხულის დგრიალო!ყინულს დალეწავ,ხმატკბილადწყარომ რომ დაიწკრიალოს...მე გულს დავლეწავ,ნაკვესარლექსმა რომ დაიძგრიალოს!შორიდან გეხარხარები:მოდი, სულ ერთად ვიაროთ!