↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავზე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-132 წთ საკითხავი20297 ნახვა

—
დავიწყებულო,დამიწებულო,დანაცრებულო ყრმაო პოეტო,თათრის ტყვიებით დაძინებულო,შენი წყლულები გულს შემოენთო!მხედარო, სისხლით მოჭირნახულევ,შენი ნავარდი თუ მაქვს ხილული;აი, სამარეც მოვინახულე,დიდი ცაცხვებით გადაჩრდილული.შენც მოგხვდა ხელი ველურ მეკობრის,გტკივა წყლულები? წყალი გწყურია?ზედაშე?!ვაი, მრავალ მეგობრისსხეული ტყვიით მოკირწყლულია!ცივ ფარაჯაზე ცრემლი გეცემა,მომესმის გმინვა გათანგულისა!ძველი ტკივილის დაორკეცებამგახსნა იარა ჩვენი გულისა.-ღიმილის ბიჭო, შენ აქ რა გინდა,შთამომავლობამ გმირად გახსენა;ხომ დაიცალე, ძმაო, სისხლიდან,ძველი მესხეთის გამოსახსნელად!ყრმები დავშორდით…მოველ ჭაღარა,-აღსდექ, - მოგძახის შენი თაობა,მამულისათვის თუ შეგრჩა-ღა-რაშემართება და გამბედაობა!გახსოვს, პირველი ლექსის ალმური,ის ოქრომკერდი განა დამპალა?გადაგიმსხვრიეს თუმც სალამური,გულში გვინთიხარ ყრმობის ლამპარად, -თანშეზრდილ ძმებს და ტოლ ამხანაგებს,ვისაც გვსმენია სიმღერა შენი;შენი აჩრდილი ჩვენს ფიქრს განაგებს,და ძველებურად ძმობაშიც შვენი!მაგრამ, სიკვდილმა სიმნი დაცელა,სიტყვის მუხლს ვეღარ შეეჭიდები;რაც ვერ მოასწარ ლექსის დაწერა,იმას მღერიან ხეზე ჩიტები!ნუ გეშინიან, არ დაკარგულაშენი რითმების მარგალიტები,ნამად ვარდებზე ამოქარგულა, -გმირის სახელი ხალხმა გარგუნაუძველეს გმირთა მაგალითებით.შენი ღიმილი გახარებულინაკადულებს და წყაროებს შერჩათ;თათრის ტყვიებით დაცხავებულიჩვენს წინაპრებთან წახვედი ელჩად...
გაჰქრეს საფლავი!მეგობრულ ღიმის,მეგობრის ნაცვლად როგორ ვუყურო?არ გესმით, ირგვლივ წკრიალებს სიმი,შეთრთოლდა კიდეც ცაცხვი ფუღურო,ცეცხლის ხმლიანი დგას სერაფიმი,ვგონებ, სიმღერამ დაიგურგუროს…ახ, ცხრამეტი წლის მკვდარო ბულბულო,ცხრამეტი ტყვიით გადაბუგულო!გურიის მთებო, მოგისამძიმრებთ,გაჩუმდა ჩანგი, თქვენ რომ გფერობდათ;ჩასჭკნა ყვავილი, რომელიც, იქნებ,მთელ საქართველოს გადაჰფენოდა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი