პოეზია · ლირიკა
გულს ბუდე არა ჰქონია
გიორგი ლეონიძე 1899–1966
გულს ბუდე არა ჰქონია,მე კი შენთან ვარ ბინათა,შენ შემირხიე სულის ფრთა,შენმა ნათელმა მინათა.შევიტყე, ვერ სპობს შავი დღე,ვერც მოშხამული ისარი,არც გადახმება, თუ ერთხელგულია ნამაისარი.
შენთვის მღელვარებს, შენდამი,შენგამო იკრეფს ღონესა,ქარიშხალს ჩასთვლემს ხანდახან,მე არა, შენსა მგონესა...