↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველი მევენახის სადღეგრძელო

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20282 ნახვა

—
აგერ, შეჰხარის მიწის სიუხვეს,ნაჭირნახულევს რაღა ეძნელოს,ხვალ შავყურძნის წვენს ქვევრზე მიუშვებს,და ჯამით ასწევს ამ სადღეგრძელოს:― ძმებო, ნეტავი ძმათა მრავალთა,მზე მათთვის დღეში ცხრაჯერ ამოდის!უძმოდ, უმოყვროდ მე ვარ ავადა,და არც ცხოვრება მინდა სამოთხის!დღეს ხალხის აზრის აფრა მისცურავს,ტალღა წარღვნისა ვეღარ ეძგეროს;ამ ვენახიდან რაც დამიწურავს,სიყვარულისთვის მსურს სადღეგრძელოდ!მტკიცობდეს გულის სიანდამატე,წვენმა ვაზისამ ტკბილად იმაჭროს!სანამ მზის თვალი მიწას ანათებს,ჩემო მამულო, შენ გაგიმარჯოს!დე, ყველამ გულზე გული დავადოთ,დე, გულზე გვენთოს ძმობის სანთელიდა ერთი დიდი ცეცხლი ავანთოთ,წინაპართაგან დასანატრელი!და არცა გნახო, ძმაო, ცალადა,დაე, ჩემი ხმაც ყოველთვის მოგწვდეს,გალომებული ცეცხლის ძალა დააღელვებული ზღვის ჯანი მოგცეს!განა რამეს გთხოვ? მობრძანდი ჭურზე,დატკბი, იხარე, ძმად შემიყვარე,გულზე მომები... და ლუკმა-პურზეცოტა მარილი შემომიყარე.ძმებო, ნეტავი ძმათა მრავალთა,მზე მათთვის დღეში ცხრაჯერ ამოდის!უძმოდ, უმოყვროდ ვხდები ავადა,გახმეს, რათ მინდა, ბაღი სამოთხის,მაშინ გადმექცეს სახლი მიწურად,სიკვდილის ბჭყალიც მაშინ მეძგეროს...ამ ვენახიდან რაც დამიწურავს,სიყვარულს ერგოს, მის სადღეგრძელოს!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი