↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ათი წელი გაილია

ჭილაძე თამაზ

2026-07-181 წთ საკითხავი4375 ნახვა

—
ათი წელი გაილია, გაქრა,ათი _ ავდრის ღრუბელივით წელი,მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.
თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავსდა ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი