↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი, წარმოთქმული ლესია უკრაინკას ძეგლის გახსნაზე სურამში, 1952 წლის 3 აგვისტოს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20278 ნახვა

—
როგორც ყორნის ფრთის ნაჩრდილმა,წარსულმა გადაიარა,და შენც, შიგ გულში დაჭრილო,მოგირჩა მწარე იარა.გულზე შავი ცა გეხურა,შუაღამეთა სიმძიმე,მაგრამ ლესიას ლექსებმავარსკვლავნი ააციმციმეს.შენ, უკრაინავ, ჩვენო ძმავ,ნაომარო და აღმდგარო,დნეპრო, კიევო, ალვებო,ალუბლიანო ბაღნარო,ვისწრაფით ― საქართველოდანდღე დიდებისა გახაროთ.გილოცავთ ჩვენი დავითიც,მისი ხმა დღესაც გვსმენია,გილოცვენ ქართვლის ვაჟებიც,მკერდზე რომ სისხლი სდენიათ,შენთვის თავდადებულები,შენს მიწაში რომ ჰსვენიან.იმ სისხლით შეფიცულებიურყეველ ძმობას გახარებთ,ვაშა, რომ დროშა მშვიდობისბრძოლაში არსად გახარეთ!ვაშა, რომ ჰყვავი, შენდები,რომ გულზე ვარდი დაისხი,იცოცხლე წელი იმდენი,რამდენიც მოვა მაისი.მარად ბრწყინავდეს ჩახჩახითძმობის მზე მომავალისა,სანამდი დნეპრსა და მტკვარშიდიოდეს წვეთი წყალისა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი