პოეზია · ლირიკა
ნუთუ?
გიორგი ლეონიძე 1899–1966
„და თუ მართლად საქართველო შეიქმნას“ამონაწერი 1615 წლის დარჩენილი ანდერძიდანშაჰ-აბასის შემოსევის დროს.ნუთუ ყოფილა მართლა ქართველი,ასე ეფიქროს, ეს დაეწეროს?ნუთუ ყოფილა სამშობლოსათვისასეთი წამი საბედისწერო.რომ სიცოცხლეც კი სათუო ჰქონდა,ეჭვის ქვეშ იყო? ― არა მჯეროდა...შუბლი მიხურდა. გავხსენ სარკმელი ―ჩემი თბილისის დილა მღეროდა!”რომ საქართველო მართლა შეიქმნას!”მე ეს სიტყვები დასავიწყარიმახსენდებოდა დილის ხმაურში,ვით შფოთიანი ღამის სიზმარი!რომ საქართველო მართლა შეიქმნა,გჯეროდეთ ყველას! ― გული მღეროდა...სტალინის სურათს შევხედე უცბად,ლენინთან ერთად რომ მიცქეროდა!