↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტს 1

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20070 ნახვა

—
ის ცრემლი, ხალხმა რო დააგუბა,ის ჭდევა, ენით არ ითქმებოდა,ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,ვიდრე საფლავთან დაიდგმებოდა.ასეთი იყო ზარი, ჭიდილი,თითქოს მარხავდნენ მზეს და მთოვარეს,მაინც არ დასთმეს... მგოსნის სიკვდილისიცოცხლედ იქვე ააფრთოვანეს.ასწიეს დროშა და წაიმძღვარეს,როგორც უკვდავი ხალხის მშვენება,და მით უძლებდნენ ჭირს, მტრის სიმძლავრეს,სიკვდილს, დაცემას, გადაშენებას!ეს თქმულებაა დაუსტამბავი,თუ ვით ადიდა ხალხმა გენია,ეს გაიხსენე, ძველი ამბავი,რაც გულს ხალხისას დაუდგენია.დასძარი შენი ლექსის ხანძარიდა სხვა დიდებას ნურას დაეძებ;ოღონდაც ერთი ცრემლის მარცვალიხალხის გულიდან შენს გულს დაეცეს!ის წმინდა ცრემლი ფერშეუცვლელიამოაცენებს ხეს რტომრავალსა;ის ხე დაჰბურავს ვარდის ფურცლებითდა უკვდავ სუნთქვით შენს მომავალსა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი