↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20073 ნახვა

—
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა;ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაშიდაკვესებული ცეცხლი ანთია.― ვიცი, დამდნარი თოვლის წკრიალიბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია;ქვაც ყველა არი ნაპერწკლიანი, ―გული რომ იყოს, გასაკვირია?
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი