პოეზია · ლირიკა
რამ ააყვავა შენი მშვენება?
გიორგი ლეონიძე 1899–1966
სისხლი... სულ სისხლი...ჩვენი წარსულისისხლში დამბალი მარად ყოფილა!თურქი, არაბი, სპარსი, ასური,თუ ისტორიამ არ გამყოფინა, ―მშვენიერებით როგორღა ჰშვენი,ამდენ მოთხრის და გასრესის მერე?მითხარ, სამშობლოვ, პასუხი შენი,სილამაზით რომ ამკობდი ხმელეთს!რამ ააყვავა შენი მშვენება,ოქროს წვიმამ თუ სისხლის ავდარმა?რამ გაგაჩინა მოსაჩვენებლად,ჯოჯოხეთმა თუ სამოთხის დარმა?ძმურმა სიმღერამ თუ ხმლის წივილმა?მაშ, ეს ბუნება როგორ ავწონოთ? ―ეს სილამაზე შექმნა ტკივილმა,ბრძოლამ დაბადა უთანასწორომ!ბრძოლაში შობილ მშვენიერებისშარავანდედით ხარ შემკობილი,მისთვის ბრწყინვალებ უთვლელ ფერებითდა მისთვისვე ხარ კეთილშობილი.