პოეზია · ლირიკა
რემინისცენციები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
გამეპარე, სიჭაბუკევ,მომეპარე, ჭაღარავ;იმ ჩქროლვის და ქარბუქის,მითხარით, შემრჩა-ღა-რა?დე, ლექსმა თქვას პასუხი,გაფანტა თუ დასტოვა,―იმ აპრილის ნაქუხი,ქაფი, ცეცხლი, ნიავი,―ჩემი ახალგაზრდობა!ლექსმა გვითხრას მართალი,ვარ თუ არა სარდალი,ნინოწმინდის ხმალისა,ყივჩაღური ყიჟინის,მისი ქარიშხალისა!ამ გულს როდი მოვეშვი,იერიშით ზარხოში,ჩქარა ცხენი მომეცით!ჩქარა! ქარს მივძახოდი.ახლა სად დაიმუხლეს,ან ერთმა, ან მეორემ?ქართულ სიტყვის სიუხვესრა დალევს... რათ ვეომე?..წნორის ხმას რომ ვისმენდიმე იორის ღამისასჭაღარის ვერცხლის მეტი,გულს საჩუქრად რა მისცა?ოლე რათ ავატირე,ხომ ვიცოდი, ვინც არი,რით ვერ მოვინადირე,სად შეფრინდა ციცარი?
......................იმ ჩქროლვის სიჩაუქისნეტავი შემრჩა-ღა- რა?დამიმოწმე, სიჭაბუკევ,გამინათე, ჭაღარავ!თქვენ იცოდეთ, ჩემმა მზემრაგინდ დაისამხრეთოს,ლექსთა ლაშქარს შევავსებ,როგორც ბანაკს სამხედროს!..