↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მატარებელში (სიახლეთ ნიაღვარი)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
სიახლეთ ნიაღვარირას ნიშნავს ჩვენს მხარეში -გეტყვით თუნდაც ამგვარიუბრალო ანგარიში:მღელვარე წყალვარდნილისლტოლვას სადარებელი,სწორი გზით გავარდნილიმიჰქრის მატარებელი.მიაქვს ქალაქს ხორბლები,სოფლად - ქარხნის გენია,უსწრაფესი ბორბლებიმსოფლიოს არ სმენია.მშენებელთ ხმოვანებისთუ რა სიხალისეა -ამნაირ გაქანებისხილვაც საკმარისია!
ნგრევათა ნიაღვარირას ჰგავს უცხო მხარეში -გეტყვის თუნდაც ამგვარიუბრალო ანგარიში:ჭინჭრით გადაბარდნილი,ნანგრევს სადარებელი,ხრამში გადავარდნილიგდია მატარებელი.გულს დაჰყრია ხორბლები,ბედი არ უწერია;უმოძრაო ბორბლებიცისკენ აუშვერია.საშინელი ზმანებისრა გზა, რა კრიზისია -ამგვარი „წვრილმანების“ხილვაც საკმარისია!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი