↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვავილები და ღვინო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
წყნარზე წყნარო მზე და ღვინო,შვების წყაროვ. მზე და ღვინო,მე მთვრალი ვარ სიყვარულით.არ დამცარო, მზე და ღვინო,მშვიდად, წყნარო:შვების წყარო,არ დამცარო, მზე და ღვინო,მე არ მინდა მზე და ღვინო,წყალი წმინდა, მზე და ღვინო,უცხოელი არ გეგონო,მე ვარ კინტო - მზე და ღვინო.მე არ მინდაწყალი წმინდა,მე ვარ კინტო, მზე და ღვინო.შენში არი მზე და ღვინო,ყოფნის არე - მზე და ღვინო,ყვავილებიც, ეშმაკებიცდა სამარეც, მზე და ღვინო.შენში არიყოფნის არედა სამარეც - მზე და ღვინო.ნამდვილ სუფრას - მზე და ღვინო,არის უფრო მზე და ღვინო,სიკვდილამდე აღტაცებასესაუბროს მზე და ღვინო.ესაუბროს,როგორც უფროსს,ქართულ სუფრას მზე და ღვინო.ეტყვის ყველას მზე და ღვინოსადღეგრძელოს, მზე და ღვინო,იყოს მრავალჟამიერისაქართველოს მზე და ღვინო.ეტყვის ყველასსადღეგრძელოსსაქართველოს მზე და ღვინო.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი