პოეზია · ლირიკა
სიმღერა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ჩაჰქრა სხივი...ქარი ჰხვივის...დაცემულა ფურცელი!ირმის ყვირილს,გულის ტკივილს,მოდი და გაუძელი!მზის ღადღადსდა მთვარის ქათქათს,მთების ლაპლაპს ვუცქერი,საქართველოს სილამაზეს,მოდი და გაუძელი!გულის ძგერა,ჩანგის ჟღერა,მე სამშობლოს ვუძღვენი!მარად მისით ვიხარო,მასთან დავრჩე უცვლელი;საქართველოს სიყვარულს,მოდი და გაუძელი!