პოეზია · ლირიკა
სიმღერა თარზე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
არავის ნახვა არ მინდა,მე მხოლოდ შენთან მოველი...მზევ, გულზე მოშუქებულო,შენს სანახავად მოველი;გულით, ფიქრით და ოცნებით.ძვირფასო, შენთან მოველი...ასე ბრუნდება ზღვებიდანქარში ნაწეწი ხომალდი.ვით მთას არწივი ესწრაფის,მეც ისე შენკენ ვქროლავდი.ვით მოგზაური შინისკენ,მე შენკენ მოვისწრაფოდი;მე შენს სიყვარულს გამოვყე,როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი...იქნებ არ არი საჭირო,რომ დღესაც შენთან მოველი?იქნება ზღვაში ხის დარგვას,და აყვავებას მოველი?ვით ბაღში მაისის წვიმა,ძვირფასო, ჩუმად მოველი!