პოეზია · ლირიკა
სიმღერა პირველი თოვლისა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ეს თოვლია, თუ მიმინომდააფეთა მტრედები?ვარსკვლავთა ოთახებშიჩათვლემილებს ეძინათ,ეხურათ ხავერდები...
ჩქარა, მინდა ვუყელო,მესმის მათი თქერანი...სავსე თოფი მომეცითდა ცხენი ნაქერალი!
ორმა გუნდმა კიდევაცმდინარეში გასტოპა!ჩქარა,თორემ წასულაჩემი ახალგაზრდობა!
წასულა და წასულა,ნეტავ საით წასულანის პატარა სიზმრები?სიჭაბუკის დღეებიშორიდან მომბღავიან,როგორც მთიდან ირმები...
ვაჲ, შენ ჩემო თეთრო მტრედო,გულო ჩემო კრიალა!საკალმახე წყალივითლექსი ვერ ვაწკრიალე,
და როგორცციცნათელააბედს არ ეკიდება,სიჭაბუკის გარეშე,ლექსს ვინ მისცა დიდება?
- ეს ცრემლია, თუ გულმადასძრა ლექსის მტრედები? -ვარსკვლავთა ოთახებშიჩათვლემილებს ეძინათ,და ჰქონდათ იმედები...
- ეს ლექსია, თუ მღერისგავლილ დღეთა კრებული?გულია თუ მინდორი,დილას მოფუტკრებული?
- არა!ეს თოვლი არივარსკვლავების ქაფითა;არა, ეს მტრედებია,მიმინომ დააფეთა!
ჩქარა!მინდა ვუყელო,თოფი ვტყორცნო ხმიანი,ჩქარა, ზარით მარხილი,ოქროს ჩარდახიანი!
ორმა გუნდმა კიდევაცმდინარეში გასტოპა!ჩქარა,თორემ წასულაჩემი ახალგაზრდობა!
1926