პოეზია · ლირიკა
სიჭაბუკე და ლექსი ერთია
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მხოლოდ შენ გეტყვის შენი ქვეყანა,ბევრი იცხოვრე დღეის-ხვალობით:― სტვირს გიკრავდი და არა როკავდი,გიგალობდი და არა გალობდი!შენი დრო იყო სიჭაბუკისა,ვერ აიყარა შენი ყვავილი;სიჭაბუკე და ლექსი ერთია,ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი.ვინ დაგაყარა გულზე ქვიშანი,არ ამოვიდეს ლექსის ბალახი?ახალგაზრდობა ― შენი ნიშანი,თავზე გადგია, ვით ჩაბალახი.ულამაზესი მხოლოდ ის არის,ვინც ავსებულა თავის დროს ძალით ―ადიდებული, დამწიფებული,ყანა, მდინარე, ვენახი, ქალი.დღეევანდელი დღის პასუხ-მგებელო,ჩაასვი სიტყვა ― ტყვია ტყვიაში!მიწას არ ახსოვს, იყოს პოეტიგამომწყვდეული კუბოს წყვდიადში.და რაც კი სუნთქავს დიდ ქვეყანაზე,რაც სიცოცხლეთი არი ცხოველი:მიწა, ფოთოლი, ღრუბლის ნაგლეჯი ―შენი სიტყვების ღიმილს მოელის.შენ გელოდება დასასტამბავადათი ათასი ჩანჩქრის ბღავილი;სიჭაბუკე და ლექსი ერთია ―ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი!