პოეზია · ლირიკა
თელავის ნაკერჩხალი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ბერო და აბეჩხარო,თელავის ნაკერჩხალო!საით მიერეკებიგრძელ ფიქრების ქა რავნებს,ათასწლეულ ტოტებზერა სევდას აქანავებ?თავს უხრიდი არავის,ყმად არავის ეახელ,შენ ფატრავდი ქარიშხალს,შენ ამსხვრევდი ნიაღვრებს.ხომ არც ერთხელ არ მოტყდი,მიწაზე არ იცოცე...რა სევდას აქანავებმთელი შენი სიცოცხლე?..