პოეზია · ლირიკა
თბილისური გაზაფხული
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მერცხლის ფრთების მოიმედესგაზაფხული მომივიდა,ვუცქერ ნუშებს, ატმის ყვავილსდა მზეს ― ლომის თავივითა.ცისარტყელა!ჩქარა, ბოძი ―ცისარტყელის დასარჭობლად!მოერიდე, ნუ შეხედავმახათის მთას ნასახრჩობლარს.მაგრამ მე თავს არ დავიხჩობ,―გინდაც იდგეს სახრჩობელა,რადგან მთები და ბაღჩებიჩახჩახებენ მზეში ― ყველა,რადგან ვაშლის ყვავილებიირმის რძეზე თეთრი არისდა თბილისის ძველ ქუჩებშიდატკბილდება ხეტიალი.რადგან ჩემი სიჭაბუკეაქ ყოველწლივ მეორდებადა ლამაზი, მთვარისპირა,ხეივანში მელოდება...