↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლიტანია

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
შენი მუცელი გენიით გატენილითითონ გეენა და გიენა პოეტებისთვის.ხარ ნატახტარი, ტახტებამდე ხარ ატანილი,არწივის ჯიშო! გატეხილო მომეტებისთვის.
მე მინდა ვიყო იზრაელი, ლექსს დავეჭიდო,მოვდრიკო მისი ძუძუები მოუდრეკელი.შენი სიმსუქნე დაწველილი რიტმით დავჭედო,დამლოცავს პოეტი - მიქელ მოდრეკილი.შენ, დარწეულო ჩემი გვარის ქაფიან სისხლში...ჩვენი ძვალები ზედ გაყრია, როგორც მარილი;ღვთიშობლის კალთებს შენს ფაშვებზე ვხედავ მოტანილს.
სისქე ჯიქანი და ბარკალი გადამორილი.ნასუქი ლეში გაგლეჯილი გიპოპოტამის...
ყველა გათავდა! ნაწლავები დაყრილი დანით.მონგოლის კნუტი კაპასია... ჯალალ-ედ-დინი.ლიტრიან რახტით ტამერლანმა დაგხვრიტა ტანი,მოსცურავ ეხლა, როგორც კუბო გადაჭედილი.შენი თირკმელი ურაგანმა ქვიშას გარია.ცა დასისხლული სოღანლუხზე გადმომდგარია...
1922
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი