პოეზია · ლირიკა
ლოჭინის მწუხრი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ამოიყარა მტკვარმა ბურუსი,გზები ნისლებით გადაირაზა,თითქოს დაძრულა დიდი ულუსიდა მოაბნელებს ყარაიასა.
თითქოს ტომარი გადამახურეს...სადღაც მიწყნარდა ეტლის ეჟვანი:მახათის მთაზე, სახრჩობელაზე,ერთად ვფართხალებთ მე და ბეჟანი.
უცბათ იყივლებს ცისკრის მამალი,ჩნდება მთაწმინდა თეთრი ფრთებითა;ბრწყინავს სამგორის დიდი ტრამალიყარაყორუმის ყვავილებითა.
1925