პოეზია · ლირიკა
დათუნია დრუნჩა
დათუნიას ერგოერთი ქილა ერბო.მიდიოდა გზაზე,ღიღინებდა ასე:– დათუნია დრუნჩასაერბო მერგო ქარვისა,რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,არ დაგითმობთ არვისა!უცებ შეხვდა ვირთხა –არ უცდია დიდხანს,თქვა: – დაიდებ ცოდვასო,თუ არ მაჭმევთ ცოტასო!რას იზამდა დრუნჩა,მისცა ერთი მუჭა.მერე ისევ გზაზეღიღინებდა ასე:– დათუნია დრუნჩასაერბო მერგო ქარვისა,რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!წინ დაუხვდა ზღარბი,მშიერი და ხარბი,თქვა: – დაიდებ ცოდვასო,თუ არ მაჭმევთ ცოტასო!რას იზამდა დრუნჩა,მისცა ორი მუჭა.მერე ისევ გზაზეღიღინებდა ასე:– დათუნია დრუნჩასაერბო მერგო ქარვისა,რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,არ დაგითმობთ არვისა!გადმოუდგა მელია,გაუწვდინა ყელია,თქვა: – დაიდებ ცოდვასო,თუ არ მაჭმევთ ცოტასო!რას იზამდა დრუნჩა,მისცა ორი მუჭა.მერე ისევ გზაზეღიღინებდა ასე:– დათუნია დრუნჩასაერბო მერგო ქარვისა,რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,არ დაგითმობთ არვისა!ბოლოს შეხვდა კოდალა,დათვს კი არა ჰქონდა რა!