↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართლის ბაღი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19191 ნახვა

—
ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი,შეფრქვეული მინანქარით,იაგუნდის წვიმა დასწვიმს,სურნელების დაჰქრის ქარი.
ელავს ბაღი. - ხოხბის ყელი -შვიდ მაისის წვიმით მთვრალი,მთებს და ველებს დასთამაშებსგაზაფხულის მწვანე თვალი...
რძე, კოკორში მოწოლილი,ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან;თითქოს ქალი სარკმელიდან...იყურება ვაშლი ხიდან.
ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაშისაქორწილოდ მორთულ სიძეს,და ატამი - ტურფა ყმაწვილს,აკვანში რომ გაიღვიძებს.
მარგალიტის ტყუპის ცალი,ტოკავს ბალი ნება-ნება,ცერის ტოლა თეთრი თუთადათაფლული შტოზე დნება.
ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი,ფირუზქარით დარხეული:ყურძნის მსხვილი იაგუნდი,ვაზი, ვარსკვლავჩახვეული.
ოქროს წყალი, ატმის ლალი,შინდის ლალი, მარწყვის ლალი,ბროწეულის ყვავილები, -თითქოს თონის ნაკვერცხალი, -
ათენებენ ქართლის დილასტოროლების ტაშისკვრაში, -მარწყვისფერად, შინდისფერადიღებება გარიჟრაჟი...
ვეფხვის ჭრელი პერანგივითგაიშალა ქართლის ველი, -გაჟღენთილი წვიმით ყანა,ფირუზთვალა ცვარით სველი...
ბრწყინავს ქართლი - დიდი ბაღი,ყვავილების ფერად ზღვითა,მარჯანი და ზურმუხტ-ქარვანათელს სტყორცნის ყველა ხიდან...
1936
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი