↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19196 ნახვა

—
(ყვავილები)
მსურს ძიებით დავწვა სული, ხან უარგყო, ხანა მწამდე,ხან გმზერდე, და ხან გეძებდევარსკვლავიდან ვარსკვლავამდე...
ხან, ვით მოგვმა, წარვთქვა გზნებით -ლოცვა წმინდა - სილამაზე,ხან გიმღერო სიმღერები დაწერილი მზის გამმაზე.უხილავო...მე ვერ ჩაგწვდი, სულსა ჰსწყურის მარად სწამდე,ის დაგეძებს საღვთო სიტყვითვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე!..
1916
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი