↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვეფხი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19202 ნახვა

—
(ვეფხი მოკლული დიღომში 1922 წელს ნოემბერში)ვალერიან გაფრინდაშვილს
სარაცინების თესლით ამტყდარიდა პამირების ბურში მყვირალი,მოატყდა სივრცეს გასაკვირალი,პანმონგოლიზმის ბაირახტარი.
ხალიფატების დასტოვე ტახტიდა სისხლი მღვრიე ვერსად დასტიე,ალბათ შენ ყავდი ბრწყინვალე რახტით -უკანასკნელი ძველ დინასტიებს.
რომელი უნდა გელეწნა რასადა მერამდენე გემტვრია რომი,როცა დაეშვი დაუდგრომელიდა მზე გტეხავდა ბარბაროსული.
ვერ გაჰხეთქავდი რომელს ავშარას,რომელ გუმბათზე ხმალით დადგები?ბერდუჯის წყალზედ წივის ჯავშანიგამოქცეული ათაბაგების.
მაგრამ ავია ბედის ტრიალი.შენი ვარსკვლავიც ყოფილა მკვდარი.ვეღარ დალაშქრე შენ დარიალი.სისხლი შაასხი მსუქან კედარებს.
გადმოვარდნილი წითელი ფაშვიშენ აზრაილის შუბზე მბრუნავი,ურემზედ ეგდე ვით ქუჩის ბავშვიასპიტ ღამეში დასახურავი.
და საყვირების ხმები გრგვინავი:მემკვიდრის გული აღარა ტოკავს.თესლო! ყველაზე ნაგვირგვინარო,გადაგეფარა სიკვდილის ტოგა.
1924
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი