↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლურჯი თვალი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19196 ნახვა

—
ლურჯი თვალი, ლურჯი მზერა, შავშუბა და ისარა,ვით აპრილი, ვით ყვავილი, შუქურა და ცისკარა,როგორც ორი ლურჯი ტბა, ცისარტყელით ხეული,შავ ლერწამთა ჭალაში ნაზად გამომწყვდეული.
შიგ ღალატიც არა სჩანს, იჭვიც არ იმალება,შიგ იანი ჰკრთებიან და მთვარის ბრწყინვალება.
შიგან ერთად ცეკვავენ: ცეცხლი, ტალღა, მაისი.შიგ სიკვდილთან სიცოცხლე მეფობს შენართაული.- აჰჰა, ჩემი საუნჯე და ჩემი სამკაული:
თვალი ლურჯად ქებული, ლურჯად გამომზირალი,ხან ვერცხლოვან ღიმილით, ხან ნისლივით მტირალი;
და მაგ თვალთა ციალით, მარად გავიმსჭვალები,ცას ცისკარი ანათებს, ჩემს გულს - შენი თვალები.
წახველი...და წახველი, დამიტოვე ნაღველი.ცისკარი-ღა მშთენია, შენი გამომსახველი.
და გიგონებ, ვით მამულს მგზავრი უცხოეთიდან,შენი შორი ნათელი სევდას ასხვანაირებს...და შორეულ ქვითინით გიწყობ სულის შაირებს...
1917
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი