↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი,ტაძარზედ რომ არი გამოყვანილი,
მაგონდება მე ქართლის მწვერვალები,მაგონდება შენი წყნარი თვალები,
შენი სახე მომთვარული და ნაზი,შენი შუბლი იალბუზზედ ლამაზი.
შენი შუქით ჩემი გული დამზევდა,შენ დამხურე მაისის ცა თავზედა!
და მსურს დავრჩეთ, რა დროსაც არ გავივლით,როგორც ჩარჩა ჩუქურთმაში ყვავილი...
ქვაზედ ჰყვავის და არ უდრკის განსაცდელს,ათასს უძლო, კვლავ გაუძლებს ათას წელს...
1938
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი