↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნაური კითხვა

ჭიჭინაძე გივი

2026-07-181 წთ საკითხავი2685 ნახვა

—
ერთი ფიქრი დღე და ღამეარ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:-შენ და მამას ნაადრევადთმაში თეთრი რად გერევათ?-უცნაური ბიჭი მყავხარ,-მოღიმარი ამბობს დედა, -შენ იზრდები, ჩემო კარგო,ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.-არა, არა, აბა, გუშინრატომ მითხრა მამამ ასე:-იმდენი თმა გვითეთრდება,რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!-მართალია, სწორი უთქვამს. . .-თუ ასეა, ჩემო დედი,ეტყობა, რომ ჩვენს ბებიკოსშენ ძალიან აბრაზებდი.

ჭიჭინაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი