↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყეში

ჭიჭინაძე გივი

2026-07-181 წთ საკითხავი2690 ნახვა

—
სადღაც დათვი დაბანდალებს,დათვი თაფლით გამომთვრალი.სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს,სადღაც ბრწყინავს წყაროსთვალი.სადღაც მზეზე ციყვუნიაკერკეტელა კაკალს ამტვრევს.სადღაც სოკო ამომძვრალა,თავზე ნეშო დაჰფარფატებს.სადღაც ტყეში ტყისმცველი ზის,დაქანცული წყალს სვამს პეშვით.ტყე კი ისე დაბურულა,არაფერი არ ჩანს ტყეში.

ჭიჭინაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი