პოეზია · ლირიკა
ტკბილ მოგონებად დარჩებით მუდამ
თინათინ კვირიკაძესთქვენ გამსგავსებდით ანკარა წყაროსდა თაყვანს გცემდით მთელი არსებით,რადგან ყვავილთა ლამაზ სამყაროსსიხარულით და რწმენით ავსებდით.გქონდათ ღიმილი კეთილი, მშვიდი,ავთვალისაგან ჩვენი დამცველიდა თანამებრძოლ დობილად გთვლიდითჩვენ – ძია შიოს ჯარისკაცები.ლექსს გულის სითბოს ატანდით მზისებრ,სულს უპურებდით ობოლს და მაშვრალსდა ჩითილები ელოდნენ ისევახალ-ახალი კვირტების გაშლას...უცებ მოჰხვია მკლავი ზამთარმადა სამუდამოდ გაჰყინა ჩქერი,სულ არ ვფიქრობდით, ისე დამთავრდაცინცხალა წყაროს გზა იისფერი.მაგრამ ნანატრი მაინც ასრულდა, –ის, რაც მრავალჯერ გულში გაივლეთ;ტკბილ მოგონებად დარჩებით მუდამთქვენი ცვარ-ნამით დაზრდილ ყვავილებს.